„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ზარქუა, ირაკლი (დაჩი) ბერაია
ნომერი
#07-3/136/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“ ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისათვის დადგენილისა) მოსაკრებელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ აქამდე არსებული „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი საერთო-სახელმწიფოებრივ მოსაკრებლებში არ ითვალისწინებდა ლატარიის მოსაკრებელს. ლატარიის ინდუსტრიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის, გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ლატარიის მოსაკრებელთან დაკავშირებული საკითხების იმგვარი მოწესრიგება, რომელიც ხელს არ შეუშლის და არ დააბრკოლებს ამ სექტორის განვითარებას. კონკრეტულად, ეს კანონი ითვალისწინებდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნებას, თუმცა არ იყო ცალკე მითითება ლატარიის მოწყობისათვის მოსაკრებელთან დაკავშირებით. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსაკრებელია, ლატარია, კი - საერთო-სახელმწიფოებრივი, რადგანაც განსხვავებით სხვა თამაშობებისგან, ლატარია ტარდება ცენტრალიზებული სისტემით, კერძოდ, მას ატარებს ექსკლუზიური უფლებამოსილებით აღჭურვილი ტენდერში გამარჯვებული ერთი სუბიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი უფლებამოსილი პირი ლატარიის მოწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ე.წ გადასახდელს, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს მოსაკრებელს, რომლის ოდენობაც დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მიხედვით კი მოსაკრებელი უნდა განისაზღვროს კანონის საფუძველზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია არსებული საკანონმდებლო ხარვეზი გასწორდეს და ზემოაღნიშნული „გადასახდელი“ არსებული საპროცენტო განაკვეთის სახით განისაზღვროს როგორც მოსაკრებელი სხვა მოსაკრებლების მსგავსად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია არსებული პრობლემის გადასაჭრელად, ვინაიდან, სწორედ „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით არის რეგულირებული მოსაკრებელთა სახეები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სწორედ კანონში ცვლილების შედეგად არის შესაძლებელი ლატარიის მოსაკრებლის საერთოსახელმწიფოებრივ მოსაკრებლად განსაზღვრა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ლატარიის მოსაკრებლის, როგორც საერთო-სახელმწიფოებრივ მოსაკრებლად, განსაზღვრა მოახდენს მის საკანონმდებლო სისტემატიზაციასა და რეგულირებას. ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ამ მიმართულების, ლატარიის ინდუსტრიის, განვითარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ლატარიის მოსაკრებლის, როგორც საერთოსახელმწიფოებრივ მოსაკრებლად, განსაზღვრას. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში განხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი დარჩება ადგილობრივ მოსაკრებად, ხოლო მისი ერთ-ერთი სახეობის, კერძოდ ლატარიის, მოწყობისთვის დადგენილი მოსაკრებელი გახდება საერთო-სახელმწიფოებრივი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის პირველი იანვრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით ინიცირებული ცვლილების დროული იმპლემენტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლატარიის ინდუსტრიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წინამდებარე კანონპროექტის მიღებას არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ ცვლილებებს ექნება გავლენა შესაბამისი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც წარმოდგენილია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამის ქვეპუნქტებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წინამდებარე კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ ცვლილებებს ექნება გავლენა ზემოაღნიშნულ პირებზე, რაც წარმოდგენილია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამის ქვეპუნქტებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს ახალ გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ.1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი ზარქუა, ირაკლი (დაჩი) ბერაია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ირაკლი ზარქუა, ირაკლი (დაჩი) ბერაია