საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძის და ბადრი ჯაფარიძის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/98; 21.07.2021) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-16822/21
23-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 101-ე მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას,
ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და
ბადრი ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/98; 21.07.2021).
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის,
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც
არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის,
რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია
ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო
დაწესებულების შენობაში.
კანონპროექტის მიზნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოდგენილი
კანონპროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, რადგან მომდენო კვირას
დაგეგმილია პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომები, რომლებითაც დასრულდება 2021
წლის სასესიო პერიოდი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ თხოვნით მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვისა და მიღების შესახებ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის წევრი
ალექსანდრე ელისაშვილი
პარლამენტის წევრი
ფრიდონ ინჯია
პარლამენტის წევრი
ხათუნა სამნიძე
პარლამენტის წევრი
ნიკოლოზ სამხარაძე
პარლამენტის წევრი
ბადრი ჯაფარიძე