საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ (№1-15288/21; 25.11.2021) პეტიციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 60
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
2021 წლის 13 დეკემბერი, 16:00 საათი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე
მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ (1-15288/21;
25.11.2021).
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
სხდომის
ოქმი N60
2021 წლის 13 დეკემბერი, 16:00 საათი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1.
ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს
300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“ (115288/21; 25.11.2021).
2021 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო
კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის
წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკო,
ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ეკატერინე ხერხეულიძის უფლებამონაცვლე - გიორგი
გოდაბრელიძე, ნატო ჩხეიძე, ტარიელ ნაკაიძე.
კომიტეტმა განიხილა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით,
კომიტეტმა განიხილა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი
საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „მწვანე პასპორტების
წინააღმდეგ“. პეტიციით წარმოდგენილ საკითხზე ინფორმაცია, კომიტეტს თავმჯდომარემ,
მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა.
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების მიზანია
მოქალაქეთა ნაწილის დისკრიმინაცია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და მოითხოვენ
აღნიშნული საკითხის განხილვას და შეფასებას.
საკითხზე მსჯელობისას კომიტეტზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი პეტიციის განხილვის ამ
ეტაპზე კომიტეტი არ აფასებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას. პეტიციაში წამოჭრილ
საკითხზე კომიტეტი გადაწყვეტილებას მიიღებს მისი სიღრმისეული შესწავლისა და
ანალიზის საფუძველზე.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისრით მომხრე -7, წინააღმდეგი - 0, მიზანშეწონილად მიიჩნია ააიპ „ერი და
სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი
მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის უშუალოდ შესწავლა და განხილვა, რაკი ის
აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო
ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია