საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“; „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“, „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“ თემატური მოკვლევის ჯგუფების მუშაობის ვადის, ჯგუფების მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-16461/21
20-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად,
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიმდინარეობს შემდეგი
თემატური მოკვლევები:
-
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული
სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“;
- „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების
პერსპექტივები“;
- „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული
სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის
შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული თემატური მოკვლევების ვადების
გაგრძელება ერთი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge