„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12,
14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით,
ხოლო
რეკლამისადმი
ზოგადი
მოთხოვნები,
ალკოჰოლიანი სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის,
თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის,
აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის
ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და
ბინგოს ორგანიზატორის, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების,
იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების,
განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები
რეგულირდება ამ კანონით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:
„მუხლი 83. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული
თამაშობის
ორგანიზატორის,
ტოტალიზატორის
ორგანიზატორის,
ლოტოს
ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება და აბრის
განთავსება
1. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის
ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და
ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის,
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელით,
გავრცელება
დაუშვებელია,
გარდა
იმ
შემთხვევისა, თუ:
ა) აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც
დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული
ტოტალიზატორის მოწყობა;
ფორმით
ბ)
ხორციელდება
აღნიშნული
სპორტული
რეკლამის
შეჯიბრების
გავრცელება
ჩატარების
ადგილზე
აზარტული
ან/და
თამაშობის
ან/და
სპორტული
ღონისძიების,
სპორტული
ორგანიზაციის
საქმიანობის ადგილზე და აღნიშნული წარმოადგენს მათი საქმიანობის სპონსორობის
სანაცვლო პირობას;
გ) აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია
აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა, ამასთანავე, ამ
რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იგი აზარტული
თამაშობის,
ტოტალიზატორის,
ლოტოს,
ბინგოს,
აზარტული
თამაშობის,
ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის,
ტოტალიზატორის
ორგანიზატორის,
ლოტოს
ორგანიზატორის
და
ბინგოს
ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე.
დ) აღნიშნული რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ
აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
2. დაუშვებელია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული
თამაშობის
ორგანიზატორის,
ტოტალიზატორის
ორგანიზატორის,
ლოტოს
ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე
მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრა 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის
საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელება ნებადართულია მხოლოდ
ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიების ან/და სპორტული შეჯიბრების
გამართვის/ჩატარების ადგილის (ობიექტის) შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსების
გზით ან/და მოთამაშეთა (სპორტულ ღონისძიებაში/შეჯიბრებაში მონაწილეთა)
უნიფორმაზე განთავსების გზით.
4. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის საფუძველზე ჩასატარებელი
გათამაშების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება დაუშვებელია, თუ წამახალისებელი გათამაშების
მოწყობის
ნებართვა
გაცემულია
აზარტული
თამაშობის
ორგანიზატორზე,
ტოტალიზატორის
ორგანიზატორზე,
ლოტოს
ორგანიზატორზე
ან/და
ბინგოს
ორგანიზატორზე. გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც
დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და
ტოტალიზატორის მოწყობა;
ბ)
აღნიშნული
რეკლამა
ვრცელდება
მხოლოდ
აზარტული
თამაშობის
მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის
ობიექტის შიდა პერიმეტრზე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სათამაშო ბიზნესის სფეროში ადგილი აქვს ისეთ მასშტაბურ რეკლამირებას, რომლის
მიზანს წარმოადგენს სულ უფრო მეტი ადამიანი ჩართოს აზარტულ თამაშებში.
აღნიშნული სიტუაციით განსაკუთრებით ზიანდება მოზარდი და ახალგაზრდა თაობა.
აღნიშნული
საკითხის
დარეგულირების
მიზნით
განვითარებული
ქვეყნების
უმრავლესობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. მათ შორის აღსანიშნავია აზარტული
თამაშობების ან/და ტოტალიზატორის შესახებ რეკლამის შეზღუდვის საკითხი, კერძოდ:
ლატვიის „აზარტული თამაშობების შესახებ კანონის“ თანახმად, ქვეყანაში აკრძალულია
აზარტული თამაშობების რეკლამა, სათამაშო დაწესებულებების გარეთ.
ლიტვის „აზარტული თამაშობების შესახებ“ კანონის თანახმად, ლიტვაში აკრძალულია
აზარტული თამაშობების რეკლამა, გარდა უშუალოდ თამაშების ორგანიზატორი
ფირმის, სამორინეს, ბინგოს სალონების და სხვა სათამაშო დაწესებულებების
ტერიტორიაზე.
ესტონეთის „რეკლამის შესახებ კანონის“ თანახმად, აზარტული თამაშობების და
აზარტული თამაშობების გასამართი ადგილების რეკლამა აკრძალულია. დაშვებულია
რეკლამა უშუალოდ აზარტული თამაშობების გასამართ ადგილებში.
შეიძლება შეიცავდეს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის მოწოდებას.
რეკლამა არ
ბულგარეთში „აზარტული თამაშობების რეკლამის“ თანახმად, აკრძალულია აზარტული
თამაშობების
პირდაპირი
არასრულწლოვანთა მიმართ.
რეკლამა,
განსაკუთრებით,
თუ
ის
მიმართულია
საზოგადოებრივ ადგილებში აზარტული თამაშობების რეკლამა, შესაძლებელია, თუ
რეკლამა ეხება თამაშობების მომწყობი ორგანიზაციის რეგისტრირებული სავაჭრო
ნიშანის დასახელებას.
დიდ ბრიტანეთში აზარტული თამაშების რეკლამა სამაუწყებლო მედიით აკრძალულია,
გარდა ინტერაქტიული და დამატებითი სატელევიზიო მომსახურების სერვისებისა
(ტელეტექსტი). სატელევიზიო რეკლამა დაშვებულია მხოლოდ ლატარიებისთვის, მათ
შორის ეროვნული ლატარეისთვის.
ბულგარეთში „აზარტული თამაშობების შესახებ“ კანონი კრძალავს პირდაპირ რეკლამას
(პირდაპირი რეკლამირებისას შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მომხმარებელს თამაშის
შედეგად შეუძლია გადაჭრას პირადი და ფინანსური პრობლემები, ასევე მიაღწიოს
ფინანსურ კეთილდღეობას), მათ შორის არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილს, ასევე
არა მოთხოვნილი ელექტრონული წერილების გაგზავნას განუსაზღვრელი რაოდენობის
პირთათვის, რომლებიც შეიცავენ აზარტული თამაშობების შესახებ ინფორმაციას.
ირლანდიაში აზარტული თამაშობების რეკლამა არასდროს არ უნდა იყოს მიმართული
ბავშვებისკენ და მოზარდებისკენ; ის არ უნდა ასოცირდებოდეს ახალგაზრდული
ცხოვრების სტილთან; რეკლამაში არ უნდა მონაწილეობდნენ ცნობილი სახეები,
რომლებიც ახალგაზრდების კერპები არიან; რეკლამაში არ უნდა იყოს ნაჩვენები, რომ
აზარტული თამაშობების ფინანსური პრობლემების მოგვარების გზაა.
იტალიაში აკრძალულია ისეთი რეკლამა მასმედიის ნებისმიერი საშუალებით, რომელიც
იწვევს პირის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის წახალისებას ან სადაც არაა
ინფორმაცია თამაშის რისკებთან დაკავშირებით.
გასათვალისწინებელია
ისიც,
რომ
საქართველოს
კანონმდებლობით
არ
არის
შეზღუდული ამგვარი თამაშობების რეკლამის გავრცელება და იგი თანაბრად
ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ტიპის
თამაშობების მიმართ დამოკიდებულების რისკს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში.
შესაბამისად, აუცილებელია ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და იმ
საფრთხეების
გადაჭრა,
რომლებიც
აზარტული
თამაშობებიდან
და
ტოტალიზატორიდან გამომდინარეობს და ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის
მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს
მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის
გავრცელების წესის ახლებურად რეგულირება (გავრცელების შეზღუდვა) სწორედ
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით უნდა
განხორციელდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შემთხვევაში
შეიზღუდება
აზარტული
თამაშობის,
ტოტალიზატორის,
ლოტოს,
ბინგოს,
აზარტული
თამაშობის
მოწყობის
ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის
ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმადაც, კანონის მოქმედების სფეროში ექცევა
აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის
მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს
მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამასთან
დაკავშირებული საკითხები.
კანონს ემატება 83 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული თამაშობის,
ტოტალიზატორის,
ლოტოს,
ბინგოს,
აზარტული
თამაშობის
მოწყობის
ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის
ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის საკითხს.
კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული თამაშობის,
ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის
ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე
დაშვებულია
განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
აზარტული
თამაშობის,
ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის,
ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და
ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის მოწყობა;
აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების
ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა;
აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია
აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა, ამასთანავე, ამ რეკლამის
განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იგი აზარტული
თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის
ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის
ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა
აღნიშნულ ობიექტზე.
ასევე რეკლამა დასაშვებია ნებისმიერი ფორმით, საერთაშორისო მიმოსვლისთვის
გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
ამავე მუხლით, დაუშვებელი იქნება იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა ან/და
ტოტალიზატორი ეწყობა, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს,
აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის
ორგანიზატორის,
ლოტოს
მოწყობის
ორგანიზატორის
და
ბინგოს
მოწყობის
ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და
რომ ასეთ აბრას 10 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი ჰქონდეს.
ასევე რეკლამის გავრცელების დაშვება სპორტული ღონისძიების, სპორტული
შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო
პირობასთან მიმართებაში დაზუსტა რეკლამის გავრცელების ნებადართული ფორმა.
კერძოდ, რეკლამის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ ვიზუალური ფორმით,
სპორტული ღონისძიების ან/და სპორტული შეჯიბრების გამართვის/ჩატარების
ადგილის (ობიექტის) შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსების გზით ან/და მოთამაშეთა
(სპორტულ ღონისძიებაში/შეჯიბრებაში მონაწილეთა) უნიფორმაზე განთავსების
გზით.
ამავე მუხლს ემატება მეოთხე პუნქტი, რომლის მიხედვით წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის ნებართვით ჩასატარებელი გათამაშების შესახებ რეკლამის
რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით,
გავრცელება დაუშვებელია, თუ წამახალისებელი გათამაშების ნებართვა გაცემულია
აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორზე, ტოტალიზატორის მოწყობის
ორგანიზატორზე, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორზე ან/და ბინგოს მოწყობის
ორგანიზატორზე. გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც
დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და
ტოტალიზატორის
აზარტული
მოწყობა.
თამაშობის
ასევე, აღნიშნული
მოწყობის,
რეკლამა ვრცელდება მხოლოდ
ტოტალიზატორის
მოწყობის,
ლოტოს
მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტზე, რადგან იგი არ
არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების ვადაა გამოქვეყნებიდან 30-ე დღე, ვინაიდან რეკლამის
დამკვეთებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა უკვე დადებული სარეკლამო
ხელშეკრულების ცვლილების/გაუქმების და შესაბამისად განთავსებული რეკლამების
დემონტაჟისთვის. ამასთანავე, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გამოწვეულია მაღალი საჯარო
ინტერესებიდან გამომდინარე. მკვეთრად გაზრდილმა აზარტულ და მომგებიან
თამაშობებში მოქალაქეთა ჩართულობამ და თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა
სოციალური მდგომარეობის გაუარესებამ, მნიშვნელოვანი გახადა სახელმწიფოს
მხრიდან აუცილებელი რეგულაციების შემოღება და იმ საფრთხეების გადაჭრა,
რომლებიც აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარეობს და ხელს
უწყობს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.
სწორედ წარმოდგენილი პროექტის მიღება და სათანადოდ დარეგულირებულ
სამართლებრივ
ნორმებში
მოქცევა
უზრუნველყოფს
საზოგადოების
საჯარო
ინტერესების დაცვას, ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას, თამაშობებზე
დამოკიდებულ პირთა დაცვას, რაც მეტად მნიშვნელოვანს ხდის კანონპროექტების
დაჩქარებულ ვადებში განხილვის აუცილებლობას.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
ელ.
ანგარიშ-ფაქტურებით
იდენტიფიცირებული
ინფორმაციის
საფუძველზე,
სარეკლამო მომსახურების ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით 2021 წელს შეადგინა
დაახლოებით 27 მლნ ლარი. გადასახადის წყაროსთან დაბეგრილი Facebook-ის
მომსახურების თანხებმა შეადგინა 2,5 მლნ ლარი, სულ ჯამში 29,5 მლნ ლარი.
აღნიშნულიდან რა თანხა იქნება ბიუჯეტის ფისკალური დანაკარგი წინასწარ
განსაზღვრა შეუძლებელია, ვინიდან ის დამოკიდებულია საწარმოთა ფინანსურ
მოგებაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას როგორც ორგანიზატორებზე, ასევე
რეკლამის მწარმოებელზე/გამავრცელებელზე.
ელ. ანგარიშ-ფაქტურებით იდენტიფიცირებული ინფორმაციის საფუძველზე,
სარეკლამო მომსახურების ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით 2021 წელს შეადგინა
დაახლოებით 27 მლნ ლარი. გადასახადის წყაროსთან დაბეგრილი Facebook-ის
მომსახურების თანხებმა შეადგინა 2,5 მლნ ლარი, სულ ჯამში 29,5 მლნ ლარი.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1.) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შესაძლებელია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა)
კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
განხილული იქნა რეკლამის სფეროში სხვა ქვეყნების კანონმდებლობის გამოცდილება ამ
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.
ვ)კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.