„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით, გარდა ამ
მუხლის „ბ1“ და „ბ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;“.
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ -„ბ4“ ქვეპუნქტები:
„ბ1) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომ - დამოკიდებული პირი) - ფიზიკური პირი,
რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან
თამაშობებზე და რომელიც შეტანილია ამ პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
დამოკიდებულ პირთა სიაში;
ბ2) დამოკიდებულ პირთა სია - აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის
მონაცემების შეტანა ხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების
სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე;
ბ3) აკრძალული პირი - პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში
(გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში.
ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:
ბ3ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციაში
დასაქმებული პირები (მათ შორის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე,
პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);
სახელმწიფო-
ბ3.ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
გათვალისწინებული მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირები;
კანონით
ბ3.გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;
ბ3.დ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საარსებო
შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი.
ბ4) აკრძალულ პირთა სია - ამ მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა მონაცემთა
ბაზა.“.
2. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71
1. დამოკიდებულ პირთა სიას და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს
მოქალაქის მონაცემების შეტანა.
2. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება:
ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს
წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის
თაობაზე;
ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის შესაბამისად.
3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 5 წლის ვადით.
4. დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს
ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან
არაუადრეს 3 წლისა ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში.
5. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ნორმატიული აქტით;
6. აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით.“.
3. მე-12 მუხლის:
პირველი პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.დ)
ინტერნეტით
მოწყობის
შემთხვევაში
–
ვებგვერდის
მისამართი,
მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე
მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი,
ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური
წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე ასაკის უცხო
ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიაში და
აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;“.
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი
ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის
წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის
ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი
ნებართვის
ნომერი,
ინფორმაცია
25
თამაშობების
წლამდე
ასაკის
ჩამონათვალი,
საქართველოს
თამაშობების
მოქალაქის
დეტალური
წესები,
18
ასაკის
ან
წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიაში და
აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;“.
5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი
ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის
წესი; საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე
ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება,
იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების
ჩამონათვალი, თამაშობების დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს
მოქალაქის ან 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის,
დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირის თამაშობაში
მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;“.
6. 29-ე მუხლის
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის
გადარიცხვა/გადატანა;“
ა.ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ და „უ2“ ქვეპუნქტები:
„უ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)
მოწყობის ადგილზე, მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში,
არ დაუშვას და არ ათამაშოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ან 18 წლამდე ასაკის
უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში და
აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირი;
უ2) აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია
მოთამაშის
ვერიფიკაციის
დღიდან
ყოველწლიურად
მოახდინოს
პირის
ხელახალი
ვერიფიკაცია.“
ა.გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1) თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა
უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“
ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ზ“, „ი“, „ი1“
„კ“, „მ“, „ჟ“, „ს“ და „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.“.
7. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე ასაკის
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და
თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და
მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების
დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი
ფიზიკური ან ელექტრონული სახით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის
შემოწმება.“.
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 -12 პუნქტები:
„11. აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირის
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის
ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ
აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.
12. დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირის შესახებ
პერსონალური მონაცემები მუშავდება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ. ამ მუხლის 11
პუნქტის მიზნებისთვის სსიპ - შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი
მოთხოვნის საფუძველზე თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის
შესახებ აწვდის ინფორმაციას მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე.“.
მუხლი 2.
იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების
შედეგად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, წარმოადგენს ამ
პირის (მოთამაშის) საკუთრებას და უბრუნდება მას (მოთამაშეს), საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3.
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2022 წლის
პირველი მარტისა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების
მიღება/გამოცემა.
მუხლი 4.
1. ეს კანონი, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს 2022 წლის პირველი
იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა სათამაშო ბიზნესის
სფეროში საზოგადოების მაღალმა საჯარო ინტერესმა. დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს
მხრიდან ისეთი აუცილებელი რეგულაციების შემოღება და ღონისძიებების გატარება,
რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვას და სოციალური
ფონის გაუმჯობესებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით აზარტული და მომგებიანი
თამაშობებში მონაწილეობის მიღებისთვის არ არსებობს თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა
დაცვის ეფექტური მექანიზმები და კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს,
რომელთაც აკრძალული უნდა ჰქონდეთ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში
მონაწილეობის მიღების უფლება. აზარტული და მომგებიანი თამაშობებში მოქალაქეთა
ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხების
სათანადოდ დარეგულირების მიზნით
საჭირო გახდა ქმედითი და გამართული სამართლებრივი ნორმების შემუშავება.
პროექტი ითვალისწინებს აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის
ასაკობრივი ზღვარის გაზრდას. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის
მოქალაქის/მოქალაქეობის
არმქონე
პირის)
თამაშში
მონაწილეობის
აკრძალვას,
დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის შექმნას. იმის გათვალისწინებით, რომ
საზოგადოების უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები თამაშს „იოლი ფულის“
მოპოვების მიზნით იწყებს, რის შედეგადაც ხდებიან აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე
დამოკიდებულნი. ვინაიდან, ისინი აღნიშნულ გარემოებებიდან გამომდინარე წარმოადგენენ
მოწყვლად ჯგუფს, სწორედ მათ სჭირდებათ სათანადო დაცვა სახელმწიფოს მხრიდან.
ასევე, დამოკიდებულ პირთა სიასთან დაკავშირებით, პირი თავისი განცხადების საფუძველზე
მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი
ხდება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში
შეტანა. ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე, კერძოდ, საბიუჯეტო
ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს (მათ შორის, “საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს
მოსამსახურეს,
კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
მოსამსახურეს, საჯარო
პირს,
პოლიტიკური
თანამდებობის პირს), „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად
ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან
ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან
თამაშობებში მონაწილეობის მიღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
ზემოთხსენებული
საკითხების
დარეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მაღალი
საჯარო ინტერესები და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა
ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. პროექტის თანახმად, კანონში აისახა თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული
პირის ცნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტება.
განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.
დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესს განისაზღვრავს საქართველოს ფინანსთა
მინისტრი ნორმატიული აქტით, ხოლო აკრძალულ პირთა სიის წარმოებს წესს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა
კანონის მე-3 მუხლში .კერძოდ, დაემატა „ბ1„, „ბ2“, „ბ3“, „ბ4“ ქვეპუნქტები, ხოლო მე-7 მუხლის
შემდეგ დაემატა 71 მუხლი.
2. პროექტით განისაზღვრა ორგანიზატორის ვალდებულება, კერძოდ 29 მუხლის „ი“
ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „ი1“ ქვეპუნქტი, რომელიც კრძალავს მოთამაშის მიერ სხვა
მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანას, ამავე მუხლს დაემატა „უ2“
ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისთვის სავალდებულო
გახდა ყოველწლიურად მოთამაშეთა ხელახალი ვერიფიკაციის განხორციელება, ასევე ამავე
მუხლს დაემატა „ქ1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორს
განესაზღვრა თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის
ვალდებულება.
3. 32-ე მუხლის პირველ პუნქტში განხორცილებული ცვლილებით გაიზარდა ასაკობრივი
ზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველა სახის აზარტულ ან/და მომგებიან
თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობისთვის, ნაცვლად 18 წლისა,
დაშვების
ასაკი
განისაზღვრა
25
წლით,
ასევე
აიკრძალა
18
წლამდე
ასაკის
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და
თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და
მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. ასევე, პროექტის თანახმად, 32-ე მუხლს ემატება 11
პუნქტი, რომლითაც იკრძალება დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში
შეტანილი პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.
ამასთან, დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირის შესახებ
პერსონალური მონაცემები მუშავდება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ. ამ მუხლის 11
პუნქტის მიზნებისთვის სსიპ - შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი
მოთხოვნის საფუძველზე თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის
შესახებ აწვდის ინფორმაციას მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე. .
4. კანონპროექტის მე-2 მუხლით განისაზღვრება, რომ იმ პირის სათამაშო ანგარიშზე
განთავსებული თანხები, რომელსაც კანონის ამოქმედების შედეგად ეზღუდება აზარტულ
ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, წარმოადგენს ამ პირის (მოთამაშის) საკუთრებას
და უბრუნდება მას (მოთამაშეს), საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესის შესაბამისად. აღნიშნული რეგულაციით, უზრუნველყოფილი იქნება მოთამაშეთა
საკუთრების უფლების დაცვა იმ თანხებზე, რომლებიც განთავსებულია მათ სათამაშო
ანგარიშებზე და კანონის ამოქმედების შედეგად ვეღარ შეძლებენ თამაშობაში მონაწილეობის
მიღებას,
შესაბამისად
კანონპროექტი
ითვალისწინებს
სამართლებრივ
გარანტიებს,
მოთამაშეების მიერ ამ თანხების დასაბრუნებლად.
პროექტი ითვალისწინებს ასევე ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებებს კანონის
მე-12, მე-19 და მე-20-ე მუხლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტზე, რადგან იგი არ არის
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღია 2022 წლის პირველი მარტი, გამომდინარე იქედან,
რომ კანონის მიზნის აღსასრულებლად საჭიროა შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტების გამოცემა. ამასთანავე კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა
გამოწვეულია
მაღალი
საჯარო
ინტერესებიდან გამომდინარე. მკვეთრად გაზრდილმა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში
მოქალაქეთა ჩართულობამ და თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სოციალური
მდგომარეობის გაუარესებამ, მნიშვნელოვანი გახადა სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი
რეგულაციების შემოღება და იმ საფრთხეების გადაჭრა, რომლებიც აზარტული და მომგებიანი
თამაშობებიდან
გამომდინარეობს
და
ხელს
უწყობს
საქართველოს
მოსახლეობის
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. სწორედ წარმოდგენილი პროექტის მიღება და
სათანადოდ
დარეგულირებულ
სამართლებრივ
ნორმებში
მოქცევა
უზრუნველყოფს საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვას, ქვეყანაში სოციალური ფონის
გაუმჯობესებას, თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა დაცვას, რაც მეტად მნიშვნელოვანს ხდის
კანონპროექტების დაჩქარებულ ვადებში განხილვის აუცილებლობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
შემოსავლების სამსახურის მიერ, დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის წარმოებისთვის
საჭირო პროგრამული მხარდაჭერა განხორციელდება შემოსავლების სამსახურის არსებული
რესურსით და დამატებითი სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით, დაახლოებით 1 000 000 ფიზიკურ პირს აეკრძალება აზარტულ და
მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის დაახლოებით 50 მლნ. ლარით შემცირებას, რაც თავის მხრივ დაკომპესირდება
საგადასახადო
კოდექსში
საგადასახადო
ტვირთის
განსახორციელებელი
გაზრდით
გამოწვეული
ცვლილებით
ფისკალური
გათვალისწინებული
შედეგებით,
კერძოდ:
შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მოქმედი
კანონმდებლობის შენარჩუნების შემთხვევაში, აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში,
მოგების გადასახადში 2022 წლის ბიუჯეტის
სავარაუდო შემოსავალი შეადგენს 175 მლნ. ლარს.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,
ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო
შემოსავლები
აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებიდან, მოგების
გადასახადში შეადგენს 127 მლნ. ლარს, ხოლო თანხის გატანის გადასახადიდან - 98 მლნ ლარს.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში 2022 წლის
ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი აღნიშნული სფეროდან , ჯამურად შეადგენს 225 მლნ.
ლარს, რაც შემცირდება დაახლოებით 50 მლნ. ლარით, ასაკობრივ ზღვართან, აკრძალულ და
დამოკიდებულ პირთა მიმართებაში კანონში განსახორციელებელი ცვლილებების
გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული სოციუმისთვის აზარტულ ან/და მომგებიან
თამაშობებში მონაწილეობის აკრძალვა გამოიწვევს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული
თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში ჯამურად განისაზღვრება
დაახლოებით 175 მლნ. ლარით.
ამასთანავე, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მიერ სულ ბიუჯეტში გადახდილი თანხა
(მოსაკრებლები, გადასახადები) შეადგენს წლების მიხედვით შეადგენს: 2017 წელს 332,092,506 ლარი, 2018 წელს - 393,195,562 ლარი, 2019 წელს - 420,341,765 ლარი, 2020 წელს 241,429,051 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
შემოსავლების სამსახურის მიერ, დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის წარმოებისთვის
საჭირო პროგრამული მხარდაჭერა განხორციელდება შემოსავლების სამსახურის არსებული
რესურსით და დამატებითი სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით დაახლოებით 1 000 000 ფიზიკურ პირს აეკრძალება აზარტულ და
მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება, რაც აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.
ამასთან, ვინაიდან შემცირდება მოთამაშეთა რაოდენობა, კანონპროექტის მიღება გავლენას
იქონიებს ნებართვის მქონე ბიზნეს სუბიექტებზე.
„ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №41 ბრძანების მე-4 მუხლის „გ“
ქვეპუნქტის თანახმად, ოპერატორი ვალდებულია, არ დაუშვას მოთამაშეებს შორის სათამაშო
ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის გვერდის
ავლით. აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე, მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო
ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ
შეზღუდულია, შესაბამისად აღნიშნული შეზღუდვა არ მოახდენს გავლენას მოთამაშეებზე.
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და
ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №43
ბრძანებით განსაზღვრულია რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის
საფუძვლები. ხელახალი ვერიფიკაცია არ ავალდებულებს ორგანიზატორს ხელახლა
მოახდინოს მოთამაშის რეგისტრაცია, შესაბამისად აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული
ვერიფიკაციის წესები (ა) ვებგვერდზე მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით საჭიროა
წარმოდგენილ იქნეს მოთამაშის ფოტოსურათი, გადაღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად, სადაც გარკვევით იკითხება დოკუმენტის
საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჩანს ფოტოსურათი და მოთამაშის სახე; ბ) ვიდეო ზარის
მეშვეობით. ვიდეო ზარის მეშვეობით მიღებული გამოსახულება პირის იდენტიფიკაციის
შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს; გ) მოთამაშესთან უშუალო კონტაქტის გზით, რა დროსაც
ოპერატორი პირისპირ მოახდენს მის ვერიფიკაციას; ე) ტექნოლოგიური გადაწყვეტით,
რომელიც
იყენებს
ბიომეტრიულ
მონაცემებს
გადაღებულ
ფოტოსურათსა
და
საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე
გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად) არ საჭიროებს ორგანიზატორების მხრიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, დღეის მდომარეობით ორგანიზატორი ვალდებულია პირის აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა
უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა
და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად
გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით
ორგანიზატორის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის შესაბამისად შესულ პირთა შესახებ
ინფორმაციის აღრიცხვისთვის სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნება
სავალდებულო, რაც არ გამოიწვევს ორგანიზატორების ხარჯების გაზრდას.
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და
ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №43 ბრძანება
ავალდებულებს ორგანიზატორს მოახდინოს პირის რეგისტრაცია, რა დროსაც
სავალდებულოა მიეთითოს/მოპოვებულ იქნეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა)
მოთამაშის სახელი და გვარი; ბ) მოთამაშის დაბადების თარიღი; გ) მოთამაშის პირადი ნომერი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა
და ა.შ. შესაბამისად, დღეს არსებული რეგულაციებითაც ორგანიზატორს მის მიერ
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მარტივად, ყოველგვარი ხარჯების გაზრდის გარეშე
შეუძლია რეგისტრაციის მსურველი პირის ასაკის შემოწმება.
სსიპ - შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე,
მიაწვდის თამაშობაში მონაწილეობის მსურველი პირის თამაშობის მოწყობის ადგილას
დაშვებისა და თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას, ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში. შესაბამისად, მუდმივად განახლებული ბაზა ექნება მხოლოდ
შემოსავლების სამსახურს, საიდანაც ინფორმაციას პირის თამაშობაში მონაწილეობის
სურვილის შემთხვევაში ელექტრონული სერვისის საშუალებით მიაწვდის თამაშობის
ორგანიზატორს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შესაძლებელია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.