„საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (14)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (15)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (16)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (17)
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში
გაწევრიანების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ
ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია
რეზოლუციის პროექტის მიზანია პარლამენტმა საქართველოს სახელით
უპასუხოს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ
გამოწვევებს და დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, ისეთ
მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა 2021 წლის 12 დეკემბერს რუსეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, საქართველოსა და
უკრაინის
ალიანსში
გაწევრიანების
თაობაზე
ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის შესახებ.
ა.ა.ბ)
არსებული
პრობლემის
გადასაჭრელად
რეზოლუციის
მიღების
აუცილებლობა
არსებული
როგორც
პრობლემის
ქვეყნის
გადასაჭრელად,
საგარეო
პოლიტიკის
საქართველოს
ძირითადი
განმსაზღვრელმა
უმაღლესმა
წარმომადგენლობითმა
დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
პარლამენტმა,
მიმართულებების
ორგანომ,
უნდა
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები
რეზოლუციის
შედეგად,
საქართველოს
პარლამენტი,
მკაფიოდ
დააფიქსირებს პოზიციას სახელმწიფოს დასავლური კურსის ურყევობის შესახებ.
ა.გ) რეზოლუციის ძირითადი არსი
რეზოლუცია პასუხობს 2021 წლის 12 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოსა და უკრაინის
ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციის
2008
წლის
ბუქარესტის
სამიტის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის შესახებ. რეზოლუცია, კიდევ
ერთხელ, ხაზგასმით აფიქსირებს სახელმწიფოს დასავლური კურსის ურყევობას.
1
ა.დ) რეზოლუციის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება
ა.ე) რეზოლუციის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება
რეზოლუცია ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც
საკითხის
სიმწვავიდან
გამომდინარე,
აუცილებელია
დაყოვნების
გარეშე,
რეზოლუცია ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის დაჩქარებული წესით
განხილვას)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება
ბ) რეზოლუციის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას. რეზოლუციის მე-6 პუნქტში მითითებული
ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება, არ საჭიროებს
დამატებითი თანხების მოძიებას და ის სავსებით შესაძლებელია უკვე არსებული
ფორმატების ფარგლებში.
ბ.ბ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
რეზოლუციის
მიღება
არ
იქონიებს
გავლენას
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
რეზოლუციის
მიღება
არ
იქონიებს
გავლენას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
2
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით
რეზოლუციის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა
რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას პირებზე.
ბ.ვ) რეზოლუციით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
რეზოლუცია არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახადის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის ზეგავლენის შეფასება
რეზოლუცია არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეზოლუცია
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეზოლუციის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეზოლუციის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
3
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) რეზოლუციის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა მიიღეს რეზოლუციის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული რეზოლუციის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) რეზოლუციის ავტორი
სალომე სამადაშვილი
ვ) რეზოლუციის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი.
4
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე
საქართველოს
პარლამენტი,
ხელმძღვანელობს
რა
საქართველოს
ეროვნული
ინტერესებით;
ეყრდნობა
რა
საქართველოს
კონსტიტუციას,
საერთაშორისო
ხელშეკრულებებს, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ
აქტებს; ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოქალაქეების მიერ საგარეო-პოლიტიკური
კურსის
შესახებ
გამოხატული
ურყევი
ნებით
ევროპის
კავშირსა
და
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული
ინტეგრაციის შესახებ ისტორიული არჩევანით, რომელიც ასახულია საქართველოს
კონსტიტუციის 78-ე მუხლში; ითვალისწინებს რა ერთხმად მიღებულ „საქართველოს
საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის,
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის და 2020 წლის 25
დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს:
1. უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს მიერ
2021 წლის 12 დეკემბერს გავრცელებული განცხადების გამო, საქართველოს და
უკრაინის
ალიანსში
გაწევრიანების
თაობაზე
ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის შესახებ.
2. აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის
პრინციპს და ეწინააღმდეგება რა მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას,
სურს, შეახსენოს რუსეთის ფედერაციას, რომ სუვერენული ქვეყნის საგარეო
პოლიტიკური არჩევანი მესამე სახელმწიფოს ვეტოს არ ექვემდებარება.
3. შეახსენებს რუსეთს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება,
ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. რომელიც მიმართულია საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების,
ქართველი ხალხის კეთილდღეობის, დაცულობის და თავისუფლების
უზრუნველსაყოფად. ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არაა მიმართული
რომელიმე მესამე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და
ემსახურება ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
4. არ იზიარებს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებას, რომ
ჩრდილოატლანტიკურ თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოება საფრთხეს
უქმნის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას. მიიჩნევს, რომ
უსაფრთხოების სისტემის სტაბილურობას რისკის ქვეშ საერთაშორისო
სამართლოს დებულებების, უპირველეს ყოვლისა კი, საზღვრების ურღვევობისა
და
ტერიტორიული
მთლიანობის
პრინციპის
ხელყოფა
აყენებს.
ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოებამ ევროპის
კონტინენტზე სტაბილურობა განამტკიცა, მათ შორის რუსეთისა და ნატოს წევრი
სახელმწიფოების მომიჯნავე საზღვრებზე.
1
5. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ საქართველოს
საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება.
6. საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების განმსაზღველი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო,
საჭიროდ მიიჩნევს, რომ გაძლიერდეს ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური
დიალოგი, გამოყენებული იქნას ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკული
ინსტრუმენტი და ინსტიტუციური მექანიზმი, რათა დაჩქარდეს ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის მზადყოფნა და სრულყოფილ იქნას ნატოსთან
თავსებადობა, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების
შესაბამისად, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში
გაწევრიანების სწრაფი უზრუნველყოფის მიზნით.
2