საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის 2021 წლის 26 დეკემბერს, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და "საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალზე − საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021" მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-16737/21
22-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო კახაბერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ მ.წ. 26
დეკემბერს, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, ჩემი სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და "საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალზე −
საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021" მონაწილეობის ანგარიშს.
დანართი: 9 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან
მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ქალბატონ დუბრავკა ფილიპოვსკისთან
ბელგრადი, 26 ნოემბერი, 2021
ხანგრძლივობა: 45 წუთი.
სერბული მხრიდან ესწრებოდნენ:
ქ-ნი დუბრავკა ფილიპოვსკი - სერბეთის რესპუბლიკის
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
ეროვნულ
ასამბლეაში
ქართული მხრიდან ესწრებოდნენ:
ქ-ნი ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
ბ-ნი დავით დონდუა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის
რესპუბლიკაში
ქ-ნი ხათუნა კვიციანი - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი
ბ-ნი ილია კობერიძე - სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით
რწმუნებული
დუბრავკა ფილიპოვსკი:
-
-
-
მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს ჩემს კოლეგასთან ერთად „ბელგრადის
ეთნოლოგიურ ფესტივალზე“ საქართველოს დღეს ხსნით. სასიამოვნოა ფესტივალი
რომ ტარდება. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან ცოტა
კულტურული ღონისძიება იმართება.
სერბეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი საკმაოდ
დიდია. იმავდროულად გვაქვს განგრძობითობაც, ვინაიდან მე უკვე მეორე ვადით
გახლავართ მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი.
საქართველოში რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და მოხიბლული ვარ თქვენი
სტუმართმოყვარეობით.
ჩვენ ქვეყნებს ძალიან ბევრი საერთო აქვს, მათ შორის, რაღა თქმა უნდა,
მართლმადიდებლური რელიგია უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
კორონავირუსის პანდემიამდე ორ ქვეყანას შორის ძალიან აქტიური ურთიერთობები
და ხშირი კომუნიკაცია იყო. გაიმართა არაერთი მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტი,
პარლამენტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, გვაქვს ევროინტეგრაციის საკითხებზე
დიალოგი
და
ერთმანეთს
ვუზიარებთ
გამოცდილებას.
მნიშვნელოვანია
ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს სხვადასხვა მიმართულებით,
როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი, განათლება და კულტურა. ამ კუთხით
განსაკუთრებული როლი ენიჭება საპარლამენტო დიპლომატიას.
ელისო ბოლქვაძე:
-
-
-
-
-
ჩემთვის დიდი პატივია ფესტივალზე საქართველოს წარმოდგენა. ძალიან მომწონს
ფესტივალის დევიზი: „ჩემი ქვეყანა, ჩემი ინსპირაცია“. მსგავსი ღონისძიებები
უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის კულტურული და ხალხთაშორისი
კავშირების გასაღრმავებლად. უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო კიდევ უფრო
ფართოდ იყოს წარმოდგენილი სერბეთში, ისევე როგორც სერბეთი საქართველოში.
გაგვიხარდება, თუ სერბეთში ჩატარდება ქართული დღეები და საქართველოში
სერბული დღეები.
კორონავირუსის პანდემია დიდი ტრაგედიაა, თუმცა მსგავსი ფესტივალები აჩვენებს,
რომ ნამდვილი ცხოვრება ბრუნდება. პანდემიისა და შეზღუდვების მიუხედავად,
კულტურული დიპლომატია არ უნდა დავივიწყოთ.
საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტი ცალკე კომიტეტად ახალი
შექმნილია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კულტურა
უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება. კულტურის
სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რეფორმების გასაატრებლად,
კულტურული
განათლების,
კულტურული
დიპლომატიის,
საერთაშორისო
პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ცალკეული კულტურული პროგრამების
მიმართულებით.
გეთანხმებით,
საპარლამენტო
დიპლომატია
უაღრესად
მნიშვნელოვანია.
გაგვიხარდება, თუ გვესტუმრებით საქართველოში, როდესაც პანდემია ამის
შესაძლებლობას მოგვცემს.
დღეს ფესტივალზე ქართული საღამო იქნება და მიხარია, რომ შევძლებ ჩემი ქვეყნის
წარდგენას. ფესტივალი სერბეთის პრეზიდენტის მეუღლის საპატიო პატრონაჟით
ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი ასე აქტიურად არის ჩართული ქვეყნის
პოპულარიზაციაში.
დავით დონდუა:
-
-
ჩვენი პირველი შეხვედრისას დაგპირდით, რომ საპარლამენტო დიპლომატიას
გავააქტიურებდი და როგორც ხედავთ, უკვე პირველი სტუმრები გვყავს. ქალბატონ
ელისოს, როგორც მუსიკოსს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ როგორც
პარლამენტარი, ის ახალია ამ საქმეში, ისევე როგორც მისი კოლეგა ქალბატონი ბაია
კვიციანი.
ამ დილით დავბრუნდი თბილისიდან, სადაც 24 ნოემბერს შეხვედრა მქონდა
საქართველოს პარლამენტში სერბეთის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან,
ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. გადმოგცემთ მისგან გულითად მოკითხვას და
საკონტაქტო მონაცემებს. ძალიან აქტიური ქალბატონია და მზადაა თქვენთან
ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. დასაწყისისთვის გთავაზობთ უახლოეს
მომავალში ვირტუალურ ფორმატში შეხვედრას, რათა სამომავლო ნაბიჯები
დაგეგმოთ.
დუბრავკა ფილიპოვსკი:
-
ნამდვილად, დაპირებას უკვე ასრულებთ.
-
-
მალევე დავეკონტაქტები ქალბატონ თამარ ტალიაშვილს და შევეცდებით ერთობლივი
ღონისძიებები დავგეგმოთ.
სერბეთის ეროვნულ ასამბლეაშიც არიან წარმოდგენილი კულტურის ცნობილი
მოღვაწეები, რომელთაც პარლამენტს ახალი სული შთაბერეს. სამწუხაროდ,
კულტურისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი არც ისე მაღალია. არადა, ჩვენთვის
უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა. თუნდაც კულტურული მემკვიდრეობისა და
კოსოვოში არსებული სერბული კულტურული ძეგლების დაცვის მხრივ.
სერბეთსა და საქართველოში კულტურის დღეების გამართვა შესანიშნავი იდეაა, ამ
საკითხზე მე და ილიაც ვსაუბრობდით, თუმცა კორონავირუსმა შეგვიშალა ხელი.
კარგია, რომ თქვენც ახსენეთ.
ელისო ბოლქვაძე:
-
-
ხელოვანი ადამიანები პოლიტიკას ბევრ რამეს სძენენ, ისინი ხალხში პოპულარულები
არიან და პოლიტიკაც ხომ ხალხისთვისაა.
მე როგორც UNESCO-ს მშვიდობის ელჩს, არაერთი იდეა მაქვს და ვფიქრობ, ქართულ
პოლიტიკას ბევრ რამეს შევმატებ. ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ბავშვების
მუსიკალური განათლების მიმართულებით, ასევე კონფლიქტების მოგვარებისა და
მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით.
თუ სერბეთში რაიმე სახის კონცერტის ორგანიზება მოხდება, მზად ვარ მივიღო
მონაწილეობა.
შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის
კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ სანდრა ბოჟიჩთან
ბელგრადი, 26 ნოემბერი, 2021
ხანგრძლივობა: 1 საათი.
სერბული მხრიდან ესწრებოდნენ:
ქ-ნი სანდრა ბოჟიჩი - სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის
კომიტეტის თავმჯდომარე.
ქ-ნი სნეჟანა პაუნოვიჩი - სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და
მედიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ქ-ნი როზალია ეკრესი - სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და
მედიის კომიტეტის წევრი.
ქართული მხრიდან ესწრებოდნენ:
ქ-ნი ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
ბ-ნი დავით დონდუა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის
რესპუბლიკაში
ქ-ნი ხათუნა კვიციანი - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი
ბ-ნი ილია კობერიძე - სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით
რწმუნებული
სანდრა ბოჟიჩი:
-
-
ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ და თქვენთან ერთად გავხსნა ამ საღამოს
ბელგრადის ეთნოლოგიური ფესტივალი.
წარმოგიდგენთ ჩემს კოლეგებს. როგორც ხედავთ, კომიტეტი ძირითადად
მანდილოსნებით არის დაკომპლექტებული. პარლამენტში, მთავრობასა და
ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ქალების აქტიური ჩართულობა ჩვენი
ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
კომიტეტის საქმიანობას რაც შეეხება, ბოლო 7 წელიწადში 10-ზე მეტი კანონი მივიღეთ.
დეკემბერში უნდა მივიღოთ კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
სამწუხაროდ, კულტურის სფეროს დაფინანსება დიდი არ არის, თუმცა
სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ვცდილობთ მნიშვნელოვანი
პროექტები განვახორციელოთ.
ელისო ბოლქვაძე:
-
-
-
-
-
მიხარია ბევრი ქალის ნახვა პარლამენტში. ისინი პოლიტიკას სხვა ინსპირაციას სძენენ.
საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტი ახალი შექმნილია. ბევრი
მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას ვგეგმავთ სამინისტროსთან ერთად. მათ შორის
აღსანიშნავია საავტორო უფლებების საკითხი, რაზეც ამერიკელ ექსპერტებთან ერთად
ვმუშაობთ. ასევე ლატვიელი ექსპერტების ჩართულობით ვმუშაობთ მუსიკალური
განათლების საკითხზე. დასაწყისისთვის ვგეგმავთ 6-7 საპილოტე სკოლის გახსნას,
სადაც ბავშვები მუსიკასა და ხელოვნებას შეისწავლიან.
რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია კულტურული დიპლომატია. ვცდილობთ
აქტიური დახმარება აღმოვუჩინოთ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს და ასევე,
მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ
კორპუსთან.
მოხარული ვარ ფესტივალზე დასწრებით. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი
პრეზიდენტის მეუღლის საპატიო პატრონაჟით ტარდება. ფესტივალის გახსნამდე
მასთან შეხვედრა მაქვს.
ძალიან კარგი იქნება თუ სერბეთსა და საქართველოში კულტურის დღეებს
ჩავატარებთ. ვფიქრობ, 3-4 დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად
დავტვირთოთ კულტურული ღონისძიებებით.
ასევე სიამოვნებით გიმასპინძლებთ თბილისში, კარგი იქნება, თუ მომავალი წლისთვის
გვეწვევით.
დავით დონდუა:
-
მოხარული ვარ, ქალბატონი ელისოს ვიზიტით. მას, როგორც მუსიკოსს ჩემი წარდგენა
არ სჭირდება, მაგრამ პარლამენტში ახლა დაიწყო მოღვაწეობა. გადაუჭარბებლად
შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და დინამიკური დეპუტატია და
იმედი მაქვს, რომ ქართულ-სერბული კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო
გაღრმავებაში საკუთარ წვლილსაც შეიტანს. შემოთავაზება მაქვს, დაახლოებით 2
თვეში, 31 იანვარს-1 თებერვალს, სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი,
ბატონი ივიცა დაჩიჩი გეგმავს საქართველოში ვიზიტს და კარგი იქნება, თუ
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში კულტურულ ღონსიძიებებსაც გავმართავთ.
ელისო ბოლქვაძე:
-
პარლამენტის სპიკერის ვიზიტი ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, რომ მასთან
ერთად დელეგაციის შემადგენლობაში თქვენც ეწვიოთ საქართველოს.
ვიცი, რომ სერბებს ბევრი ნიჭიერი ხელოვანი გყავთ. ამიტომ, ვფიქრობ კულტურული
დღეები ორივე ქვეყანაში უაღრესად საინტერესო და სანახაობრივი იქნება.
მიხარია პოლიტიკაში სულ უფრო მეტი ხელოვანი რომ ერთვება, ისინი პოლიტიკას მეტ
კრეატიულობას სძენენ.
დავით დონდუა:
-
ჩვენთვის თქვენი გამოცდილება უაღრესად საინტერესოა, იგივე კულტურის საბჭოს
შექმნის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონისა და სხვა მნიშვნელოვანი
რეფორმების კუთხით. აუცილებლად მოგიბრუნდებით, რათა დეტალურად გავერკვეთ
ამ მიმართულებით თქვენს გამოცდილებაში.
სანდრა ბოჟიჩი:
-
მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ინფორმაციის გაცვლა უაღრესად
მნიშვნელოვანია.
სიამოვნებით შევუერთდები ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის დელეგაციას,
თუმცა თუ იანვარში არ მოხერხდა, უახლოეს მომავალში აუცილებლად ვეწვევი
საქართველოს.
ელისო ბოლქვაძე:
-
6 წლის წინ დავაარსე ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი,
რომელიც იუნესკო-ს პატრონაჟით ტარდება. შესაძლებელია მასში სერბმა
ხელოვანებმაც მიიღონ მონაწილეობა. სიამოვნებით მოვიწვევდი მომავალი წლის
ფესტივალისთვის გამორჩეულ სერბ მუსიკოსებს.
სამუშაო სადილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლესთან
ქალბატონ ტამარა ვუჩიჩთან
ბელგრადი, 26 ნოემბერი, 2021
ხანგრძლივობა: 1 საათი 30 წუთი.
სერბული მხრიდან ესწრებოდნენ:
ქ-ნი ტამარა ვუჩიჩი - სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე
ქ-ნი გორდანა გრუბიეშიჩი - „ბელგრადის საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალის“
დამფუძნებელი და ორგანიზატორი
ქართული მხრიდან ესწრებოდნენ:
ქ-ნი ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
ბ-ნი დავით დონდუა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის
რესპუბლიკაში
ქ-ნი ხათუნა კვიციანი - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი
ბ-ნი ილია კობერიძე - სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით
რწმუნებული
ბ-ნი დრაგან შაგოვნოვიჩი - სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული
ქ-ნი გვანცა კეშელავა - სერბეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოს ოფისის
კონსულტანტი
***
სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის ინიციატივით,
საქართველოს ელჩის, დავით დონდუას სახელით გაიმართა სამუშაო სადილი სერბეთის
რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ ტამარა ვუჩიჩთან. საქართველოს
ელჩმა ბ-ნმა დავით დონდუამ და საქმეთა დროებით რწმუნებულმა ბ-ნმა ილია კობერიძემ
ქალბატონ ვუჩიჩს მადლობა გადაუხადეს „ბელგრადის საერთაშორისო ეთნოლოგიურ
ფესტივალზე“ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიწვევისთვის, რომელიც
ბელგრადში 2017 წლიდან სწორედ ქალბატონი ვუჩიჩის საპატიო პატრონაჟით ტარდება.
სამუშაო სადილი განსაკუთრებულად მეგობრულ გარემოში წარიმართა. ქალბატონმა
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ქართული სამზარეულოს დიდი მოყვარულია და კმაყოფილება
გამოთქვა, რომ ბელგრადში სულ მალე პირველი ქართული რესტორანი გაიხსნება. პირველმა
ქალბატონმა აღნიშნა, რომ ფესტივალზე საქართველოსადმი მიძღვნილ საღამოზე
დასასწრებად პირადი გეგმები შეცვალა და დიდი ინტერესით ელის ქართველი დიზაინერების
ჩვენებას.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესა და პირველ
ქალბატონს შორის განსაკუთრებულად თბილი საუბარი წარიმართა საქართველოსა და
სერბეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მხარეებმა განიხილეს
შესაძლო გზები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი
კულტურული პროექტები. გამოითქვა აზრი, რომ მომავალში მხარეებმა განიხილონ
შესაძლებლობა და გამოაცხადონ სერბეთისა და საქართველოს კულტურული წელი, გაიწეროს
კონკრეტული კულტურული ღონისძიებების გეგმა და სტრატეგია, რომელიც ქვეყნებს შორის
კულტურულ კავშირებს უფრო ინტენსიურს გახდის. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ „ბელგრადის
საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი“ არის წარმატებული კულტურული
დიპლომატიის საუკეთესო დასაწყისი.
ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ პირველ ქალბატონს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც 2022
წლის ივლისში BISEC-ის 30 წლის იუბილეს ემთხვევა. მან ხაზი გაუსვა, რომ ფესტივალზე
მაღალი რანგის სტუმრებს ელოდებიან. ქალბატონმა ბოლქვაძემ პირველი ქალბატონი
ბათუმის ფესტივალზე მიიწვია და სთხოვა, რომ სერბი ხელოვანები ფესტივალზე მისი
საპატიო პატრონაჟით ჩამოვიდნენ. საქართველოს ელჩის, ბატონი დავით დონდუას მხრიდან
აღინიშნა, რომ სერბეთს BISEC-ის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი აქვს და სერბი
ხელოვანების მონაწილეობა ფესტივალს მეტ მნიშვნელობას შემატებს. საქმეთა დროებით
რწმუნებულმა ილია კობერიძემ სერბეთის ქალაქ ნოვი სადსა და ბათუმის დაძმობილებაზე
ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორმალური შეთანხმება უკვე მიღწეულია და მალე ორ ქალაქს
შორის დაძმობილების შეთანხმებაც გაფორმდება. ასევე, აღნიშნა, რომ ნოვი სადი 2022 წლის
ევროპის კულტურის დედაქალაქად არის გამოცხადებული, ხოლო ბათუმს UNESCO-ს
კულტურის ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ეს სიმბოლური, თუმცა ამავდროულად
მნიშვნელოვანი სტატუსი, რომელიც ორ ქალაქს აქვს, კულტურული პროექტების
განხორციელებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.
სადილის დასასრულს ქალბატონებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. ასევე,
საქართველოს საელჩოს ოფისმა ტამარა ვუჩიჩს ქართველი ხელოვანების მიერ პირველ
ქალბატონისთვის სპეციალურად შექმნილი ხელნაკეთი, სახელობრივი საჩუქრები გადასცა.
სატელეფონო საუბარი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარეს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძესა და სერბეთის გვირგვინოსან პრინცესას, მის
სამეფო აღმატებულება კატერინას შორის
ბელგრადი, 26 ნოემბერი, 2021
ხანგრძლივობა: 7 წუთი.
სერბული მხრიდან ესწრებოდნენ:
ბ-ნი მარკო ბაიჩი - სამეფო სასახლის გენერალური მმართველი
ბ-ნი უროშ პარეზანოვიჩი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის
სამსახურის უფროსი
ქ-ნი ბილიანა დანკოვი - მისი სამეფო აღმატებულება პრინცესა კატერინას საქველმოქმედო
ფონდის ოფისის თანაშემწე
ქ-ნი ანდრიანა ბურბანკი - მისი სამეფო აღმატებულება გვირგვინოსანი პრინცი ალექსანდრე
მეორეს ოფისის წარმომადგენელი
ქართული მხრიდან ესწრებოდნენ:
ქ-ნი ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
ბ-ნი დავით დონდუა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის
რესპუბლიკაში
ქ-ნი ხათუნა კვიციანი - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი
ბ-ნი ილია კობერიძე - სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით
რწმუნებული
ქ-ნი გვანცა კეშელავა - სერბეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოს ოფისის
კონსულტანტი
***
სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის ინიციატივით და სერბეთის
სამეფო სახლის პროტოკოლის ხელმძღვანელის, ქალბატონი ანდრიანა ბურბანკის მოწვევით
შედგა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სამეფო სასახლეში და სატელეფონო საუბარი
სერბეთის გვირგვინოსან პრინცესა, მის სამეფო აღმატებულება კატერინასა და საქართველოს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს შორის.
პრინცესა კატერინა და პრინცი ალექსანდრე პირადი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში
იმყოფებოდნენ, რის გამოც მათთან პირისპირ შეხვედრა ვერ შედგა.
სატელეფონო საუბრის დასაწყისში მისი აღმატებულება გულთბილად მიესალმა
ქართულ დელეგაციას და მადლობა გადაუხადა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს
საქველმოქმედო საქმიანობისთვის. მისმა სამეფო აღმატებულებამ დიდი სურვილი გამოთქვა,
რომ დაიგეგმოს და განხორციელდეს საერთო საქველმოქმედო პროექტები. იგი ასევე
დაინტერესდა, კონკრეტული პროექტებით, სადაც შესაძლებელი იქნება მისი ჩართულობა.
ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება, თუ პრინცესა
კატერინას ჩართულობით სერბი და ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით
საქველმოქმედო კონცერტი დაიგეგმება და გაიმართება სერბეთის სამეფო სასახლეში.
ქალბატონმა ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ეს კონცერტი შესაძლოა UNESCO-ს ჩართულობითაც
განხორციელდეს, რადგან იგი არის UNESCO-ს ელჩი მშვიდობის დარგში. ქალბატონმა ელისო
ბოლქვაძემ მის სამეფო აღმატებულებას ასევე შესთავაზა შუამდგომლობა UNESCO-ს
ხელმძღვანელობასთან, რათა მასაც მიენიჭოს UNESCO-ს ელჩის ტიტული მშვიდობის დარგში
და მისი დაუღალავი საქველმოქმედო საქმიანობა, რომელსაც იგი წლებია ეწევა, ხაზგასმული
და სათანადოდ დაფასებული იყოს. მისმა სამეფო აღმატებულებამ სიამოვნებით მიიღო
აღნიშნული შეთავაზება და ასევე გამოთქვა მზაობა, რომ საქველმოქმედო კონცერტს სერბეთის
სამეფო სასახლეში უმასპინძლოს. მან ასევე, გამოთქვა სურვილი, რომ ქართულმა მხარემ
მცირე დროში მიაწოდოს სამეფო ადმინისტრაციას პროექტის სავარაუდო კონცეფცია.
პრინცესა კატერინამ ქალბატონი ელისო ბოლქვაძე 10 დეკემბერს საბერძნეთის დედაქალაქ
ათენში, მისი პატრონაჟით დაგეგმილ საქველმოქმედო გალა ვახშამზე მიიწვია და იმედი
გამოთქვა, რომ პირადი შეხვედრისას საერთო პროექტებზე საუბრის შესაძლებლობა მიეცემათ.
რეკომენდაციები:
-
-
სერბეთის რესპუბლიკის პირველი ქალბატონის, ტამარა ვუჩიჩის ოფისის
დროულად ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემუშავდეს
პირველადი
კონცეფცია
სერბი
მუსიკოსების
„ბათუმის
ფესტივალზე“
მონაწილეობისა და პირველი ქალბატონის როლის შესახებ.
მისი სამეფო აღმატებულება გვირგვინოსანი პრინცესა კატერინას საქველმოქმედო
ფონდის ოფისის ხელმძღვანელის თხოვნის თანახმად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია
შემუშავდეს პროექტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი სერბეთის სამეფო
სასახლეში ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტის კონცეფცია და ფინანსური
მხარე.
საუბრის ჩანაწერი მოამზადა
სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისმა