საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 24 ნოემბერს, ქ.სტრასბურგში გამართული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-16089/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-15
ბიუროს ნომერი 105

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-16089/21 14-12-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით 2021 წლის 24 ნოემბერს, ქ.სტრასბურგში გამართული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 2 ფ. პატივისცემით, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა მივლინების ანგარიში 2021 წლის 24 ნოემბერი 24 ნოემბერს ევროპარლამენტში, სტრასბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა ჰიბრიდული ფორმატით გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდნენ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები, მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, და ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩეს-ამორი. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდა პარლამენტის წევრი გიორგი ხელაშვილი. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს „ასოცირებულ ტრიოს“ თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის საერთო ინტერესებსა და პრიორიტეტებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალსა და 15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტის მოლოდინებზე. სხდომის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე და საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე, 2024 წელს გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ მიზნით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საჭიროებებზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზე და ისაუბრა განათლების, კულტურის და კვლევით სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. ხაზი გაუსვა სტუდენტებისთვის ევროკავშირის პროგრამების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშესაწყობად, საჭიროა მივაღწიოთ შეთანხმებას ევროკავშირთან, რომ სწავლის საფასური ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 1 სწავლობენ გაუთანაბრდეს და არ აღემატებოდეს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დაწესებულ საფასურს. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სარგებელზე საქართველოს მოქალაქეებისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების მნიშვნელობას. სხდომაზე იმსჯელეს ასოცირებული ქვეყნებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) მნიშვნელობასა და მისი უკეთ ათვისების პერსპექტივებზე. ამასთან, მიმოიხილეს პანდემიის ფონზე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებთან გამკლავების გზები. აღნიშნულ საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) განხორციელების მიმდინარეობასა და მიღწევებზე, ასევე გლობალური პანდემიის პირობებში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ევრონესტის სამუშაო ჯგუფი დღეს გახლავთ ერთადერთი ფორმატი, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებთან ერთად მსჯელობს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე. ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წარმატებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მისი გამოყენებით შესაძლებელია სამი ქვეყნის პარლამენტებსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება და გაღრმავება. შეხვედრაზე იმსჯელეს სამუშაო ჯგუფის სამომავლო საქმიანობაზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჯგუფის შემდეგი სხდომა გაიმართება ქ. ერევანში, 2022 წლის თებერვალში. 2