საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.12.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-18621/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041217519535 23.12.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: 23.12.2021: საკანონმდებლო წინადადება "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მომგმართავთ საკანონმდებლო წინადადებით: გთხოვთ, განიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ ისტორიულად და გეოგრაფიულად უნიკალურ ატენის ხეობას მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ამ მიზნით, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ატენის ხეობა, ფშავხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა". მოგახსენებთ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს ატენის ხეობის ფიზიკური შენარჩუნებისა და განვითარების მხარდაჭერა, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები. ფრიად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ "მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 30.12.2015 წლის დადგენილება შეიცავს ატენის ხეობაში შემავალ მრავალ სოფელს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი უკვე ფიზიკურად აღარ არსებობს და წარმოადგენენ ნასოფლარებს! მაგალითად, (1) ოქიანი, (2) ლული, (3) პიტნარა, (4) ჭანჭახა (5( გულხანდისი, (6) ბორცვანა, (7) დიდთავი, (8) დიდი წერეთი, (9) დიდი ჭვარები, (10) ზემო ახალსოფელი, (11) პიტნარა, (12) სახორცე და სხვა სოფლები წარმოადგენენ ნასოფლარებს და არა სოფლებს. მცირე ისტორიული ექსკურსის სახით, მოგახსენებთ, რომ ატენის სიონი დ მისი შემოგარენი ქართლის მეფეთა სახაზინო საცავს და მნიშვნელოვან ციხე–სიმაგრეს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ 1801 წლის მდგომარეობით ატენის ხეობის მოსახლეობა სრულად იყო აყრილი ხეობიდან, მეფე ერეკლე II ბაგრატიონის ("პატარა კახი") მეფობისას, ხეობაში მძვინვარე ლეკიანობის გამო, რომელმაც სრულად წალეკა ხეობა. შემდგომში, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I რომანოვის ("ალექსანდრე I დალოცვილი") ბრძანებით, ატენის ხეობიდან აყრილ მოსახლეობას ხელი შეეწყო ხეობაში დასაბრუნებლად. ამჟამად, 21–ე საუკუნეში, ატენის ხეობა კვლავ საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერას. დამატებით, გთხოვთ, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას და პოზიციის მომზადებისას, საქართველოს მთავრობას მოსთხოვოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ იქცა ნასოფლარად 2015 წლის 30 დეკემბრიდან დღემდე ჩემი მშობლიური ატენის ხეობის 12 (თორმეტი) ზემოთაღნიშნული სოფელი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ხეობაში არსებული მდგომარეობა და მიიღოთ გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით – რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, საკითხის უდიდესი ისტორიულ–ეკონომიკურ–პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით. პატივისცემით, ააიპ "საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ასოციაციის" დირექტორი ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: ელფოსტა: