საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელთა უკანონო ინსტიტუტის აკრძალვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041217080730
08.12.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელთა" უკანონო
ინსტიტუტის აკრძალვის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, საქართველოს
საგადასახადო კოდექსში მიიღოთ იმდაგვარი ცვლილება, რომ აიკრძალოს პირისთვის
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/გაცემის შეჩერება. აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამდაგვარი აკრძალვის არ-არსებობის პირობებში,
შემოსავლების სამსახურმა 2021 წელს მიიო იმდაგვარი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები, რომლებმაც გადასახადის გადამხდელების მიმართ დააწესეს უჩვეულო და
მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო ინოვაცია იმის თაობაზე, რომ დღგ-ის გადამხდელად
ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან
ითვლება "არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად". ამგვარი კანონსაწინააღმდეგო
ნორმების საპირწონედ მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული თვითნებობის აღკვეთა
უშუალოდ საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანით. წინააღმდეგ შემთხვევაში
აღმასრულებელი ხელისუფლების წიაღში გაგრძელდება გადასახადის გადამხდელთა
უფლებების მასიური შელახვა, თან - "საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23
მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“
ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა
მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56 3
პრიმა მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე" ფორმალურად მითითებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, |"არაკვალიფიციური დღგ-ის
გადამხდელი"-ს ინსტიტუტი ყოვლად უკანონოა, არ არის გათვალისწინებული
საგადასახადო კოდექსით და ამგვარი "თვითშემოქმედების" აღკვეთა შესაძლებელია
მარტივად, საკანონმდებლო დონეზე ამგვარი შეზღუდვის არსებობის აკრძალვის დადგენის
მეშვეობით. საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს იმ საგადასახადო "ხაფანგის"
გაუქმებას, რომელიც თვითნებურად არის შექმნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ,
გადასახადის გადამხდელთა ქონებრივი უფლებების შელახვის და მათთვის ფინანსური
ზიანის მიყენების ერთადერთი მიზნით.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: