საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა-რეკომენდაცია „საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) 2020-2021 წლებში მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-16736/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-11-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 36
შენიშვნა კომიტეტეტების გაერთიანებული სხდომა: 1)დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; 2)რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 29 ნოემბერი, 10:30 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“ (07-2/87; 19.11.2021); მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი; პასუხისმგებელი: გიორგი სირაძე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020))“ შეთანხმება (07-2/91; 22.11.2021); მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; პასუხისმგებელი: გიორგი ესაკია; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/64; 30.06.2021) (II მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მიხეილ დუნდუა; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/82; 21.10.2021); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა მოადგილე - გურამ გურამიშვილი; და მდგრადი განვითარების მინისტრის პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ე. ჭეიშვილი; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/84; 29.10.2021); მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - ნიკოლოზ გვენეტაძე; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ა. შალუტაშვილი; 6. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ (1-9092/21; 30.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს მოქალაქე - ზურაბ ვანიშვილი; პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად 12:00 საათი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) 7. აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვა (2020-2021 წწ); მომხსენებელი: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - დავით ონოფრიშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან ერთად 13:30 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 8. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად - ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - გიორგი წერეთელი; პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე; 9. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად: - საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის 2020-2021 წლებში წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ალექსანდრე თევდორაძე - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი; თანამომხსენებელი: ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი N36 ქ. თბილისი 29 ნოემბერი, 2021 წ. სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: თამილა შაბაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, სულხან სიბაშვილი, გელა სამხარაული, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი (სულ 13 წევრი). მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მიხეილ დუნდუა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს მოქალაქე - ზურაბ ვანიშვილი; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - დავით ონოფრიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - გიორგი წერეთელი; საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 1 დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: განსახილველი საკითხები 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარებს სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“ (№07-2/87; 19.11.2021); მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020))“ შეთანხმებას (№07-2/91; 22.11.2021). მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/64; 30.06.2021). (II მოსმენა) მომხსენებელი: მიხეილ დუნდუა 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/82; 21.10.2021). მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/84; 29.10.2021). მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი, 6. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ (№1- 9092/21; 30.06.2021). მომხსენებელი: ზურაბ ვანიშვილი 2 7. აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვა (2020-2021 წ.წ ) მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი 8. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად - ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: გიორგი წერეთელი 9. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად,: - საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის 2020-2021 წლებში წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ალექსანდრე თევდორაძე მოისმინეს: 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარებს სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებაზე (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“. მომხსენებლის ინფორმაციით „გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“, განზრახულობათა დეკლარაციის შესაბამისად საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმების მხარდასაჭერად. ამ კუთხით 2018-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა - 205 მილიონი ევრო (AFD) და 199 მილიონი ევრო (KFW). აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) კვლავ მზადაა ითანამშრომლოს საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში. ამ მიზნით AFD-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილია სესხი 150 მილიონი ევროს ოდენობით (მეოთხე ტრანშის სახით). შესაბამისად მ. წ. 16 ნოემბერს ხელი მოეწერა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)”. სესხის ფინანსური პირობებია: 3 • • • • • სესხის ოდენობა: 150 მილიონი ევრო; სესხის ხანგრძლივობა: 20 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი; საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული, შეადგენს 0,81%-ს; ადმინისტრირების გადასახდელი: 0.5% (ერთჯერადი გადასხდელი, ერიცხება სესხის მთლიან მოცულობას); ვალდებულების გადასახდელი: 0.5% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს). აღნიშნული სესხი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს, რომელიც მიმართული იქნება ბიუჯეტში. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020))“ შეთანხმებაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, 2020 წლის 30 ივლისს გაფორმდა შეთანხმება ფინანსური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, რომლის მიხედვითაც, გერმანიის მთავრობა შესაძლებლობას აძლევდა საქართველოს მთავრობას, მიეღო ფინანსური დახმარება (18,500,000 ევროს ოდენობით) გრანტის სახით პროექტისათვის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“. აღნიშნული პროექტისათვის გრანტის სახით გათვალისწინებულ იქნა დამატებით 5,237,625.90 ევროს გამოყოფის შესაძლებლობა, რომლის ხელმისაწვდომობის წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2021 წლის 5 ნოემბერს. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 4 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის - მიხეილ დუნდუას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა მეორე მოსმენისთვის მუხლობრივად წარმოადგინა კანინპროექტში გათვალისწინებული შენიშვნები. კერძოდ, კანონის პროექტის მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ 1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცება. 2. პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირისათვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება. ასევე, კანონის პროექტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან. აზრი გამოთქვეს: მამუკა ხაზარაძემ, ირაკლი ზარქუამ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 5 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოში დღემდე არ არსებობს შეზღუდული რაოდენობის ნებართვების გაცემისა და უარის თქმის წესი, რაც სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს გადამზიდველებში. წლის დასაწყისში, იმის მიუხედავად, თუ როგორი გეგმა აქვთ დასახული გადამზიდველებს, ხდება ნებართვების გაცემა, რომელიც წლის ბოლოს იწვევს დეფიციტს. კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს ბევრი ნებართვები და ვერ იყენებენ კონტრაქტების უქონლობის გამო, შემდგომში ხდება მათი არასწორად გამოყენება. იქმნება ე.წ. „შავი ბაზარი“. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დარეგულირებას, ვინაიდან წლის ბოლოს იმატებს მოსავლის ექსპორტზე გატანის მოთხოვნა. შესაბამისად „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომელიც დაარეგულირებს ნებართვების გაცემისა და მასზე უარის თქმის წესს. აღნიშნული ცვლილება იწვევს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებასაც, რაც გულისხმობს, რომ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. 2011 წლამდე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ქვედანაყოფებს წარმოადგენდა სამი დეპარტამენტი: • სამოქალაქო ავიაციის, • საზღვაო ტრანსპორტის • საავტომობილო ტრანსპორტის. სტრუქტურულ ადმინისტრაციის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ნორმატიულ აქტებს. შესაბამისად, ავიაციის, საავტომობილო და საზღვაო სფეროს ტექნიკური რეგულირება ხდებოდა ადმინისტრაციის უფროსის ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2011 წელს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტოებიდან, აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებს, ხოლო, სახმელეთო ტრანსპორტის დარგის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სატრანსპორტო ოპერაციების მნიშვნელოვანი ზრდიდან გამომდინარე, სახმელეთო ტრანსპორტის დარგის განვითარების, დარგში 6 არსებულ საკითხებზე ოპერატიულად რეაგირების, პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის მიზნით, მნიშვნელოვანია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს მიეცეს დარგის მარეგულირებელი ნორმატიულ აქტების გამოცემის უფლებამისილება. აზრი გამოთქვეს: ბექა ლილუაშვილმა, ეკა სეფაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის ინფორმაციით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ - „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების დამუშავება/გამოყენების მიზნით, რაც აუცილებელია ხელშელმკვრელ ქვეყნებთან კვოტების განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია, ფლობდეს ინფორმაციას, როგორც ქართველი, ისე უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის თაობაზე. მომხსენებლის ინფორმაციით ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხდება ხსენებული ნებართვების გადაკეთება ან/და გასხვისება, რაზეც სააგენტოს მხრიდან ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგის ღონისძიებები. ამასთან, აღნიშნული მონიტორინგის მეტად ეფექტურად ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს გააჩნდეს გადამზიდველების საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომა რათა შესწავლილ იქნეს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ნებართვების რეალურად გამოყენების შესახებ ინფორმაცია. ასევე სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების მეტად ეფექტურად წარმოებისათვის და დარგის სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. 7 საკანონმდებლო რეგულაციის (ცვლილების) გარეშე შეუძლებელია საგადასახადო საიდუმლოებაზე დაშვების მოპოვება. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 6. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ განხილვა მომხსენებლის არყოფნის გამო გადაიდო. მოისმინეს: 7. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - დავით ონოფრიშვილის მოხსენება აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვაზე (2020-2021 წ.წ ). მომხსენებელმა წარმოადგინა აგროდაზღვევის ბაზრის ბოლო ორი წლის მიმოხილვის ანგარიში და აღნიშნა, რომ აგროდაზღვევის ერთ-ერთი წარმატებული მოდელი ესპანეთის 44-წლიანი გამოცდილებაა, თუმცა პირველი 10-12 წელი მათთვისაც რთული იყო. აგროდაზღვევა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც დაიწო 2014 წლიდან. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არის სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. სამსახურის მთავარი ამოცანაა, სექტორში დაზღვევის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. სამსახურში 8 ფუნქციონირებს საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ყოველწლიურად წარედგინება ანგარიში წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. აგროდაზღვევის პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ა.შ. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო. მომხსენებელმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ინფორმაცია 2020-2021 წლის ფინანსური მაჩვენებლებისა და აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილე კომპანიების შესახებ. ასევე მსოფლიო ბანკის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე. აღინიშნა აგროდაზღვევის სფეროში არსებული პრობლემები. კერძოდ, • ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობის მზადყოფნის დაბალი მაჩვენებელი; • კვალიფიციური აგენტების ნაკლებობა; • მეტეოროლოგიური ინფორმაციის ნაკლებობა; • საკუთრების რეგისტრაცია; • დაზღვევის „ფროდები“; • კომპანიების მხრიდან რისკების გადაზღვევა. აზრი გამოთქვეს: დავით ონოფრიშვილმა, ნინო წილოსანმა, შალვა კერესელიძემ, ეკა სეფაშვილმა, დევი ხეჩინაშვილმა (სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია), გელა ხანიშვილმა (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე), ივანე ბუჯიაშვილმა (სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“), გიორგი გოგიაშვილმა (ფერმერი), ილია თამარაშვილმა (ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი). გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი ანგარიში. მოისმინეს: 9 8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის - გიორგი წერეთელის მოხსენება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშზე. მომხსენებლის ინფორმაციით ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულია ორი მიმართულება: დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის მიმართულება და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულება. წითელი ხიდიდან სარფის მიმართულებით დღესდღეობით 460 კმ სიგრძის გზაა, როდესაც ეს გზა დასრულდება 30 კილომეტრით იქნება აღნიშნული მონაკვეთი შემცირებული. დღეის მდგომარეობით კი ამ გზის ნახევარი, 220 კილომეტრი გზა უკვე აშენებულია და ექსპოლუატაციაშია შესული. უპრეცედენტო იყო ბოლო ორი წელი საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სამუშაოების თვალსაზრისით. 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზა აშენდა და დასრულდა. ესენია: • ქუთაისის შემოვლითი 41 კმ ოთხ ეტაპიანი გზა, რომელზეც ჯამში 182 მლნ დაიხარჯა; • ჯაპანა-ლანჩხუთის გზა, • ხაშურის შემოვლითი 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. • ბაკურციხე-გურჯაანის მიმართულება, 15 კმ-იანი გზა, რომელიც 2021 წელს დასრულდა და გურჯაანის პრობლემა, საცობები და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა დღეს აღარ არსებობს. რაც შეეხება, რიკოთის უღელტეხილს, ეს არის საუკუნის პროექტი, 52 კილომეტრიანი მონაკვეთი, 96 ხიდით და 53 გვირაბით. ამ ეტაპზე ერთდროულად მიმდინარეობს მუშაობა 80 ხიდზე და 47 გვირაბზე. 2022 წელი გარდამტეხი იქნება ამ პროექტის დასრულების თვალსაზრისით, რადგან ეტაპებად გაიხსნება თითოეული მონაკვეთი. მთლიანობაში პროექტი კი 2023 წლისთვის დასრულდება. მომხსენებელმა დეტალურად წარადგინა ინფორმაცია ქვეყნის სხავადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. კერძოდ: • ზემო ოსიაური-ჩიმათელეთის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი; • ბათუმის შემოვლითი გზა; • გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი; • სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი; • ქვეშეთი-კობის მონაკვეთი; • სადახლოს საზღვარზე ორი 120 მეტრიანი „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა, სომხეთის რესპუბლიკის თანამონაწილეობით • ფოთის ხიდის მშენებლობა; მომდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან შიდასახელმწიფოებრივი გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის. 10 კახეთის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ აღინიშნა, რომ დაგეგმილია: • თბილისი-საგარეჯოს ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა; • საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა; • ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა; • წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობა; • გურჯაანი-თელავის მიმართულებით გზის მშენებლობა; მნიშვნელოვანია მთის გზების განვითარების პროექტების განხორციელება. კერძოდ: • საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა; • ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთი; • აბასთიმნის შემოვლითი მონაკვეთი; • ქუთაისის აეროპორტის-აბასთუმნის მონაკვეთი; • ხულო-ზარზმის მონაკვეთი; • ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი საერთაშორისო სტანდარტების გზა; • ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია; • მესტია-უშგული-ლენტეხის დამაკავშირებელი გზა; დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაცია. საგზაო დეპარტამენტის მიერ 2020-2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნა შესრულებული. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, სოზარ სუბარმა, გიორგი ვაშაძემ, მზია გიორგობიანმა (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე). გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი ანგარიში. მოისმინეს: 11 9. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ალექსანდრე თევდორაძის მოხსენება საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის 2020-2021 წლებში წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშზე. მომხსენებლის ინფორმაციით სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2 მლნ 300 ათასი ბენეფიციარია იმ არეალში, რომელსაც კომპანია უნდა ფარავდეს. დღეის მდგომარეობით კი კომპანია 900 ათას ბენეფიციარს ემსახურება. ქალაქების 52% უზრუნველყოფილია 24 საათიანი წყალმომარაგებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულია 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს წყალმომარაგების სამოქმედო გეგმასაც, რომელიც ითვალისწინებს 20212025 წლებში ყველა ქალაქის 24 საათიანი ხარისხიანი სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებას. ასევე შესაბამისი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დასრულებას. სამოქმედო გეგმის თანახმად, 2026-2030 წლებში კომპანია საქართველოში ყველა ქალაქის, სოფლისა და დაბის წყლით. გეგმავს 2020-2021 წელს კომპანიამ დონორების მხარდაჭერით განახორციელა უპრეცენდენტო სამუშაოები. კერძოდ, აღსანიშნავია ქუთაისის, ზუგდიდის, ჭიათურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელება. დონორების მხარდაჭერით დაგეგმილია აგრეთვე სტეფანწმინდის, სამტრედიის, ბაღდათის, ვანის, ხაშურის წყალმომარაგების პროექტების განხორციელება. მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია გუდაურის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ასევე ხორციელდება დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ტენდერებს, აღსანიშნავია, რომ ამჟამად გაფორმებულია 105 ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება არის 1 მლრდ 100 მლნ ლარი. აზრი გამოთქვეს: სოზარ სუბარმა, დავით სონღულაშვილმა. 12 გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი დავით სონღულაშვილი თამილა შაბაშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 13