„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური
ნომერი
#07-3/141/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
კანონპროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს ცვლილება და 26-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია, შეამციროს მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ფარული და უღირსი მეთოდებით პარტიების წარმომადგენელთა შესაძლო მოსყიდვისა და გადაბირების რისკები, რაც პირდაპირ ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი და გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესების განვითარებას. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებების ღიაობა და მათი ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წინამდებარე ცვლილების მიღების აუცილებლობა გამოიწვია 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგად ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე მანკიერმა პროცესებმა, კერძოდ, მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის უგულვებელყოფამ და არჩევნების შედეგების ფაქტობრივმა მისაკუთრებამ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, რითაც გაიზრდება საკრებულოს წევრთა საქმიანობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ხარისხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენებისა და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას ხდება ფარული კენჭისყრა. კანონპროექტი აღნიშნული, სამწუხაროდ, გარიგებებისთვის, რითაც გამოიყენება საბოლოო საკრებულოს ჯამში ხდება წევრთა ფარული, საკრებულოს უღირსი ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს - ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულვებელყოფა და ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ვაჭრობა. ამიტომაც, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ცვლილება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, (არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი): ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ძალაში შესვლას გამოქვეყნებისთანავე, რათა მისი მოქმედება დროულად გავრცელდეს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგად ამოქმედებული საკრებულოების საქმიანობაზე (იხ. განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტი). კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ ამჟამად მიმდინარეობს საკრებულოების მიერ თანამდებობის პირთა არჩევის/დანიშვნის პროცესები. შესაბამისად, მიზანშეწონილია წინამდებარე კანონპროექტის მაქსიმალურად დროულად ამოქმედება, რათა შესაძლებელი გახდეს წარმოდგენილი ცვლილების დროული იმპლემენტაცია. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს დამატებითი ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: სხვა სახის კანონპროექტი გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. კანონპროექტი ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი.