საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 55
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 16 დეკემბერი, 10:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის,
პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/129;
01.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: პაატა მანჯგალაძე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით
მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) II
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი;
3. საპარლამენტო ფრაქციის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ რეგისტრაციის
საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2021 წლის 16 დეკემბერი, 10.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
1.
2.
3.
1.
2.
სხდომის ოქმი
N55
სხდომის თავმჯდომარე: გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი,
დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე, სავალან მირზოევი და ირმა
ზავრადაშვილის უფლებამონაცვლე შალვა პაპუაშვილი.
სხდომაზე მოწვეულები: ეკატერინე ციმაკურიძე - ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი საქართველოს თავმჯდომარე და ქეთევან ჯაფარიძე - ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი საქართველოს გამგეობის წევრი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის,
პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/129;
01.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის III მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: პაატა მანჯგალაძე
საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის,
დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი „საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) II მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი
საპარლამენტო
ფრაქციის
„ლელო“პარტნიორობა
საქართველოსათვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი
სხდომის თავმჯდომარემ სხდომის დღის წესრიგის პროექტის წარდგენის შემდეგ
კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით საკითხების განხილვის რიგითობის
ცვლილების თაობაზე.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ
წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული
დღის წესრიგი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის,
დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი „საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) II მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის,
პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/129;
3.
01.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის III მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: პაატა მანჯგალაძე
საპარლამენტო
ფრაქციის
„ლელო“პარტნიორობა
საქართველოსათვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის,
დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი „საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) I მოსმენით განხილვა.
მოისმინეს: შალვა პაპუაშვილის მოხსენება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების
შესაბამისად, მომხსენებელმა რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა მუხლობრივად და
აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ შეეხება 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ პუნქტის და
205-ე მუხლის მე-7 პუნქტის ცვლილებას. კერძოდ:
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის:
პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცვლილება შედის პარლამენტის
რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდება შემდეგი
რედაქციით: „გ) სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული
შემადგენლობის უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს
წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს;“.
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 205-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდება
შემდეგი რედაქციით: „7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს
წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა
ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი
შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ
შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა
ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ბოლო კენჭისყრისას
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა,
დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ
რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის
მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ
შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია
ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში,
კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2
კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3
დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის
პროცედურა თავიდან იწყება.“.
გურამ მაჭარაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ცვლილების მიხედვით, პარლამენტის
მიერ ცესკოს წევრის არჩევისას, თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია,
2
ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი.
იმ მიზნით, რომ მკაფიოდ იკვეთებოდეს თუ როდის უნდა ჩატარდეს კენჭისყრა,
როდესაც კენჭისყრის შედეგად არ შეივსება ყველა ვაკანსია, მიზანშეწონილია
დაზუსტდეს წარმოდგენილი ფორმულირება სამართლებრივი თვალსაზრისით და
მიეთითოს, რომ ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ბოლო კენჭისყრისას
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა,
დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი.
ინიციატორი დაეთანხმა კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას
გამოთქმულ შენიშვნას.
მეორე მუხლი განსაზღვრავს რეგლამენტის პროექტის ამოქმედების ვადას - „2. ეს
რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.
აზრი გამოთქვეს და პოზიცია დააფიქსირეს:
პაატა მანჯგალაძემ პირველ რიგში აღნიშნა, რომ ძალიან ცუდია როდესაც ხდება უკვე
მიღწეული შეთანხმების რევიზია, რაც აზრს უკარგავს მთლიანობაში შეთანხმების
პროცესს. რაც შეეხება ვადებთან დაკავშირებულ დილემას, რომ ვერ ესწრება,
შესაძლებელი იყო ვადებთან დაკავშირებული საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა. მისი
აზრით, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსური
ბუნება არ შეცვლილა, ვინაიდან დატოვებულია გადაწყვეტილების კვალიფიციური
უმრავლესობით მიღების პროცედურა, არასწორია, ვინაიდან თუ არსებობს იქვე,
მყისიერად გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობით მიღების მექანიზმი, მაშინ რა
აზრი აქვს პირველ ეტაპზე გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით
მიღების მექანიზმის დატოვებას?
პაატა მანჯგალაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმებული პროცესის, რომელშიც
ჩართული იყვნენ აგრეთვე საერთაშორისო მედიატორები, თავდაყირა დაყენების
ნაცვლად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა მსჯელობა ვადების შემცირებასა და
გონივრული ვადების დაწესებაზე.
შალვა პაპუაშვილმა პაატა მანჯგალაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან
დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირველ რიგში ვერ გაარკვია ვის ეკუთვნოდა 4
კენჭისყრის იდეა, რომელმაც რეალურად არ იმუშავა. პრაგმატული თვალსაზრისით,
რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა მოხდეს
მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე, რისი შესაძლებლობაც იარსებებს
პირველი კენჭისყრის ეტაპზე. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ იქნება თვითონ
სურვილი შეთანხმების. რეალურად კი ხდება პროცესის გაჭიანურება და შედეგად
ვიღებთ იმას, რომ 4 თვიანი პროცესის შედეგად ვირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს,
რომელსაც აქვს 6 თვიანი ვადა. მისი არჩევის შემთხვევაში კი, როდესაც შეუდგება
თავისი უფლებამოსილების შესრულებას, ფაქტიურად რამოდენიმე კვირაში უნდა
გამოცხადდეს ახალი კონკურსი.
ეკატერინე ციმაკურიძემ (ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი საქართველოს თავმჯდომარე)
აღნიშნა, რომ მათმა ორგანიზაციამ განცხადებითც გამოხატა დამოკიდებულება
რეგლამენტის პროექტის მიმართ, რომლის განმარტებით ბარათში მთავარი აქცენტი
გაკეთებულია იმაზე, რომ ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის არსებული
პროცედურა არის რთული, კომპლექსური, და პირველ ჯერზე ვერ მოხერხდა
შეთანხმების მიღწევა, რამაც დაბრკოლება შეუქმნა
ცესკოს წევრებისა და
თავმჯდომარის სრული ვადით არჩევას; თუმცა, როგორც ეკატერინე ციმაკურიძემ
აღნიშნა, განმარტებით ბარათში არ არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ ეს რთული
პროცედურა არის შარლ მიშელის ცნობილი შეთანხმების შედეგად მიღწეული
პროცედურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცედურის შეცვლით, რომელიც
გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული პოლიტიკური
სუბიექტების, პირველ რიგში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ, იმ მიზნით,
რომ მიაღწიონ შეთანხმებას და ის ვინც იქნება არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ არ
3
იყოს
მხოლოდ
მმართველი
პარტიისათვის
მისაღები
კანდიდატურა.
შემოთავაზებული ცვლილება, მისი აზრით,
გულისხმობს პირვანდელ
მდგომარეობაში დაბრუნებას ანუ ცესკოს თავმჯდომარის/წევრების ერთპარტიულად
არჩევას. სბოლოო ჯამში, ეს გულისხმობს დემოკრატიული და პროგრესული
პროცესიდან უკან, არადემოკრატიულ პროცესში დაბრუნებას.
როგორც ეკატერინე ციმაკურიძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ვერ შედგა შეთანხმება,
მოსალოდნელი იყო, ვინაიდან დემოკრატიული პროცესი არის ყოველთვის
კომპლექსური და რთული, დემოკრატიულობა სიმარტივეში არაა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით აუცილებელია მეორე შანსი მეცეს ერთი
მხრივ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ამჯერად პარლამენტს წარმოუდგინოს მასთან
არსებული კომისიის ფართოდ მხარდაჭერილი კანდიდატები, მეორე მხრივ,
საქართველოს პარლამენტში უკეთესი შესაძლებობა მიეცეთ, მათ შორის ოპოზიციურ
პარტიებს, რომ მათთვის მისაღებ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და შედგეს შეთანხმება,
ჩართულობითი პროცესის შედეგად. ეს პროცესი, რა თქმა უნდა არის რთული, დროში
გაგრძელებული, მაგრამ კარგი კანონის გაუქმება არ არის გამოსავალი.
ეკატერინე ციმაკურიძემ დააფიქსირა ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი საქართველოს,
როგორც ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია, რომ ეს ცვლილება არ
არის წინგადადგმული ნაბიჯი და პირიქით, ეს გახლავთ სვლა უკან. ერთხელ რომ არ
გამოვიდა, მისი აზრით არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გაგრძელდეს მცდელობები. ეს
ერთგვარად დაკავშირებულია პოლიტიკურ კულტურასთანაც, რომელსაც სჭირდება
ჩამოყალიბება. ეს ცვლილება გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის
შეთანხმებას, ასევე ვენეციის კომისიას აქვს რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ცესკოს
თავმჯდომარისა და წევრების არჩევა უნდა ხდებოდეს ფართო ჩართულობით.
გურამ მაჭრაშვილმა ეკატერინე ციმაკურიძის მიერ დაფიქსირებულ პოზისიათან
დაკავშირებით, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, გააკეთა განმარტება,
რომ შემოთავაზებული ცვლილებით ფართო კონსენსუსის პრინციპი არ იცვლება,
ვინაიდან პირველი კენჭისყრის დროს გადაწყევტილების მიღება სრული
შემადგენლობის უმრავლესობით შენარჩუნებულია, აგრეთვე არ იცვლება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატების პარლამენტისათვის წარდგენის
პროცედურები. მთავარი მიზანი ამგვარი პროცედურების არსებობის იყო და არის
შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა კანდიდატებს
მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ მათ მიმართ არანაირი პრეტენზია, არც
პროფესიონალიზმის და არც კეთისლსინდისიერების კუთხით, რაც ასევე
წარმოადგენდა შარლ მიშელის შეთანხმებაში დაფიქსირებულ მთავარ კრიტერიუმებს.
გადაწყვეტილების მიღების დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი ჩადებული იყო
აგრეთვე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში.
გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული პროცესი
ნიშნავს შეთანხმებას და არა გადაწყვეტილების მიუღებლობას. წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტი ემსახურება სწორედ ამ მიზანს, კერძოდ, რომ არ მოხდეს
ხელოვნურად გადაწყვეტილებების მიღების დაბლოკვა.
ეკატერინე ციმაკურიძემ დამატებით განმარტა, რომ
მის მიერ გაკეთებული
განცხადება, იმის ტაობაზე, რომ შემოთავაზებული ცვლილება ცვლის პრიციპს და არის
უკან გადადგმული ნაბიჯი, გულისხმობს იმას, რომ ერთ დღეში, ყოველგვარი
კონსულტაციების გარეშე შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება.
შალვა პაპუაშვილმა ეკატერინე ციმაკურიძის მიერ მისი ორგანიზაციის სახელით
გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არასწორია მოსაზრება იმის
თაობაზე, რომ უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება არის
არადემოკრატიული პროცესი, თუნდაც იმის გამო, რომ თანამდებობის პირთა დიდი
უმრავლესობის არჩევა სწორედ უბრალო უმრავლესობით ხდება. ასევე არასწორია, რომ
პარტიული უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღება უბრალო უმრავლესობით
არის არადემოკრატიული პროცესი. მისი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
4
ტერმინების სწორად გამოყენებას, მითუმეტეს როდესაც განცხადებების გაკეთება
ხდება პარლამენტში.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მხრიდან „დემოკრატიის ინდექსი
ასევე არასწორია საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მედიატორის როლზე
მითითება და აქცენტის გაკეთება, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტს კანდიდატებს
წარუდგენს მის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც, თავის მხრივ კანდიდატებს ირჩევს
პროფესიული ნიშნით და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით. შალვა პაპუაშვილმა
აქცენტი გააკეთა კიდევ ერთ მომენტზე, რომ კვალიფიციური უმრავლესობის
დემოკრატიულ პროცესებთან გაიგივებით ხდება იმგვარი ტენდენციის შექმნა, რომ
უბრალო უმრავლესობა ეს ცუდი უმრავლესობაა, მაშინ როდესაც მთელ სამყაროში
გადაწყვეტილებების 90 პროცენტზე მეტი მიიღება უბრალო უმრავლესობით.
კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება განიხილება, როგორც
კონსენსუსის მიღწევის მთავარი მექანიზმი, თუმცა, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,
საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით კონსენსუსის
მიღწევა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის ნიშნავს არა
შეთანხმებას, არამედ უმრავლესობის მხრიდან დათანხმებას.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის,
პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/129;
01.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის III მოსმენით
განხილვა
მოისმინეს: პაატა მანჯგალაძის მოხსენება.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
განსაზღვრული
პროცედურის
შესაბამისად, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მესამე მოსმენისათვის რეგლამენტის
პროექტის რედაქციული თვალსაზრისით დახვეწის მიზნით, რეგლამენტის პროექტის
პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
2281 მუხლის პირველ პუნქტში განხორციელდა რამდენიმე რედაქციული ხასიათის
ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
„1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის
დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის
შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი
(შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი).“
შენიშვნა რედაქციული ხასიათის ცვლილებები კომიტეტის წევრებს გააცნო მაკა
წულაიამ (მთავარი სპეციალისტი)
აზრი გამოთქვეს და პოზიცია დააფიქსირეს:
თამარ კორძაიმ ორივე განხილულ კანონპროექტზე აღნიშნა, რომ „ორივე არის
პოლიტიკური პარტიების
მიზანშეწონილობიდან გამომდინარე საკითხები,
განსაკუთრებით პოლიტიკური ჯგუფების შექმნის წესის ცვლილება, რაც ცალსახად
ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ გვყოფნის რაც წერია კანონში, ვერ ვეტევით კანონის
მოთხოვნებში და უნდა შევქმნათ პოლიტიკური ჯგუფები, რადგან დამოუკიდებელი
დეპუტატის სტატუსით არსებობა რაღაც დისკომფორტს ქმნის. მისი აზრით ამ
კანონპროექტისათვის ხმის მიცემა არის პოლიტიკურ კორუფცია. მერამდენედ
შეიძლება შეიცვალოს რეგლამენტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმის
გამო, რომ ვიღაცეები ვერ ვიღებთ იმ წესებს, რაც წერია კანონში“.
გურამ მაჭარაშვილმა განმარტა დამატებით, რომ წარმოდგენილი რეგლამენტის
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო
ფრაქციის
„ლელო“პარტნიორობა
საქართველოსათვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
5
მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი
განიხილავს საპარლამენტო
ფრაქციის „ლელო“- პარტნიორობა
საქართველოსათვის“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და
თანდართულ მასალებს.
ფრაქციის წევრები არიან:
1. არმაზ ახვლედიანი
2. ანა ნაცვლიშვილი
3. სალომე სამადაშვილი
4. დავით უსუფაშვილი
5. შალვა შავგულიძე
6. დილარ ხაბულიანი
7. ბადრი ჯაფარიძე
ფრაქციის თავმჯომარედ არჩეულია - ბადრი ჯაფარიძე.
წარმოდგენილია აგრეთვე ფრაქციის - „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
ფრაქციის წესდება.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე
წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე
მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფრაქცია
„ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაცია.
1.
2.
კენჭისყრები:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი
ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) II მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
მომხრე - 5 წევრი
წინააღმდეგი - 2 წევრი
გადაწყვიტეს:
საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის,
დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
II მოსმენით
განხილვისათვის;
რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე ლევან მგალობლიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე
გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით მხარი
დაუჭიროს საქართველოს
პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის, პაატა
მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/129;
01.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის III მოსმენით
განხილვას
6
3.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
მომხრე - 6 წევრი
წინააღმდეგი - 1 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის,
პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/129;
01.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მომზადებულად
ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;
რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საპარლამენტო ფრაქცია - „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
რეგისტრაციას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
გურამ მაჭარაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
7