„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია
ნომერი
#07-3/137/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-80 მუხლის მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-7 და მე-8 ნაწილები: „7. ფიზიკური პირის, რომელიც აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია აზარტულ თამაშ(ებ)ზე მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. 8. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სისტემურელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.“ 2. 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები: „31.ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 10 პროცენტით. 32. პირის მიერ ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სისტემურელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 2 პროცენტით.“. 3. 97-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8, მე-9 და 91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) განაწილებული მოგება; ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.”. ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 ნაწილები: „91. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, საქმიანობის ამ ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“; 92. ამ მუხლის მე-9 და 91 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ პირის მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.“. 4. 98-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი მოგება იბეგრება 10 პროცენტით.“. 5. 135-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირისათვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“. 6. 153-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით);“; მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 და 91 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ. გ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. ფიზიკური პირი, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ვალდებულია, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.“. 7. 154-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები; 2. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ნაწილის „ე 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“ ბ)„ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1. აზარტული და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობი პირი, რომელიც მოთამაშეზე სათამაშო ანგარიშიდან გასცემს თანხას.“. 8. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132-ე ნაწილი: „132. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მიიჩნევა მოგების განაწილებად და იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში ხორციელდება ცვლილებები, რომელიც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწობი პირებისა და ასევე, მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის დაბეგვრის რეჟმის ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში იცვლება დაბეგვრის რეჟიმი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საშემოსავალო და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები, აზარტული თამაშის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში. მითითებული საქმიანობის ფარგლებში, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს აზარტულ თამაშზე მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. საგადასახადო განაკვეთის მოცულობა ამ ტიპის შემოსავლებისათვის, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრა 10 პროცენტის ოდენობით, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა გადასახადის გადამხდელს მოუხდება ყოველთვიურად. ამ მიზნით საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-6 ნაწილის შემდეგ ემატება მე-7 ნაწილი, 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ ემატება 31 ნაწილი, 97-ე მუხლის მე-9 ნაწილის შემდეგ ემატება 91 და 92 ნაწილი, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგ ემატება მე-3 ნაწილი, 135- ე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ ემატება მე-4 ნაწილი, ახალი რედაქციით ყალიბდება 153-ე მუხლის მე-10 ნაწილი, ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შემდეგ ემატება მე-11 ნაწილი. 2. პროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტიანი განაკვეთით, დაიბეგრება სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირის მიერ თამაშობაში მონაწილეობის შედეგად, სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა. მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ეკისრება აზარტული და მომგებიანი თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობ პირს, რომელიც მოთამაშეზე სათამაშო ანგარიშიდან გასცემს თანხას. ამ მიზნით საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლს ემატება მე-8 ნაწილი, 81-ე მუხლს ემატება 32 ნაწილი, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „ე1“ ქვეპუნქტი. 3. ზემოთ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 135-ე და 153-ე მუხლების პირველ ნაწილებში, ასევე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში ხორციელდება ტექნიკური/რედაქციული ხასიათის ცვლილებები. 4. ასევე პროექტის 309-ე მუხლით დგინდება, რომ აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მიიჩნევა მოგების განაწილებად და იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტზე, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახდო წელი იწყება 1 იანვრიდან, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გამოწვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: შემოსავლების გავლენა სამსახურიდან კანონმდებლობის სახელმწიფო ან/და მიღებული შენარჩუნების ინფორმაციის შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გათვალისწინებით, მოქმედი აზარტული თამაშობის სისტემურ- მოგების გადასახადში 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი შეადგენს 175 მლნ. ლარს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებიდან, მოგების გადასახადში შეადგენს 127 მლნ. ლარს, ხოლო თანხის გატანის გადასახადიდან - 98 მლნ ლარს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი აღნიშნული სფეროდან, ჯამურად შეადგენს 225 მლნ. ლარს, რაც შემცირდება დაახლოებით 50 მლნ. ლარით, ასაკობრივ ზღვართან, აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა მიმართებაში კანონში განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული სოციუმისთვის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის აკრძალვა გამოიწვევს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში ჯამურად განისაზღვრება დაახლოებით 175 მლნ. ლარით. ამდენად, კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად იზრდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთა საგადასახადო ტვირთი, რის შედეგადაც ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებიდან, მოგების გადასახადში შეადგენს 127 მლნ. ლარს, ხოლო თანხის გატანის გადასახადიდან - 98 მლნ ლარს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი აღნიშნული სფეროდან, ჯამურად შეადგენს 225 მლნ. ლარს, რაც შემცირდება დაახლოებით 50 მლნ. ლარით, ასაკობრივ ზღვართან, აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა მიმართებაში კანონში განსახორციელებელი სოციუმისთვის ცვლილებების აზარტულ ან/და გათვალისწინებით, მომგებიან ვინაიდან თამაშობებში აღნიშნული მონაწილეობის აკრძალვა გამოიწვევს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწობ პირთათვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტმა შესაძლებელია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი; გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი; გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.