„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ:
ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი:
რეზოლუციის მიზანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა დაადასტუროს უკრაინის
სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის
მიმართ მხარდაჭერა. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის
მოქმედებებმა უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვნად გაამწვავა უსაფრთხოების გარემო
ფართო შავი ზღვის რეგიონში, იკვეთება აღნიშნული საგანგაშო პროცესების მიმართ
საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებისა და მისი ყურადღების მიპყრობის
საჭიროება. რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის
პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას
აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საკითხები,
როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ა.ა.ბ) არსებული
აუცილებლობა:
პრობლემის
გადასაჭრელად
რეზოლუციის
პროექტის
მიღების
რუსეთის ფედერაციის მოქმედებები უკრაინის საზღვართან, ღია და დაუფარავი სამხედრო
აგრესიის მუქარა პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის, ასევე
საქართველოს და მთლიანად ფართო შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველოს
პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რეზოლუციის მიღებით
დაუჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ
მთლიანობას.
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები:
რეზოლუცია წარმოაჩენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის,
დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ხელს შეუწყობს
რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უმწვავესი საკითხის საერთაშორისო
საზოგადოების დღის წესრიგში შენარჩუნებას.
ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი:
რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს,
დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ფედერაციის
ქმედებებს, რომლებიც მიმართულია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და პირდაპირ და
უშუალო საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს და ფართო შავი ზღვის რეგიონის
უსაფრთხოებას.
1
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის მიმართ
(რეზოლუციის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს რეზოლუციისათვის ან მისი ცალკეული
ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღნიშნული
რეზოლუციის დაუყოვნებლივ მიღება, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები
უკრაინის საზღვართან შეიცავს მყისიერ, პირდაპირ და ღია მუქარას უკრაინის
სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი
რეზოლუციის პროექტის ინიციატორების მიერ.
ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეზოლუციის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეზოლუციის პროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
საჭიროების შემთხვევაში, რეზოლუციის პროექტით განსაზღვრული ღონისძიებების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის სახელმწიფოსთვის ჰუმანიტარული დახმარების
გაწევის შემთხვევაში საჭირო გახდება შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ოფიციალური კიევის მხარდასაჭერად გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინის საკითხზე დაგეგმილ
ღონისძიებებში საქართველოს მთავრობის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები
დაფინანსდება შესაბამისი უწყების ასიგნებების ფარგლებში.
2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარება დადებით ფინანსურ
გავლენას იქონიებს უკრაინის სახელმწიფოსთვის.
ბ.ვ) რეზოლუციის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის გავლენის შეფასება:
რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
3
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების 5 შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი:
რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა
ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე
მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.
ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი:
რეზოლუციის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა
ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე
მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.
4
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ვინაიდან,
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების
მონაცემებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის საზღვრებთან მსხვილი
საბრძოლო შენაერთების და ტექნიკის მობილიზებას და ფართომასშტაბიანი
სამხედრო აგრესიის პირდაპირ და დაუფარავ მუქარას;
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს ღია და
დაუფარავ პროვოკაციულ სამხედრო საზღვაო მანევრებს ახორციელებს;
რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს,
ემუქრება
უკრაინის
სუვერენიტეტს,
ტერიტორიულ
მთლიანობასა
და
დამოუკიდებლობას;
რუსეთის ფედერაციის განცხადებები და მოქმედებები მიმართულია უკრაინისა და
საქართველოს არა მარტო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების
წინააღმდეგ, არამედ ამ ორი სახელმწიფოს მთლიანად დასავლური კურსის
გენერალურ ცვლილებაზე;
აშკარაა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის და ფართომასშტაბიანი სამხედრო
მოქმედებების პერსპექტივა, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის
სუვერენული სახელმწიფოს, არამედ საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის და
მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას;
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:
1.
სოლიდარობას უცხადებს და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს
მეგობარი, სტრატეგიული მოკავშირე, თავისუფლების მოყვარე უკრაინელი
ხალხის
ევროპული
და
ევრო-ატლანტიკური
არჩევანის,
უკრაინის
სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
2.
მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ
განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს და დაგეგმილ ძალისმიერ
სამხედრო აგრესიას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ძირითად
პრინციპებს და სხვა მრავალმხრივ ნაკისრ ვალდებულებებს პირდაპირ
ეწინააღმდეგება.
3.
მიმართავს საქართველოს მთავრობას, დაიწყოს აქტიური კონსულტაციები
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში
ქმედითი პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა დახმარება აღმოუჩინოს
უკრაინის სახელმწიფოს.
4.
მიმართავს საქართველოს მთავრობას, ოფიციალური კიევის მხარდასაჭერად
აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს
და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინის საკითხზე დაგეგმილ
ღონისძიებებში.
5.
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის
საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო შენაერთები, შეწყვიტოს აზოვის
ზღვაში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროვოკაციული ღონისძიებები და უკრაინის
სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის
წანააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება.
6.
მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ ქმედითი პოლიტიკური,
ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინის, მშვიდობის და
თავისუფლების მოყვარული მოქალაქეების დასახმარებლად, რუსეთის
ფედერაციის
სამხედრო
აგრესიისგან
უკრაინის
დასაცავად
და
ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
7.
მოუწოდებს
ევროკავშირსა
და
ჩრდილოატლანტიკურ
ალიანსს,
გაათვითცნობიეროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მზარდი გეოპოლიტიკური რისკები და იმუშაოს ამ ორგანიზაციებში საქართველოსა და
უკრაინის
ინტეგრაციის
პრაქტიკული
ნაბიჯების
მყისიერ
რეჟიმში
გადადგმისთვის.