საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-16352/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 56

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 17 დეკემბერი, 11.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) III მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2021 წლის 17 დეკემბერი, 11.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) 1. 2. სხდომის ოქმი N56 სხდომის თავმჯდომარე: გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე, სავალან მირზოევი და ირაკლი ქადაგიშვილის უფლებამონაცვლე შალვა პაპუაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) III მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი სხდომის თავმჯდომარემ სხდომის დღის წესრიგის პროექტის წარდგენის შემდეგ კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა. კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) III მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) III მოსმენით განხილვა. მოისმინეს: შალვა პაპუაშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტში რედაქციული ხასიათის შესწორებებზე. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის: პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ პუნქტიქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს;“ რედაქციული ცვლილებები მოცემულია ტექსტში თვალსაჩინოდ პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, 2. 205-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაცკანდიდატთაგან თითოეულს, რომელსაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვაუმრავლესობამ დაუჭირა მხარი, დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც ხელახალი კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.“ რედაქციული ცვლილებები მოცემულია ტექსტში თვალსაჩინოდ მეორე მუხლი განსაზღვრავს რეგლამენტის პროექტის ამოქმედების ვადას - „2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“. რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ - რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართულ მასალებს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე - ხათუნა სამნიძე; პოლიტიკური ჯგუფის წევრები: გიორგი ვაშაძე; პაატა მანჯგალაძე; 2 თეონა აქუბარდია; ტარიელ ნაკაიძე.. წარმოდგენილია აგრეთვე პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წესდება. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ - რეგისტრაცია. გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რომლის თანახმადაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა აქვთ უკვე არა მხოლოდ ერთი პარტიული სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს, არამედ ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებსაც. აზრი გამოთქვეს და პოზიცია დააფიქსირეს: თამარ კორძაიმ ორივე განხილულ კანონპროექტზე აღნიშნა, რომ ორივე არის პოლიტიკური პარტიების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე საკითხები, განსაკუთრებით პოლიტიკური ჯგუფების შექმნის წესის ცვლილება, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ გვყოფნის რაც წერია კანონში, ვერ ვეტევით კანონის მოთხოვნებში და უნდა შევქმნათ პოლიტიკური ჯგუფები, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით არსებობა რაღაც დისკომფორტს ქმნის. მისი აზრით ამ კანონპროექტისათვის ხმის მიცემა არის პოლიტიკურ კორუფცია. მერამდენედ შეიძლება შეიცვალოს რეგლამენტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაცეები ვერ ვიღებთ იმ წესებს, რაც წერია კანონში. გურამ მაჭარაშვილმა განმარტა დამატებით, რომ წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო ფრაქციის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართულ მასალებს. ფრაქციის წევრები არიან: 1. არმაზ ახვლედიანი 2. ანა ნაცვლიშვილი 3. სალომე სამადაშვილი 4. დავით უსუფაშვილი 5. შალვა შავგულიძე 6. დილარ ხაბულიანი 7. ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის თავმჯომარედ არჩეულია - ბადრი ჯაფარიძე. წარმოდგენილია აგრეთვე ფრაქციის - „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ ფრაქციის წესდება. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაცია. 3 1. 2. კენჭისყრები: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) III მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/140; 08.12.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის; რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„რეფორმების ჯგუფი“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. გურამ მაჭარაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 4