საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტში ქვეკომიტეტების შექმნის შესახებ (№1-14328/21; 02.11.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-15899/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-15899/21 13-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტში ქვეკომიტეტების შექმნის შესახებ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 13 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში ქვეკომიტეტების შექმნის შესახებ. საკანონმდებლო წინადადებით მოთხოვნილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში იმგვარი ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნება ქვეკომიტეტები. ამასთან, საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულია, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინოვაცია მასტიმულირებელ ეფექტს მოახდენს საპარლამენტო მუშაობაზე, უფრო გამჭვირვალეს გახდის პარლამენტის მუშაობას, ამაღლდება საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა საკანონმდებლო საკითხების განხილვის პროცესში, გამკაცრდება საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, ამაღლდება თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის მართვის პროცესში. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტში იქმნება კომიტეტები. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს საქართველოს პარლამენტში შექმნილი კომიტეტების ჩამონათვალს, რომელთა უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. საქართველოს პარლამენტში თითოეული კომიტეტი იქმნება და საქმიანობას ახორციელებს დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, შესაბამისად ქვეკომიტეტი შესაძლებელია შეიქმნას კომიტეტის კომპეტენციისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რამდენად არის შესაძლებელი ქვეკომიტეტების შექმნის ფაქტმა გავლენა მოახდინოს კომიტეტის საქმიანობაზე და მიღწეულ იქნეს საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული ისეთი მიზნები, როგორიცაა პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის, საკანონმდებლო საკითხების განხილვის პროცესში ინფორმირებულობის და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან რეგულაციას და განსაზღვრავს არაერთ მნიშვნელოვან მექანიზმს პარლამენტის ღიაობის, პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის, საპარლამენტო ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობისა და საკანონმდებლო საკითხების განხილვის პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით. ამასთანავე, პარლამენტის კომიტეტების ხელთ არის მნიშვნელოვანი საკონტროლო უფლებამოსილებები და ბერკეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური კონტროლის განხორციელებას. არსებული ნორმების პირობებში, პარლამენტის კომიტეტებს ყოველმხრივ აქვთ შესაძლებლობა ეფექტურად შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია, სრულყოფილად განახორციელონ თავიანთი უფლება– მოვალეობები და ამ მხრივ კომიტეტის ფუნქციების ჩაშლის, ქვეკომიტეტების შექმნის საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც, ასეთი ფუნქციური დანაწევრებისა და უფლებამოსილებების დელეგირების პირობებში შესაძლებელია გართულდეს კიდეც კომიტეტების საქმიანობის პროცესი. გარდა ამისა, ბუნდოვანია რა განსხვავებული ეფექტი და არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეკომიტეტების შექმნამ არსებულ რეალობაზე და რა სახის მასტიმულირებელი როლი შეიძლება შეასრულოს ქვეკომიტეტმა კომიტეტის საქმიანობაში. ამასთანავე, ქვეკომიტეტი შესაძლებელია შეიქმნას კომიტეტის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტში ამჟამად შექმნილია 16 კომიტეტი, რომელთა სპეციალიზაცია და დარგობრივი ნიშნით დაყოფა მორგებულია არსებულ საჭიროებას. შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების დანაწევრების მიზანშეწონილობა არსებული რეალობის გათვალისწინებით არ იკვეთება. გარდა აღნიშნულისა, ქვეკომიტეტების შემოღება სტრუქტურული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და დაკავშირებულია, ისეთ საჭიროებებთან, როგორიც არის ქვეკომიტეტებისთვის დამატებითი რესურსების გათვალისწინება, ახალი თანამდებობების შემოღება, ქვეკომიტეტის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა და ა.შ. შესაბამისად, ქვეკომიტეტების შექმნა და კომიტეტის ფუნქციების ჩაშლა დაკავშირებული იქნება არაერთ ორგანიზაციულ თუ ტექნიკურ საკითხთან, რაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნულ პროცესს. გარდა ამისა, შემოთავაზებული დანიშნულება, ინიციატივიდან ფუნქცია, მათი არ იკვეთება დაკომპლექტების ქვეკომიტეტების წესი და სტატუსი, ქვეკომიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას აღჭურვილნი არიან იმგვარი შესაძლებლობებით, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა საკანონმდებლო წინადადებით დასახული მიზნები, ბუნდოვანია რა სახის პრაქტიკული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ფუნქციებს შეასრულებს კომიტეტი მის ხელთ არსებული საშუალებებით, თუ ქვეკომიტეტები. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ მოთხოვნილი საკითხების მარეგულირებელი ყველა მექანიზმი და ღონისძიება გაწერილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და სწორედ ამ მექანიზმებით არიან აღჭურვილნი პარლამენტის კომიტეტები, ხოლო ქვეკომიტეტების შექმნის პრაქტიკული საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი