საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-16741/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 57

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 22 დეკემბერი პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი; 5. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი; 6. საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (118075/21/10; 13-12-2021) განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2021 წლის 22 დეკემბერი პლენარული სხდომის დასრულების დრო ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) 1. 2. 3. 4. 5. 6. სხდომის ოქმი N57 სხდომის თავმჯდომარე: გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, სავალან მირზოევი. სხდომაზე მოწვეულები: სალომე სამადაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (118075/21/10 13-12-2021) განხილვა. მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტში ორი საპარლამენტო ფრაქციის (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ და „რეფორმების“ ჯგუფი) გაუქმების შემდეგ შეიქმნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“პარტნიორობა საქართველოსათვის“, რომელიც ისევ გაუქმდა და შეიქმნა ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ , აგრეთვე შეიქმნა ახალი პოლიტიკური ჯგუფი -„რეფორმების ჯგუფი“ პარლამენტის 5 წევრის შემადგენლობით. უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობა ამჯამდ არის 12. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, ხელახლა განსაზღვრავს კვოტებს საპრლამენტო კომიტეტებში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით: 19 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 10 წევრი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 3 წევრი ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ – 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ – 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი უფრაქციო პარლამენტის წევრები -1 წევრი კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. 1. 2. 3. 4. 4. 5. 6. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებით კომისიაში ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგნაირად: ფრაქცია „ქართული ოცნება“ –7 წევრი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 წევრი; ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი;საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი. კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; 2 მოისმინეს გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა შემდეგი სახით: 1) PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (5+5) ძირითადი შემადგენლობა ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 1 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი; 2) OSCE PA– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (3+3) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი. 3) EU-GEORGIA PAC ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (10+5) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი; დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 ადგილი. 4) EURONEST PA – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (10+5) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 ადგილი; გ) ფრაქცია - „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი; დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა 3 ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი. 5) NATO PA – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (4+4) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი. გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები –1 ადგილი. 6) IPU – საპარლამენტთაშორისო კავშირი (5+5) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი. 7) PABSEC შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (5+5) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 ადგილი. 8) GUAM PA – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო ასამბლეა (5+5) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი. 4 9) IAO მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (3+3) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 2 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრეი – 1 ადგილი. 10) APF ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (3+3) ძირითადი შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი. 11) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა (10+0) შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 ადგილი; გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი; დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი “ – 1 ადგილი. გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი; 12) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა (10+0) შემადგენლობა : ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრები – 3 ადგილი. 1. 2. 3. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია რომლის თანახმად ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად: ფრაქცია „ქართული ოცნება“ –7 წევრი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 წევრი; ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი; 5 4. 5. 4. 5. 6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი. აზრი გამოთქვეს: სალომე სამადაშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გარკვეულწილად თვითონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ხელი შეუწყეს იმ მდგომარეობას, რომ საპარლამენტო სტრუქტურებში უმეტესად ის პოლიტიკური სუბიექტები არიან წარმოდგენილი, ვინც თავიდანვე ჩაერთვნენ საპარლამენტო საქმიანობაში. მისი აზრით, უფრო მოქნილი მიდგომა უნდა იქნეს შემუშავებული მუდმივმოქმედ დელეგაციებში ფრაქციათა წარმომადგენლების კვოტების განსაზღვრისათვის. სხვაგვარად მისთვის გაუგებარია და იმავდროულად უსამართლოც, თუ პარლამენტში არსებობს სამი ფრაქცია, რომელთა შორის ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსათვის“ ერთერთია, რატომ არ უნდა იყოს ფრაქცია წარმოდგენილი ისეთ მნიშვნელოვან დელეგაციაში, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მაშინ როდესაც ამავე დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ორი სხვადასხვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრები. სალომე სამადაშვილმა კომიტეტის წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ მუდმივმოქმედ დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი გადატანილი ყოფილიყო და ფრაქციისათვის „ლელოპარტნიორობა საქართველოსათვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაზღვრული ყოფილიყო 1 ადგილი. გურამ მაჭარაშვილმა სალომე სამადაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან და შემოთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ საპარლამენტო მუდმოვმოქმედ დელეგაციებში წევრთა რაოდენობის და კვოტების განსაზღვრა განხორცილედა მე-10 მოწვევის პარლამენტის დღევანდელობისგან განსხვავებული კონფიგურაციის პირობებში. დელეგაციების წევრთა რაოდენობისა და შემადგენლობის ცვლილებები არ არის რეკომენდირებული და იმავდროულად ამ დელეგაციებში ფრაქციების წარმომადგენლობა დამოკიდებულია აგრეთვე კონკრეტული ფრაქციის წევრთა რაოდენობაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დასაშვებია საპარლამენტო ოპოზიციამ გაუცვალოს ერთმანეთს ადგილები ან დაუთმოს ურთიერთმოლაპარაკების შედეგად, იმგვარად, რომ პროპორცია არ იქნეს დარღვეული. გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრი იყო პოლიტიკური სუბიექტებისათვის. მას პირადად არანაირი საწინააღმდეგო არ აქვს იმისათვის რომ ფრაქცია „ლელოპარტნიორობა საქართველოსათვის“ მონაწილეობა მიიღოს ამ დელეგაციიის მუშაობაში, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ამ დელეგაციაში არსებული 5 ძირითადი ადგილიდან, უმრავლესობა (3 ადგილი) ეკუთვნის უმრავლესობას და 2 ოპოზიციას. ეს რაოდენობა დადგენილია თვითონ ევროპის საბჭოს მიერ და კვოტირება ამ რაოდენობებს არც ეხება, მხოლოდ ამ რაოდენობის ფარგლებში ხდება განახლება. მეორე მხრივ მუდმივმოქმედ დელეგაციებში წარმომადგენლობის მიბმა ფრაქციის წევრთა რაოდენობაზე, საკმაოდ მნიშვნელოვან უხერხულობას ქმნის, მაგალითისათვის ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსათვის“ პარლამენტში წარმოდგენილია 7 წევრით, თუ ხვალ პარლამენტში შეიქმნება 8 წევრიანი ფრაქცია, მაშინ ყველა ასეთ შემთხვევაში 7 წევრიანმა ადგილი უნდა დაუთმოს უფრო მეტს. გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თავდაპირველად, როგორი პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში მოხდა დელეგაციების ფორმირება. სალომე სამადაშვილის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების 6 განსაზღვრის საკითხის გადადების თაობაზე მხარი არ დაუჭირეს კომიტეტის წევრებმა და არ გაიზიარა მომხსენებელმა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებები განაპირობა საჯარო სამსახურში ხელფასის ოდენობის 10 %-იანმა ზრდამ, შესაბამისად ცვლილება შეეხება დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს, კერძოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტის მე-10 კატეგორიის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს (4400 ლარს) და არ უნდა იყოს 495 ლარზე ნაკლები. ამასთანავე, თითოეული თანამდებობრივი სარგო უნდა შეესაბამებოდეს იმავე ცხრილით გათვალისწინებულ კოეფიციენტებს. შეიცვლება აგრეთვე დანართი, სადაც განსაზღვრულია, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროებს ყოველთვიური დაფინანსების ოდენობები. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (118075/21/10 13-12-2021) განხილვა. მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 13 დეკემბრის N103/24 გადაწყვეტილების თანახმად, განიხილავს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/82/10, 21.10.2021) საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებას და თანდართულ მასალებს. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაცია. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრები: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ? 7 კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 2. ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედრუო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 3. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 4. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განისზღვრის თაობაზე (თანდართული ნუსხით) წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მოზადებული გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე (თანდართული ნუსხით). 5. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი 8 გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დებულების პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 6. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/82/10, 21.10.2021) საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტში მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ - „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/82/10, 21.10.2021) საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. გურამ მაჭარაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველი მოადგილე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 9