საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი სრულფასოვანი კვებისათვის საჭირო თანხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან გამოყოფის შესახებ (№1-14093/21; 25.10.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-16069/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-15
ბიუროს ნომერი 105

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-16069/21 14-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე მ. ჭყონიას მიერ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი, სრულფასოვანი კვებისათვის საჭირო თანხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან გამოყოფის შესახებ (1-14093/21; 25.10.2021). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 14 დეკემბერს განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. I . საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მოხდეს იმ თანხების გამოყოფა, რომლითაც საჯარო სკოლებში შესაძლებელი იქნება ბავშვთა ერთჯერადი, სრულფასოვანი კვება. საკანონმდებლო წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ ბავშვთა განათლებაში ჩადებული ინვესტიცია წარმატების წინაპირობაა. II. კომიტეტის შეფასება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტს გააჩნია შემდეგი პოზიცია: როგორც ცნობილია, სამინისტრო იკვლევს ამჟამად საქართველოს ზემოაღნიშნულ განათლებისა საკითხს და და მეცნიერების შედეგები შესაბამისად საქართველოს მთავრობასაც წარედგინება. აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე 2021 წლის 1 დეკემბერს მინისტრის საათის ფორმატშიც იყო საუბარი. კომიტეტს მიაჩნია, რომ მოსწავლეთა კვების პრობლემის თაობაზე მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროს მიერ კვლევის შედეგად შემუშავებული პოზიცია, რომელშიც უნდა ჩანდეს ისეთი საკითხებიც როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართება და აგრეთვე ის თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა, დიფერენცირებული თუ ერთგვაროვანი. III. დასკვნითი ნაწილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი