„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია
ნომერი
#07-3/137/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1585 მუხლი: „მუხლი 1585. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა 1. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ვალდებულია, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 კვირის ვადაში თავისი ხარჯით უზრუნველყოს იმ წესის/იმ წესების დაცვა, რომლის/რომელთა დარღვევის გამო მას ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელი დაედო.“. 2. 1761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1761. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან/და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას ან/და (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით)/თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება 1. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ მონაწილეობისთვის დაშვება - ან/და მომგებიან თამაშობაში) ან/და თამაშობაში გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“. 3. 1764 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1765 მუხლი: „მუხლი 1765. დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა 1. დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“. 4. 2093-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.ამ კოდექსის 465, 466, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072–1074 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523– 1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583, 1584, 1585, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1511, 1512, 1523−1529, 1539, 1561, 1583 , 1584 და 1585 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმომადგენლობითი ორგანოს წარმოება მიერ საჭირო განსაზღვრული არ არის, მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 125 4 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1583 1584 და 1585 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი. 5. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებითა და 1764, 1765 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“ ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებითა და 17417, 1764, 1765, 17715 და 1793 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“ გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 1537, 1538, 15310−15312 და 1764, 1765 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 6. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 და 165-ე–1653 მუხლებით, 171 4 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1715, 1764, 1765, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებითა და 17417 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. 7. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 27. ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355, 1461, 1501−1503, 1511 და 1522−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 ,1584 და 1585 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. 8. 242-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ კოდექსის 555, 556, 1502, 1503, 1511 და 1523−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1583, 1584 და 1585 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-7 და მე-8 ნაწილებისა ამოქმედდეს 2022 წლის პირველი მარტიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-7 და მე-8 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე და შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ზემოთხსენებული დარეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით. საკითხების ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით და თაობაზე“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული საკითხების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1585 მუხლი და დგინდება, რომ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და ასეთი რეკლამის განთავსების დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელდადებულის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულსახდელდადებული ვალდებული იქნება, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 კვირის ვადაში თავისი ხარჯით უზრუნველყოს იმ წესის/იმ წესების დაცვა, რომლის/რომელთა დარღვევის გამო მას ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელი დაედო. 1761 მუხლში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვით გაიზარდა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვების ასაკობრივი ზღვარი და გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და ნაცვლად 5000 ლარისა, განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით კანონს დაემატა 1765 მუხლი, რომლითაც დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა მონაცემთა ბაზაში შეტანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) სათამაშოდ მონაწილეობისთვის დაშვების წესების დარღვევისთვის განისაზღვრა პასუხისმგებლობა და შესაბამისი ჯარიმა, რომლის ოდენობა შეადგენს 10000 ლარს, ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის 20 000 ლარის ოდენობით. ასევე, განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა საქმეების განმხილველი და ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო. კერძოდ, 1765 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ოქმის შემდგენ ორგანოდ განისაზღვრა -შემოსავლების სამსახური და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა კანონის 219-ე და 239-ე მუხლებში. ხოლო 1585 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის კი მუნიციპალიტეტის ორგანო და შესაბამისი ცვლილება აისახა 2093 , 239-ე და 242 -ე მუხლებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტზე, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება ეტაპობრივად, კერძოდ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღების ვადებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ხოლო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის პირველი მარტიდან. ამასთანავე, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გამოწვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალო ვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან შესაბამისი ადმინისტრირების ორგანოები აღნიშნულის განხორციელებას უზრუნველყოფენ არსებული ასიგნებების ფარგლებში. კერძოდ, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა - ადმინისტრირებას განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლები სამსახური, ხოლო სსსკ-ს 1585- აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა - მუნიციპალიტეტის ორგანოები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წესდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები: კერძოდ, პროექტის შესაბამისად აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო, განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეებისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარის ოდენობით. ასევე, იზრდება ჯარიმა აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში მონაწილეობისათვის დაშვების ასაკობრივი ზღვარის დარღვევისათვის და ნაცვლად 5000 ლარისა განისაზღვრება 10 000 ლარით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნაცვლად 10 000 ლარისა - 20 000 ლარი. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენი პირი დაარღვევს კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით დგინდება ახალი სანქცია და შესაბამისად, სამართალდარღვევის რაოდენობა გაიზრდება. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით არსებობს მსგავსი სამართალდარღვევის პრაქტიკა, კერძოდ არასრუწლოვანთა სათამაშოდ დაშვებისთვის თამაშობების მოწყობის ადგილას დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს შემოსავლების სამსახური. ასევე, პროექტი ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვას, თუმცა აქაც უნდა აღნიშნოს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით არსებობს მსგავსი სამართალდარღვევის პრაქტიკა, რეკლამის აკრძალვის ნაწილში, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები. ზემოთხსენებული ადმინისტრირების ორგანოები, კერძოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობის წესის დარღვევისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლები სამსახური, ხოლო რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევისათვის - მუნიციპალიტეტის ორგანოები, აღნიშნულის განხორციელებას უზრუნველყოფს არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოიქმნება. მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც, შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მოუწევთ ჯარიმის სახით დაკისრებული შესაბამისი თანხის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი რომლისთვისაც გათვალისწინებული სანქციის სამართალდარღვევის სიმძიმესა და განმეორებითობაზე. სამართალდარღვევის ოდენობა შემოღება, დამოკიდებულია ბ1.) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტმა შესაძლებელია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი; გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი; გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.