„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით.“.
2. მე-9 მუხლის 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:
„12. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII22
საქმეებზე.“.
თავით გათვალისწინებულ
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII22 თავი:
„თავი VII22
ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით
მუხლი 2185. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
დამოკიდებულ პირთა სია - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სია.
დამოკიდებული პირი - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი.
ოჯახის წევრი - დამოკიდებული პირის მშობელი, მეუღლე, შვილი, ან მასთან მუდმივად
მცხოვრები პირი.
მუხლი 2186. სასამართლოსთვის მიმართვა
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დამოკიდებულ
პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებით.
2. აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების
შეტანის შესახებ განცხადება განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
მუხლი 2187. სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა
1.
განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ
განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე,
პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.
განცხადება დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ
მოსამართლეს (სასამართლოს) წარედგინება წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:
ა)
განცხადების
წარმდგენი
პირის
საიდენტიფიკაციო
მონაცემებს
(სახელი,
გვარი,
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ
შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ბ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი,
გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი,
ტელეფონის ნომერი, მათ შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი);
გ) ცნობებს განცხადების წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის
ურთიერთკავშირის შესახებ;
დ) კონკრეტულ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის
მოთხოვნას;
ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს
მითითებულ გარემოებებს;
რომლებიც
ადასტურებენ
განმცხადებლის
მიერ
ვ) მოთხოვნას პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ;
ზ) განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას;
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასალები თან
უნდა დაერთოს განცხადებას.
4.
მოსამართლე, განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს მას და
გამოსცემს ბრძანებას პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ, ან
ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5.
მოსამართლე უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის
შესახებაც, განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების
წარმდგენ პირს და იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება და მათ უგზავნის
შესაბამის საქმის მასალებს.
6.
თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული
გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით.
მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების
განხილვას.
7.
პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის
განმავლობაში,
წერილობით
წარუდგინოს
სასამართლოს
თავისი
მოსაზრებები
და
მტკიცებულებები.
8.
მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად
მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაკითხოს ნებისმიერი
პირი,
მხარეებს
მიმართოს
წინადადებით,
წარმოადგინონ
საჭირო
დოკუმენტები,
მტკიცებულებები. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გამოითხოვოს
საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.
9.
მოსამართლე უფლებამოსილია, მხარის ან საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს
დახურულ სასამართლო სხდომაზე.
10.
სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს.
11.
განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს საქმის
ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის ითვალისწინებს: დამოკიდებული პირის
დამოკიდებულების სიმძიმეს; ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.
12.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით
მიღებულ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის სახელი და გვარი;
გ) განცხადების წარმდგენი პირის სახელი, გვარი;
დ)დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის სახელი, გვარი;
ე) გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას;
ვ) განკარგულება
პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ, ან
გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ზ)
გაფრთხილება,
ბრძანების
აღუსრულებლობის
შემთხვევაში,
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
თ) ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი;
ი) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
13.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით
მიღებული მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის
შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
14.
მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი
ეგზავნება განცხადების წარმდგენს, მეორე - დამოკიდებულ პირს, მესამე - საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება
სასამართლოში.
მუხლი 2188. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება
დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის საკითხთან
დაკავშირებით მიღებული მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში,
ბრძანების გამოცხადებიდან ან მხარისთვის მისი გადაცემიდან 3 დღის ვადაში. საჩივარი
შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან
ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
1.
საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს
საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება
საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლის 2189 დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის მონაცემების ვადაზე ადრე
ამოღების წესი
1.
„ლატარიების,
აზარტული
და
მომგებიანი
თამაშობების
მოწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-71 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოკიდებული პირი
უფლებამოსილია ამ კოდექსის 2187 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიმართოს
ბრძანების გამომცემ სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიიდან მისი მონაცემის ამოღების
მოთხოვნით.
2.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების განხილვა წარმოებს
ამ თავით გათვალისწინებული წესების დაცვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტიდან გამომდინარე და ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კერძოდ, პროექტი მიზანს წარმოადგენს აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე
დამოკიდებულ
პირთა
სიაში
პირის
მონაცემების
შეტანასთან
დაკავშირებულ
ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცედურის დარეგულირებას. აღნიშნული
ცვლილება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ კანონპროექტით, რომლითაც განისაზღვრება აზარტულ და მომგებიან
თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც შეტანილი იქნება პირების მონაცემები,
რომლებიც მოსამართლის ბრძანების საფუძველზე არ დაიშვებიან სხვადასხვა აზარტული და
მომგებიანი თამაშობების (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმითაც) სათამაშოდ.
აქედან გამომდინარე საჭიროა მკაფიო და დეტალური რეგულაციების შემუშავება, რომელიც
მოაწესრიგებს აღნიშნულ სიაში პირის მონაცემების
ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხს.
შეტანასთან
დაკავშირებით
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის
მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების პროცედურული
უზრუნველყოფიდან გამომდინარე. ხსენებული უზრუნველყოფა მოიაზრებს, სასამართლო
ბრძანების საფუძველზე, პრევენციული სახის ღონისძიების განხორციელებას პირის მიმართ,
ასევე იქმნება მარტივი და ეფექტური ფორმა საქართველოს მოქალაქის ინტერესების
დაცვისთვის (ოჯახის წევრისთვის), რომელსაც ზიანი ადგება პირის მიერ თამაშობებში
მონაწილეობით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მაღალი
საჯარო ინტერესები და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა
ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კანონპროექტის შესაბამისად კანონის მე-6 მუხლს ემატება „ი“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად მაგისტრატი მოსამართლეების განსჯად საქმეებს ემატება საქმეები დამოკიდებულ
პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით.
2. კანონის მე-9 მუხლის 11 ნაწილის შემდეგ ემატება 12 ნაწილი, რომლითაც დგინდება, რომ
სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება კოდექსის VII22 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე,
რომელიც რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ ან/და მომგებიან
თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით.
3. კოდექსს ემატება ახალი VII22 თავი - ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ
ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან
დაკავშირებით.
კერძოდ, განისაზღვრება, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ოჯახის წევრს უფლება აქვს
განცხადებით მიმართოს სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების
შეტანის შესახებ. ოჯახის წევრი განიმარტება, როგორც დამოკიდებული პირის მშობელი,
მეუღლე, შვილი, ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.
განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განიხილავს
მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, პირის
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადების წარდგენა ხდება წერილობითი ფორმით და
იგი უნდა შეიცავდეს: განცხადების წარმდგენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი,
გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის
ნომერი, მათ შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი); დამოკიდებულ
პირთა სიაში შესაყვანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი,
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ
შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი); ცნობებს განცხადების
წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის ურთიერთკავშირის
შესახებ; კონკრეტულ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს
თავის მოთხოვნას; მტკიცებულებათა ჩამონათვალს რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის
მიერ მითითებულ გარემოებებს; მოთხოვნას პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში
შეტანის შესახებ და განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას.
მოსამართლე, განცხადებას განიხილავს წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და გამოსცემს
ბრძანებას პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ, ან ბრძანებას
განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლე უფლებამოსილია
განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც, განცხადების წარდგენიდან
არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირს და იმ პირს, რომლის
მიმართაც შეტანილია განცხადება და მათ უგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. თუ
მოსამართლე ჩათვლის, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული გარემოებების
გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით. მხარეთა
გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვას.
პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში,
წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.
მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად მხარის
შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაკითხოს ნებისმიერი პირი,
მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები, მტკიცებულებები.
მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გამოითხოვოს საქმის განხილვისთვის
საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები. მოსამართლე უფლებამოსილია, მხარის ან
საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე. სასამართლო
პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს.
განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს
საქმის
ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის ითვალისწინებს: დამოკიდებული პირის
დამოკიდებულების სიმძიმეს; ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით
მიღებულ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
მოსამართლის სახელი
და
გვარი;
განცხადების
წარმდგენი
პირის სახელი,
გვარი;
დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის სახელი, გვარი; გარემოებები, რომელიც
საფუძვლად
დაედო
გადაწყვეტილების
მიღებას;
განკარგულება
პირის
მონაცემების
დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ, ან გადაწყვეტილება განცხადების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გაფრთხილება, ბრძანების აღუსრულებლობის
შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
შესახებ; ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით
მიღებული მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის
შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება
დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება განცხადების წარმდგენს,
მეორე - დამოკიდებულ პირს, მესამე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ
შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.
დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის საკითხთან
დაკავშირებით მიღებული მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში,
ბრძანების გამოცხადებიდან ან მხარისთვის მისი გადაცემიდან 3 დღის ვადაში. საჩივარი
შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან
ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო
სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ამასთან, განისაზღვრება, რომ „ლატარიების, აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე დამოკიდებულ პირს შეუძლია მიმართოს ბრძანების
გამომცემ
სასამართლოს
დამოკიდებულ
პირთა
სიიდან
მისი
მონაცემის
ამოღების
მოთხოვნით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტზე, რადგან იგი არ არის
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღია 2022 წლის პირველი მარტი, რომელიც შეესაბამება
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებას. აღნიშნული
ვადა
საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, თამაშდამოკიდებული პირებისათვის,
სასამართლო სისტემისათვის, რათა მათ სრულყოფილად განხორციელდეს მიღებული
ცვლილების გაანალიზება და შემდგომ მათი განხორციელება. ამასთანავე, კანონის პროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი
დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გამოწვეულია „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საერთო სასამართლოების ბიუჯეტზე. საერთო
სასამართლოებს
მოუწევთ
ახალი
სამართლებრივი
დავის
განხილვა,
რომელიც
თავისუფლდება
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდისგან.
აღნიშნული
საქმეების
განხილვა
განხორციელდება არსებული ასიგნებების ფარგლებში. კონკრეტულად თუ რამდენი ადამიანი
მიმართავს პროექტით გათვალისწინებული
წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
განცხადებით სასამართლოს, აღნიშნულის
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
საერთო სასამართლოებს მიერ საქმეების განხილვა განხორციელდება არსებული ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ პირთა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას, რომლებიც
მიმართავენ სასამართლოს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა
სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1.) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შესაძლებელია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს..
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.