საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წესდებით განსაზღვრული საფუძვლით, კერძოდ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიერ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ფუნქციონირების შეწყვეტის (გაუქმების) თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-15801/21
10-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპარლამენტო
პოლიტიკური
ჯგუფის
„ლელო
პარტნიორობა
საქართველოსთვის“ მიერ, 2021 წლის 8 დეკემბრის წერილით (N 2-15670/21)
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა
„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ შეწყვიტა ფუნქციონირება (გაუქმდა).
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომის ოქმი N 2, 2021 წლის 8 დეკემბერს
გაიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ სხდომა. სხდომის დღის წესრიგის თანახმად, განხილულ იქნა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
ფუნქციონირების შეწყვეტის (გაუქმების) საკითხი. საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხდომაზე ერთხმად
გადაწყდა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ლელო - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ შეწყვიტოს ფუნქციონირება (გაუქმდეს).
აღნიშნულის
გათვალისწინებით
გაცნობებთ,
რომ
საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის წესდებით განსაზღვრული საფუძვლით, კერძოდ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიერ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
ფუნქციონირების შეწყვეტის (გაუქმების) თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან გაუქმებულად ითვლება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
პოლიტიკური ჯგუფი
„ლელო - პარტნიორობა
საქართველოსთვის“
2-15670/21
08-12-2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ კახაბერ კუჭავას
მოგახსენებთ, რომ 2021 წლის 8 დეკემბერს შედგა საპარალემნტო
პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომა.
დღის წესრიგით განსაზღვრული იყო ერთადერთი საკითხის განხილვა:
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
გაუქმება. განხილვაში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
სამივე წევრმა და ისინი დაეთანხმნენ განსახილველ საკითხს წესდების მე-2 მუხლის
1-ლი პუნქტის შესაბამისად.
გთხოვთ, განახორციელოთ
განსაზღვრული პროცედურები.
საქართველოს
პარლამენტის
პატივისცემით,
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკური ჯგუფის წევრი
ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკური ჯგუფის წევრი
დავით უსუფაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
რეგლამენტით
დანართი
პოლიტიკური ჯგუფი
„ლელო - პარტნიორობა
საქართველოსთვის“
2-15679/21
08-12-2021
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
“ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
სხდომის ოქმი N2
2021 წლის 8 დეკემბერს მოწვეულ იქნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომა.
დღის წესრიგი: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა
საქართველოსთვის“ ფუნქციონირების შეწყვეტა (გაუქმება) საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის წესდების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
სხდომის თავმჯდომარე: ბადრი ჯაფარიძე
სხდომას ესწრებოდნენ: ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი.
დღის წესრიგი დამტკიცდა ერთხმად.
სხდომამ ერთხმად დაადგინა: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წესდების მე-2 მუხლის
1-ლი პუნქტის შესაბამისად შეწყვიტოს ფუნქციონირება (გაუქმდეს) საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის.“
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკური ჯგუფის წევრი
დავით უსუფაშვილი
პოლიტიკური ჯგუფის წევრი
ანა ნაცვლიშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge