საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უმეთვალყურეო და მიკედლებული ცხოველების ცხოველთა თავშესაფარში სავალდებულო გადაყვანის შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.12.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-16648/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № BA0041217102927 09.12.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: დაზუსტებული საკანონმდებლო წინადადება უმეთვალყურეო და მიკედლებულ ცხოველთა – ცხოველთა თავშესაფარში სავალდებულო გადაყვანის შესახებ შინაარსი: შინაარსი: ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქში ჩატარებული ანტირაბიული ვაქცინაციის რაოდენობა აღემატება 34000 შემთხვევას (2019 წ. 14387 ჩატარებული აცრა; 2020 წ. - 12183 ჩატარებული აცრა; 2021 (იანვარი-აგვისტო) - 8145 ჩატარებული აცრა), გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად განიხილოთ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება იმის თაობაზე, რომ შემოღებული იქნას საკანონმდებლო დონეზე ქვეყნის მასშტაბით უმეთვალყურეო და მიკედლებულ ცხოველთა – ცხოველთა თავშესაფარში სავალდებულო გადაყვანა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიზანია ადამიანის ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. ფაქტია, რომ მიმკედლებლების ინსტიტუტის არსებობა და მათ იმედად უმეთვალყურეო და მიკედლებულ ცხოველთა ურბანული გარემოში ყოფნა ჯეროვნად ვერ რეგულირდება, რაც იწვევს დე–ფაქტო ცოფის პანდემიის საშიშროებას და ანტირაბიულ აცრებზე მიმართული თანხების ნახევარიც კი რომ მიემართოს ცხოველთა თავშესაფართა დაფინანსებას, მთავრობა და პარლამენტი ნამდვილად ვალს მოიხდიან იმ ათიათასობით მოქალაქის მიმართ, რომლებსაც ყოველწლიუუწევთ ცხოველთა კბენის ატანა და შემდგომ – ანტირაბიული პრეპარატების მიღება და მუდმივ სტრესში ყოფნა. პატივისცემით, საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ასოციაციის დირექტორები ზურაბ ვანიშვილი და პაატა სიამაშვილი დოკუმენტები: 1 ) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წერილი.pdf; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: საქართელოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ასოციაცია საიდ. #: ტელეფონი მობილური: ელფოსტა:
დანართი
12/9/2021 სსიპ – ლ. საყვარელიძის სახ. დავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი National center for Disease Control & Public Health KA030643988263721 #06/5374 საქართველო, ქ. თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი N99; ტელ: (+995 32) 2192595; ცხელი ხაზი: 116001 Kakheti Highway N99, 0198, Tbilisi, Georgia; Tel: (995-32) 2192595; Hot line: 116001; E-mail: ncdc@ncdc.ge 09 / დეკემბერი / 2021 წ. მოქალაქე ზურაბ ვანიშვილს პ. #: 59001013409 მობილური: +995577529937 ელფოსტა: zvani777@gmail.com ბატონო ზურაბ, ა.წ. 1 დეკემბრის N 01/19159 წერილის პასუხად გაცნობებთ ბოლო სამი წლის განმავლობაში (წერილში არ არის აღნიშნული რა პერიოდის მონაცემები გჭირდებათ) ქ.თბილისში ჩატარებული ანტირაბიული ვაქცინაციის რაოდენობას: 2019 წ. - 14387 ჩატარებული აცრა; 2020 წ. - 12183 ჩატარებული აცრა; 2021 (იანვარი-აგვისტო) - 8145 ჩატარებული აცრა. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ქ.თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს. პატივისცემით, გენერალური დირექტორი file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/bd00e334-1e48-4fb1-9a32-3a46d59784df.html ამირან გამყრელიძე 1/1