საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
N 15-2/11520
07/12/2021
11520-15-2-2-202112070931
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ კახაბერ კუჭავას
წინადადება
საქართველოს კანონში „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის
შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული
შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
21-ე
მუხლის
„ა“
ქვეპუნქტისა
და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად.
ბატონო კახაბერ,
2020-2021 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს საექსტრადიციო
პატიმრობაში მყოფმა თურქეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ და მათმა ადვოკატმა.
განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ მათი დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა მას
შემდეგ, რაც მათ მოიხადეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი
საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის და გათავისუფლდნენ
პენიტენციური დაწესებულებიდან1.
მსგავსი შემთხვევები ასევე იკვეთება სხვა საქმეებშიც: ა.ი.-ს მიმართ საექსტრადიციო საქმისწარმოების
მასალები (2020 წლის 25 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/49142 წერილი, 2020 წლის
27 ნოემბრის საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/66421 წერილი, 2021 წლის 23 მაისის ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს განჩინება N23-21. ა.ი-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შესახებ და
ამავე პირის 2021 წლის 21 მაისის დაკავების ოქმი); თ.ე.-ს საექსტრადიციო საქმისწარმოების მასალები (2020
1
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან იკვეთება,
რომ განმცხადებლების მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უფლების
დარღვევას
არაერთგვაროვან
და
შესაბამისი
პრაქტიკას,
რაც
ორგანოების
გამოწვეულია
(პროკურატურა,
საკითხის
სასამართლო)
მარეგულირებელი
საკანონმდებლო ნორმების არაერთგვაროვანი ხასიათით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმის მასალების
თანახმად, დასტურდება, რომ განმცხადებლების მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში
საქართველოს პროკურატურის ორგანოებისათვის ცნობილი იყო განმცხადებლების
მიმართ
თურქეთის
რესპუბლიკის
ინტერპოლის
მიერ
საერთაშორისო
ძებნის
გამოცხადების შესახებ.2 თუმცა, მათ მიერ სასჯელის მოხდის პერიოდი საქართველოს
შესაბამისი ორგანოების მიერ არ იქნა გონივრულად გამოყენებული და არ დაწყებულა მათი
თურქეთის
რესპუბლიკაში
ექსტრადირების
საკითხის
განხილვისთვის
ქმედითი
ღონისძიებები. მოცემულ პერიოდში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები,
ძირითადად მიმოწერას აწარმოებდნენ პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს
იხდიდნენ მსჯავრდებული პირები, მათი გათავისუფლების დროსთან დაკავშირებით
ინფორმაციის საქართველოს პროკურატურისთვის დროულად მიწოდების თაობაზე.3
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებით ასევე
დასტურდება,
რომ
მითითებული
პირები,
როგორც
თურქეთის
რესპუბლიკის
ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები, საექსტრადიციო სამართალწარმოების მიზნით
დაკავებულ
იქნენ
დაწესებულებიდან
იმავე
დღეს,
საქართველოს
როდესაც
გათავისუფლდნენ
ტერიტორიაზე
ჩადენილი
პენიტენციური
დანაშაულისთვის
დანიშნული სასჯელის მოხდით.4 მათ მიმართ საქართველოს საერთო სასამართლოების
მიერ გამოყენებულ/გაგრძელებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა,5 ხოლო მათ მიმართ
წლის 11 ნოემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს NMIA 3 20 02711168 წერილი, 2020 წლის 29
ოქტომბრის საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/61853 წერილი, 2020 წლის 27 ნოემბრის
საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/66422 წერილი; 2021 წლის 23 მაისის ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს N24-21 განჩინება საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შესახებ, 2021 წლის 21 მაისის თ.ე.-ს
დაკავების ოქმი).
2 2019 წლის 6 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის NMIA 1 1900584441 01/13-22915 წერილი და 2019 წლის 23 აპრილის საქართველოს
გენერალური პროკურატურის N13/29356 წერილი.
2020 წლის 15 აპრილის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის N01/11037
წერილი,2019 წლის 25 მარტის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, საქმე N10/ა-108.
2019 წლის 17 ივნისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს NMIA 5 1901554690 წერილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 6 აგვისტოს N13/44948 წერილი.
2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/45209 წერილი.
4 ერთ-ერთმა მათგანმა მოიხადა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო მეორე მათგანმა - 6
(ექვსი) თვის ვადით.
5 2020 წლის 2 აპრილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქმე N1/გ-231-20. 2020 წლის 23
ივნისის თბილის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქმე N1გ/896-2020.
3
საექსტრადიციო საქმისწარმოებისთვის მნიშვნელოვანი მასალების მოპოვება დაიწყო მათ
მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემდეგ.6
სამართლებრივი დასაბუთება
პირის
მიმართ
საექსტრადიციო
საქმისწარმოებისას
საექსტრადიციო
პატიმრობის
გამოყენება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი
წესის დაცვით, საექსტრადიციო პროცედურების გათვალისწინებით.7 საქართველოს
კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
ითვალისწინებს საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას, ასევე ადგენს საექსტრადიციო
პატიმრობის ზღვრულ ვადას - 9 თვეს.8
როგორც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
კანონი, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ კრძალავს
საექსტრადიციო პროცედურების დაწყებას იქამდე, სანამ პირი სასჯელს მოიხდის
საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის. შესაბამისად, ექსტრადიციის
მოთხოვნის საქმის განხილვა შესაძლებელია პირის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში და
არ არის აუცილებელი, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის შესწავლა დაიწყოს
მხოლოდ მაშინ, როცა პირი დაასრულებს სასჯელის მოხდას.
ამასთან,
პროკურატურისა
და
საერთო
სასამართლოების
მიერ
საექსტრადიციო
პროცედურების წარმოების მიმდინარეობის მიმართ არსებობს განსხვავებული პრაქტიკა
და შესაძლებელია იმგვარი საქმეების მოძიებაც, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს პირის
მიმართ ექსტრადიციის საკითხის დასაშვებობის განხილვასა და ექსტრადირების
განხორციელებასაც კი არათუ სასჯელის მოხდამდე, არამედ პირის საქართველოს
ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის ბრალდებულად ყოფნის განმავლობაში,
საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე. მაგალითად, 2019 წელს საექსტრადიციო
საქმისწარმოება სრულად განხორციელდა და მოხდა პირის ექსტრადირება მომთხოვნ
სახელმწიფოში იმ პირის მიმართ, რომლის მიმართ საქართველოს პირველი ინსტანციის
სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა საქართველოს ტერიტორიაზე
ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. მოგვიანებით, სისხლისსამართლებრივი დევნა
შეწყდა
სახელმწიფო
ბრალდების
შუამდგომლობის
საფუძველზე.9
ბრალმდებელი
მიუთითებდა, რომ ბრალდებულის „ექსტრადირების შემდგომ საქმეზე შეიქმნა სხვა
2021 წლის 16 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,
წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინება.
6 2020 წლის 30 მარტის საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/19816 წერილი. 2020 წლის 23
დეკემბრის საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/70945 წერილი.
7 „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ.30,
პუნქტ. 4-9.
8 „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ.30,
პუნქტ. 11-12.
9 2020 წლის 14 თებერვლის შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, სისხლის
სამართლის N1/4157-19 (N010051118002) საქმე
ობიექტური გარემოება, კერძოდ, ვერ ხერხდება სასამართლო პროცესების წარმართვა“.10
სახელმწიფო
ბრალმდებელი
შუამდგომლობაში
სახელმწიფოს
ასევე
სისხლისსამართლებრივი
ითვალისწინებდა
(რუსეთის
ფედერაცია)
რომ
მოქალაქე
დევნის
შეწყვეტის
ბრალდებული
იყო
და
შეუძლებელი
შესახებ
მომთხოვნი
იყო
მისი
საქართველოსთვის გადმოცემა.11
ამრიგად,
კანონმდებლობა
ითვალისწინებს
შესაძლებლობას,
რომ
ექსტრადიციის
დასაშვებობის შემოწმება დაიწყოს და განხორციელდეს მოთხოვნის მიღებისთანავე,
თუმცა, ამასთანავე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამის ვალდებულებას, რაც ქმნის
საექსტრადიციო პატიმრობის უსაფუძვლოდ გამოყენების შესაძლებლობას. როგორც
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
შესწავლილი
საქმეებიდან
გამოირკვა,
საექსტრადიციო პატიმრობის ასეთი ფორმით გამოყენება არ არის მხოლოდ გამონაკლისი
შემთხვევა
-
პირები,
რომლებიც
იხდიან
სასჯელს
საქართველოს
პენიტენციურ
დაწესებულებებში და რომლებზეც მიღებულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ,
ამთავრებენ საპატიმრო სასჯელს და ტოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას. მათ მხოლოდ
ამის შემდეგ აკავებენ საექსტრადიციო წესით და უფარდებენ 9-თვიან საექსტრადიციო
პატიმრობას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ უნდა შეისწავლოს
მათი ექსტრადიციის მიზანშეწონილობა. გამოდის, რომ გადაწყვეტილების მიმღები
ორგანოსთვის თავიდანვე ცნობილია ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ, შესაძლებელია
აღნიშნული საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა, თუმცა ეს პროცესი იწყება და
მიმდინარეობს ისე, რომ პირმა ჯერ სრულად მოიხადოს სასჯელი, შემდეგ კი
დაექვემდებაროს დამატებით 9-თვიან პატიმრობას.
აღსანიშნავია,
რომ
2015
წლის
15
სექტემბერს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „უშვებს
კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე
ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ
2020 წლის 14 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად,
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ შეწყდა
სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი
ნაწილისა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით (სისხლის სამართლის
N1/4157-19 საქმე.
11
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და
სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის (ე.წ. „მინსკის კონვენციის“) 57-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „გადაცემა არ ხდება, თუ პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ, არის
თხოვნის მიმღები მხარის მოქალაქე“. თავისი მოქალაქეების გადაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილებას
ითვალისწინებს ასევე „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი პირველი პუნქტი.
კონვენციების აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ ვეღარ განხორციელდებოდა
საქართველოს მხარის მიერ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიზნით დროებითი გადმოცემის მოთხოვნის
დაკმაყოფილება იმ სახელმწიფოს მიერ (რუსეთის ფედერაცია), რომლის მოქალაქეც იყო ექსტრადირებული
პირი.
10
მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ
სისხლის სამართლის ფარგლებში“.12
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით განმარტა, რომ თუკი პირი
სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში და პარალელურად ბრალდებულია სხვა
საქმეზე, ანდა არსებობს მისთვის პატიმრობის შემდგომ შეფარდების შესაძლებლობა,
საგამოძიებო ორგანო ამ სხვა საქმის შესწავლისთვის არ უნდა დაელოდოს სასჯელის ვადის
გასვლას და პირის გათავისუფლებას, რათა იგი ხელახალ პატიმრობას დაექვემდებაროს.
პატიმრობის ამგვარი გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად
ცნო.
ამ
გადაწყვეტილების
სულისკვეთებით,
თუ
საქართველოს
პროკურატურის
ორგანოებისთვის ცნობილია ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ და მას გააჩნია
შესაძლებლობა, აწარმოოს საექსტრადიციო პროცედურები, პროკურატურა არ უნდა
დაელოდოს აღნიშნული პირის მიერ სასჯელის სრულად მოხდას და შემდგომ მიმართოს
სასამართლოს მისი საექსტრადიციო პატიმრობის შუამდგომლობით. ასეთ შემთხვევაში
საერთო სასამართლოების მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება და
პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება შეეწინააღმდეგება საქართველოს
კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას.13
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალების თანახმად, დაცვის მხარე
საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/გაგრძელების საწინააღმდეგო არგუმენტად
სწორედ პროკურატურის უმოქმედობაზე მიუთითებდა ბრალდებულთა მიერ სასჯელის
მოხდის პერიოდში. მიუხედავად ამისა, სასამართლოები არ აქცევდნენ ყურადღებას
ბრალდებულთა მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში პროკურატურის უმოქმედობას და
პატიმრობის გამოყენების საფუძვლად ბლანკეტურად უთითებდნენ საექსტრადიციო
პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობაზე.14
რაკი კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ არ
ითვალისწინებს
შესაბამისი
ორგანოების
მიერ
საექსტრადიციო
საქმისწარმოების
დაწყებისა და პირის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდის
გონივრულად
საჭირო
გამოყენების
მასალებისა
და
ვალდებულებას
საექსტრადიციო
დოკუმენტაციის
მოპოვებისა
საქმისწარმოებისთვის
და
განხილვისათვის,
ზემოხსენებული ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის გაგრძელება დღემდე
შესაძლებელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/2/646,
სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტ. 2.
13 საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოების მიერ ძებნილი
პირების მიერ სასჯელის მოხდის პერიოდი არ იქნა გამოყენებული საექსტრადიციო საქმისწარმოებისთვის
საჭირო მოქმედებების განსახორციელებლად და საექსტრადიციო წარმოება დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც
ისინი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
14 2020 წლის 21 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების
თაობაზე, N18-20. (ბილალის განჩინებებიც გვინდა).
12
ასეთი პრაქტიკა იძლევა შესაძლებლობას, პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვა
გაგრძელდეს ხელოვნურად დამატებით 9 თვემდე ვადით, მიუხედავად იმისა, რა
პერიოდის
განმავლობაში
იმყოფებოდა
იგი
პენიტენციურ
დაწესებულებაში
სხვა
საფუძვლით, და პროკურატურას შეეძლო თუ არა, ამ პერიოდში შეესწავლა მისი
საექსტრადიციო საქმე.
საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება ადამიანის
უფლებათა დაცვის სტანდარტებს. საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების მიზანი არის
ის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა (პროკურატურა, სასამართლო) მოახერხონ საკითხის
შესწავლისთვის საჭირო მასალების მოპოვება და საკითხის გადაწყვეტა, ექსტრადირებას
დაქვემდებარებული
პირის
მიერ
მისთვის
არასასურველი
საექსტრადიციო
საქმისწარმოებისა და გადაცემისთვის თავის არიდების აღკვეთის გარანტიით. ამასთან,
პირის პატიმრობაში ყოფნა უნდა იყოს აუცილებელი აღნიშნული მიზნის მისაღწევად და
სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთს ღონისძიების გამოყენებით აღნიშნული მიზნის მიღწევა
ვერ უნდა ხერხდებოდეს.15
ამაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული
სამართალიც, რომელიც პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებაში ჩარევის
შემთხვევებში აუცილებლად მიიჩნევს, დაცული იყოს პირის თავისუფლების უფლება და
მის მიმართ პატიმრობა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს
უკიდურესად აუცილებელია ობიექტური მიზეზებით და კანონით განსაზღვრული
მიზნების მისაღწევად, მათ შორის, პირის ექსტრადირებისათვის სხვა სახელმწიფოში.
ევროკავშირი და ევროპის საბჭო არ განსაზღვრავს პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების
ერთიან ზღვრულ ვადებს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პატიმრობის
გამოყენების ხანგრძლივობის აუცილებლობასა და პატიმრობის ვადის სახელმწიფო
ორგანოების მიერ გონივრულ გამოყენებას.
ადამიანის
უფლებათა
ევროპულმა
სასამართლომ
2021
წლის
19
აპრილის
გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა მსგავს გარემოებებში - როდესაც
საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ხელოვნურად ჭიანურდება და პირის
თავისუფლების შეზღუდვას სახელმწიფო ორგანოები ჯეროვნად არ იყენებენ.16 საქმის
გონივრულ ვადაში განხილვისა და შესაბამისად, პირის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის
მაქსიმალურად
აუცილებელი
შიდასამართლებრივი
ნორმების
ვადებით
შეზღუდვის,
განჭვრეტადობის
ასევე
გამოყენებული
მნიშვნელობაზე
ევროპული
სასამართლო ასევე მიუთითებდა წინა წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებშიც.17
ასეთ შემთხვევებში, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელმოხდილი პირის მიმართ
საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება და გაგრძელება, მაშინ, როდესაც მის მიერ
სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ
არ ხდებოდა ექსტრადიციის საკითხის განხილვისთვის საჭირო მასალების მოპოვების
15 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 205, ნაწ.1.
16 CASE OF SHIKSAITOV v. SLOVAKIA. §§ 72, 76-83.
17 CASE OF ABDOLKHANI AND KARIMNIA
v.TURKEY, §§130, 135; CASE OF McFARLANE v. IRELAND.§152.
მცდელობაც კი, რაც უზრუნველყოფდა პირის ექსტრადიციის საკითხი განხილვას
გონივრულ ვადაში, არ შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად და ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად.
ვინაიდან (1) საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად არ კრძალავს საექსტრადიცო
პატიმრობის გამოყენებას მას შემდეგ რაც პირმა მოიხადა თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული სასჯელი, ამასთან (2) შესაძლებელია, რომ პროკურატურისა და სასამართლოს
მიერ მოცემული პერიოდი არ იქნეს გამოყენებული პირის ექსტრადიციის დასაშვებობის
საკითხის განხილვისათვის, მოსალოდნელია, რომ ამგვარი არაერთგვაროვანი და
დამაზიანებელი პრაქტიკა კვლავ გაგრძელდეს და ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ საქართველოს მიმართაც დაადგინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა.
რამდენადაც მითითებული საკითხი პირდაპირ არ არის დარეგულირებული კანონით, იგი
წყდება
მხოლოდ საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით.
აღნისნული კი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი
მასალებიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სტანდარტებს და მომავალშიც ქმნის ადამიანის თავისუფლების უფლების დარღვევის
საფრთხეს.
დასკვნა
შესაბამისად, მომავალში ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების
უსაფუძვლო დარღვევისა და შესაბამისი ორგანოების (პროკურატურა, სასამართლო)
უმოქმედობის ან დაგვიანებული მოქმედების გამო პირის თავისუფლების აღკვეთის
გახანგრძლივების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია კანონმდებლობით იქნეს
დარეგულირებული იმ პირების მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების ან/და
გაგრძელების
საკითხი,
პატიმრობა/თავისუფლების
რომელთა
აღკვეთა
მიმართაც
საქართველოს
გამოყენებული
ტერიტორიაზე
იყო
ჩადენილი
დანაშაულისათვის და დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მათ მიმართ საექსტრადიციო
პატიმრობის გამოყენება ან გაგრძელება, თუ მათ მიერ სასჯელის მოხდის პერიოდი
შესაბამისმა ორგანოებმა არ გამოიყენეს გონივრულად პირის ექსტრადიციის დასაშვებობის
საკითის განხილვისა და გადაწყვეტისათვის.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, მოგმართავთ წინადადებით,
საქართველოს პარლამენტის მიერ: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლს დაემატოს მე-121-ე პუნქტი,
რომლითაც დაუშვებლად იქნება ცნობილი საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან/და
გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ საექსტრადიციო საქმისწარმოებისთვის
საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული
აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ
ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
განხილვის შედეგების შესახებ, გთხოვთ, მაცნობოთ ამავე კანონის 24-ე მუხლით
დადგენილ ვადაში.
პატივისცემით,
ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი
.