საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის და სოზარ სუბარის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/133; 07.12.2021) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი
ნომერი
#2-16420/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-16420/21 17-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/133; 07.12.2021). აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, სადაც მითითებულია მუნიციპალიტეტის კორუფციის საკრებულოს შესახებ“ ფრაქციის საქართველოს თავმჯდომარე კანონში ემატება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რადგან მასზეც გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოქმედება. კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმ მიზნით რომ დროულად მოხდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე, ფრაქციის თავმჯდომარის მსგავსად „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტი განხილული და მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით მიიღოთ გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აღნიშნული