საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ კომერციული იურიდიული პირის დირექტორის სოციალურად დაუცველი პირის სტატუსთან დაკავშირებულ (№1-15389/21; 29.11.2021) საკანონმდებლო წინადადების შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16734/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-16734/21 22-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 21 დეკემბერს სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომერციული იურიდიული პირის დირექტორის სოციალურად დაუცველი პირის სტატუსთან დაკავშირებით (№115389/21; 29.11.2021). საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, რომ კომერციული იურიდიული პირების დირექტორებს შეეზღუდოთ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მიღება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების, ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის, შეწყვეტის წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, შესაბამისად კანონის დონეზე მსგავსი შეზღუდვის დაწესება მიზანშეწონილი არ არის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ არ ფიქსირდება პირის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge