„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5
იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
პუნქტების შესაბამისად
რეგლამენტის
189-ე
მუხლის
პირველი
და მე-2
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებით
გათვალისწინებული მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„5. ელისაშვილი ალექსანდრე − საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის N87-IIრს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების
პროექტის
მიზანია
“მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
დადგენილებაში ცვლილების შეტანა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე საქართველოს
პარლამენტის ბიუროს უახლესი გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისთვის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“
მიერ გაკეთებული მოთოვნის შესაბამისად.
ა.ა.ბ)
არსებული
პრობლემის
გადასაჭრელად
დადგენილების
მიღების
აუცილებლობა:
დადგენილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
„მოქალაქეების“
მიერ
გაკეთებული
მოთოვნით
ევროპის
საბჭოს
საპარლამენტო
დელეგაციის შემადგენლობაში მისი წევრის ცვლილების თაობაზე.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების პროექტის მიღების შედეგად, ცვლილება შევა საქართველოს
პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ მიერ გაკეთებული მოთხოვნის
შესაბამისად.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის ევროპის
საბჭოში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის ცვლილებას.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილების პროექტის
მიმართ.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ვინაიდან საპარლამენტო
დელეგაციის
ვიზიტი
საერთაშორისო
ორგანიზაციის
საპარლამენტთაშორისო
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ხდება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ
წინასწარ გაწერილი წლიური ღონისძიების თარიღების მიხედვით, საპარლამენტო
დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში,
უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა არ დაგვიანდეს/გადაიდოს მთლიანად დელეგაციის
ვიზიტი ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს
დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება:
დადგენილების
პროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა
დადგენილების
პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი,
მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი):
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
შემოღებას არ ითვალისწინებს;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის
შეფასება;
დადგენილების
ამოქმედება
გავლენას
არ
მოახდენს
ბავშვთა
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ)დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება,
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.