საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 8-10 დეკემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-16
ბიუროს ნომერი 106
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-16211/21
15-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო კახაბერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2021 წლის 8-10 დეკემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი: 3 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარის, ქალბატონი ელისო
ბოლქვაძის საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
ქ. ათენი , 8-10 დეკემბერი, 2021
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ელისო
ბოლქვაძე და საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი
დავით დონდუა, სერბეთის პრინცესა, მისი უდიდებულესობა კატერინისა და მისი
უდიდებულესობა პრინცი ალექსანდრეს მიწვევით, ათენში, საქველმოქმედო ფონდის
LIFELINE მიერ გამართულ გალა საღამოს დაესწრნენ.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ქალბატონი ელისო და ბატონი დავით საპატიო სტუმრის
სტატუსით იყვნენ წარდგენილნი და პრინცესას გვერდით ეკავათ ადგილი.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ როგორც საბერძნეთის მთავრობის, ასევე, ბიზნესის,
კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.
საბერძნეთსა და საქართველოს შორის კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის
მიზნით, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ იქნა სამუშაო შეხვედრები როგორც
მთავრობის, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს
საბერძნეთში, დავით დონდუა.
საგანგებო
და
სრულუფლებიანი
ელში
საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის
თავმჯდომარე, ვასილიოს დიღალაკისთან და საბერძნეთი-საქართველოს საპარლამენტო
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, დიმიტრის კუველასთან შეხვედრისას ხაზი გაესვა
საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ
კავშირებს, რაც დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. განსაკუთრებული
აქცენტი გაკეთდა კულტურის, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში
თანამშრომლობაზე, და აღინიშნა ამ ტრადიციული ურთიერთობის ფორმატში,
პარლამენტის როლის მნიშვნელობა.
ქალბატონი ელისო კოლეგებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტში ცალკე სტრუქტურად
ჩამოყალიბებული კულტურის კომიტეტის საქმიანობისა და მიზნების თაობაზე. ასევე,
ხაზი გაუსვა კულტურის დიპლომატიის ხელშწეყობით ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და
ხალხთა დაახლოების მნიშვნელობას. ბერძნული მხარე მიესალმა კულტურის საკითხებში
განახლებულ აქტიურ თანამშრომლობას სამთავრობო დონეზე. მზადყოფნა გამოთქვეს
ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის თაობაზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიუხედავად პანდემიიდან გამოწვეული სირთულეებისა,
ქართული დიასპორა, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, აქტიურად ახორციელებს
კულტურულ ღონისძიებებს, განსაკუთრებით ქართული თანამედროვე ლიტერატურის
თარგმნისა და პოპულარიზაციის კუთხით.
1
კულტურის გარდა, შეხვედრაზე ისაუბრეს არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მხარეები
შეთანხმდნენ საბერძნეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის
ფორმატის გაზრდასა და უფრო მეტი ქართველი სტუდენტის სწავლის ხელშეწყობის
თაობაზე.
ხაზი გაესვა მრავალრიცხოვანი დიასპორის როლს ორივე ქვეყანაში და საზღვარგარეთ
მცხოვრები თანამემამულეებისათვის მშობლიური ენის სწავლების, კერძოდ, საჯარო
სკოლებში ენის საპილოტე პროგრამების ფუნქციონირების ხელშეწყობას. ამ პროექტის
გაფართოების მიზნით, მიმდინარე წელს ელჩმა განათლების სამინისტროს უკვე მიმართა
თხოვნით, მოიძებნოს სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება,
ქართული ენის საპილოტე პროგრამის დაწყება ათენის სხვა საჯარო სკოლებშიც.
ასევე, განხილულ იქნა მომავალ წელს, საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური
ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად, ერთობლივი კულტურული
ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობის საკითხი საბერძნეთის დედაქალაქსა და
რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ამავე ფორმატში, მომავალი წლისთვის განიხილება,
როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენელთა
ოფიციალური ვიზიტები საქართველოში.
საბერძნეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრ, ქალბატონ ლინა
მენდონისთან შეხვედრისას ისაუბრეს პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებისა და
მათთან გამკლავების მექანიზმების შესახებ, რამაც განსაკუთრებით დააზარალა
კულტურის სფერო. ქალბატონმა ლინამ აღნიშნა, რომ კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე,
ნათლად გამოჩნდა თუ რა უნიკალური ადგილი უკავია კულტურას საზოგადოების ჯანსაღ
განვითარებასა და ეკონომიკაში. აქვე აღინიშნა, რომ მიუხედავად სახელმწიფო
ბიუჯეტიდან კულტურის სფეროს დასახმარებლად გამოყოფილი მნიშვნელოვანი
სუბსიდიებისა, ხალხის უკმაყოფილება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. მხარეებმა
განიხილეს კრიზისულ ვითარებაში კულტურის სფეროს სისტემის მართვის მექანიზმების
საკითხი.
ქალბატონი ლინა მიესალმა საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე
ფუნქციონირებას და იმედი გამოთქვა, რომ კულტურას გაცილებით მნიშვნელოვანი
ადგილი დაეთმობა ისეთი მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის განვითარებაში, როგორიც
საქართველოა.
შეხვედრისას აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელოვნებო განათლების
რეფორმას. მინისტრისგან, გამოცდილების გაზიარების მიზნით, შემოთავაზებულ იქნა
ბერძენი ექსპერტების ჩართვა ამჟამად მიმდინარე რეფორმაზე მუშაობის პროცესში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ერთობლივი კულტურული ღონისძიებების
ორგანიზების განხორციელებას. ამ კუთხით, განხილულ იქნა საბერძნეთში საქართველოს
კულტურის დღეების მოწყობის ფორმატი; ასევე, განიხილეს საბერძნეთის წამყვან
მუსიკალურ და თეატრალურ ფესტივალებში ქართველ ხელოვანთა მონაწილეობის
შესაძლებლობა.
2
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში, ბათუმის მუსიკალური და ხელოვნების
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, დაიგეგმა ბერძნული საღამოს ორგანიზება,
რომელშიც ქალბატონი ელისოს მიწვევით, საზოგადოების წინაშე წარდგება ბერძენი
მწერალი და მომღერალი, ქალბატონი იოვანა კალპაქსი, რომელიც ქართველმა ხალხმა
წლების წინ თბილისოს შესრულებით გაიცნო. აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს
საელჩოს მხარდაჭერით, ახლო მომავალში იგეგმება ქალბატონი იოვანას ნაწარმოების
თარგმნა ქართულ ენაზე. ასევე, კულტურის მინისტრმა მზაობა განაცხადა ბათუმის
ფესტივალზე დასწრების თაობაზე.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალბატონი ლინას დაინტერესება არქეოლოგიისა და
რესტავრაციის მიმართულებით
ჩვენ ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის
საკითხით. მინისტრი აქვე გამოვიდა ინიციატივით დარგობრივი ექსპერტების
ჩართულობის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის
უძველესი კავშირების ახალი აღმოჩენების საწყისი.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მწერლობაზე, ნაწარმოებების
თარგმნის ხელშეწყობასა და, ამ გზით, თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციაზე ორ
ქვეყანაში. აღინიშნა, რომ თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით ახალი თაობების
ცნობიერების ამაღლება, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კულტურულ სიახლოვეს.
ბერძნული მხარე მიესალმა საქართველოს საელჩოს აქტიურ თანამშრომლობას
საბერძნეთის კულტურის ფონდთან, ამ კუთხით დაისახა საიმედო სამომავლო გეგმები.
დასასრულს მინისტრმა აღნიშნა, რომ წიგნიერების ხელშეწყობა ყველაზე გონივრული
გადაწყვეტილებაა, რაც ქვეყნებს შორის საზოგადოებრივ კავშირებს ამყარებს.
ათენის საკონცერტო დარბაზის “მეგაროს” პრეზიდენტ ნიკოს პიმბლისთან და სამხატვრო
ხელმძღვანელ იანის ვაკარელისთან შეხვედრისას გაიმართა მსჯელობა სამომავლო
თანამშრომლობის საკითხებზე.
ისაუბრეს ნორჩ მუსიკოსთა იმერეთის პირველი საერთაშორისო კონკურსის შესახებ,
რომელიც2022 წლის ოქტომბერშია დაგეგმილია.
მომავალ წელს, საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების
აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად, განიხილეს ერთობლივი კულტურული
ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა.
3