„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
12.06.2012,
1
სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) 13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 131. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ნებადართული საქმიანობა
1. საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა,
განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა)
საგადახდო
მომსახურების
განხორციელებასთან
მჭიდროდ
დაკავშირებული
მომსახურებების გაწევა, როგორიცაა ვალუტის გადაცვლა, გადახდის ოპერაციის შესრულების
დადასტურება, მონაცემების შენახვა და დამუშავება;
ბ) საგადახდო სისტემის მართვა, ამ კანონის 51 მუხლის გათვალისწინებით;
გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საგადახდო მომსახურების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში:
გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ გადახდის ოპერაციის
შესრულებისათვის გაიცემა;
გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაცემული სესხი უნდა დაიფაროს არაუგვიანეს
12 თვისა;
გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ფულადი სახსრებით;
გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს.
2. საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
არა აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან თანხების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება ურთიერთობა დაამყაროს
უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ
გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული
საბარათე ინსტრუმენტით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის
სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ
განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.
5. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი
იყენებს უცხოურ კომპანიას უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის
სასარგებლოდ
გადახდების
განხორციელების
მიზნით,
მან
უნდა
შეზღუდოს
კომპანიასთან მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვეში.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ასეთ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე
მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში და ამით გამოწვეული სოციალური
რისკების შემცირების აუცილებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
ზემოთხსენებული
დარეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით.
საკითხების
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მაღალი
საჯარო ინტერესები და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა
ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები. აიკრძალება ქართული
საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით
ონლაინ გადახდების განხორციელება, ასევე, შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის
ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის 131 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, 131 მუხლის
პირველ და მე-2 პუნქტებში ზუსტდება, რომ ამ პუნქტებით დაწესებული რეგულაცის
სუბიექტები
არიან
საქართველოს
ეროვნულ
ბანკში
რეგისტრირებული
საგადახდო
მომსახურების პროვაიდერები, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტების სახით 131 მუხლს ემატება ახალი
ნორმები, რომელთა თანახმადაც, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერს
(მათ
შორის
კომერციულ ბანკებს
და მიკროსაფინანსო
ორგანიზაციებს) და არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების
პროვაიდერად რეგისტრირებულ სუბიექტებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს
უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ
გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
აგრეთვე, საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული
საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის
სასარგებლოდ
ინტერნეტ
სივრცეში
გადახდის
განხორციელება
განმახორციელებელი
კომპანიის
სასარგებლოდ
ინტერნეტ
სივრცეში
ბიზნესის
გადახდის
განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის
მაიდენტიფიცირებელი კოდის (ე.წ Merchant Category Code (MCC)) საშუალებით. დამატებით,
თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ცნობილი გახდება რომ მომხმარებელი
იყენებს უცხოურ კომპანიას უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის
სასარგებლოდ გადახდების ფაქტი, მან უნდა შეზღუდოს ასეთ კომპანიასთან მომხმარებლის
მიერ ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონის პროექტზე, რადგან იგი არ არის
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
რეგულაციების
შინაარსიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვროს გამოქვეყნებიდან 6 თვე.
ამასთანავე, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გამოწვეულია „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ვინაიდან კანონპროექტით საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერს
(მათ
შორის
კომერციულ ბანკებს
და მიკროსაფინანსო
ორგანიზაციებს) და არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების
პროვაიდერად რეგისტრირებულ სუბიექტებს) ეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს
უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, იმის განსაზღვრა თუ რა
გავლენას მოახდენს აღნიშნული კომპანიების შემოსავლებზე, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შესაძლებელია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი;
გელა სამხარაული; გოჩა ენუქიძე; ბეჟან წაქაძე; ელგუჯა გოცირიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია.