საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ (№1-9092/21; 30.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-16476/21
20-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადებაზე „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ
დასახლებათა წახალისების შესახებ“
(1-9092/21; 30.06.21)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ
ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაღალმთიან დასახლებათა
ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია 2022 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ, იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც
რეალურად იფუნქციონირებენ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებაში,
ფაქტობრივად ექნებათ რეგისტრირებული ოფისი ან რეგისტირებული იჯარის
ხელშეკრულება. ასევე, მუდმივად დასაქმებული იქნება მინიმუმ ერთი ადგილობრივი
ფიზიკური პირი.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით აღნიშნული ცვლილებით,
მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის პოზიტიური ზეგავლენა
ქვეყნის განვითარებაზე, რადგან: 1. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ
დასახლებებს გაუჩნდებათ დამოუკიდებელი შემოსავლების წყაროები; 2. საშემოსავლო
გადასახადების ანარიცხები ასევე მიმართული იქნება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში
შეყვანილ დასახლებების შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტებში; 3. ხელი შეეწყობა
დედაქალაქის განტვირთვას.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ იგი ეწინააღმდეგება
საქართველოსა და ევროკავშირს შორილ ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებას,
რომელიც სხვა მრავალ საკითხთან ერთად მოიცავს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ კანონის ევროკავშირის შესყიდვების შესახებ დირექტივებთან ჰარმონიზაციას.
ხსენებული ვალდებულებების თანახმად, ამ დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ
საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხები გაიხარჯოს საჯაროდ, ღია, გამჭვირვალე
და კონკურენტულ გარემოში, ყველა ეკონომიკური ოპერატორისთვის თანაბარ პირობებში,
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ხოლო სატენდერო პროცედურებიდან და კანონიდან გამონაკლისი შესყიდვები მინიმუმამდე
იქნეს დაყვანილი.
აგრეთვე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“
ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას
შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და
თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების
შემთხვევაში,
ზემოთაღნიშნული პრინციპები ვერ იქნება დაცული და გამოიწვევს
სახელმწიფოს მხრიდან
ხელოვნურად კონკურენციის შეზღუდვას და შესყიდვის
განხორციელებისას, რომელიმე სუბიექტის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
გარდა ამისა, წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს
მთავრობამ წარმოადგინა უარყოფითი დასკვნა.
ზემოთ აღნიშნულიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6
პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი