„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 1
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge, 21/06/2017, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება – სააგენტოს უფროსის
ბრძანება, რომელიც მიმდინარე საქმიანობის განმახორციელებელს მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების უფლებას ანიჭებს;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:
,,მ1) სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო;“;
გ) ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ)
სკოპინგის
ანგარიში
–
წინასწარი
დოკუმენტი,
რომელიც
საქმიანობის
განმახორციელებელმა ან/და კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზეც სააგენტო
გასცემს სკოპინგის დასკვნას;“;
დ) ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სკოპინგის განცხადება – წინასწარი დოკუმენტი, რომელიც დამგეგმავმა ორგანომ ან/და
კონსულტანტმა მოამზადა და რომლის საფუძველზედაც სააგენტო და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო გასცემენ სკოპინგის დასკვნებს;“;
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს მთავრობისთვის
წარდგენა;
გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ,
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის
გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
დ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და
საზოგადოების ჩართულობის მიზნით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან
დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მასში დაცული ინფორმაციის
უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
,,4. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის
ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;
ბ) გზშ-ის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა;
გ) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის
მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა;
დ) გზშ-ის ანგარიშის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა,
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ
დოკუმენტთან
დაკავშირებით
რეკომენდაციების
გაცემა,
აგრეთვე
საქმიანობის
განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და სამინისტროსთვის
წარდგენა;
ვ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ,
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის
გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების
მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;
ზ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ კოდექსის 47-ე
მუხლის შესაბამისად;
თ) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და ამ
მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების
უზრუნველყოფა.“;
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-7-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სააგენტო უფლებამოსილია, საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით, ცვლილება
შეიტანოს შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების საფუძველზე დადგინდება, რომ
საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ის
ანგარიშში/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში ასახულ გარემოებებს ან/და
გზშ-ის ანგარიშით/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციით სრულყოფილად არ
შეფასდა გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედება.
8. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს დასაბუთებული
შუამდგომლობით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის
მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს, რომ ამ პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე
ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას ან/და ამ პირობის სხვა პირობით შეცვლა
აუცილებელი და ეფექტიანია გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილების ან შემცირების
თვალსაზრისით.“;
ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი:
,,81. ამ მუხლის მე-7, მე-8 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო
უზრუნველყოფს ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.”;
გ) მე-9-მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით სააგენტოში
იქმნება ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საექსპერტო კომისია. საექსპერტო
კომისია აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს
სააგენტოს,
რომელიც
მიმართავს
სამინისტროს,
საქართველოს
მთავრობასთან
შუამდგომლობის თხოვნით.
10. მინისტრი ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ რეკომენდაციას წარუდგენს
საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში სააგენტოს
უფროსი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
11. სააგენტო უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ცვლილება
შეიტანოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის
აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტში,
თუ ამ
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს შემადგენელი
ცალკეული ელემენტების/კომპონენტების
დამატებითი შესწავლის ვალდებულება და
შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს.“;
დ) მე-13-მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი ახორციელებს გზშ-ის სფეროში გაცემული
შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ან
ამავე კოდექსის I ან/და II დანართებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, რომლებისთვისაც
გაცემულია რამდენიმე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და რომლებიც ტექნიკურად ან/და
ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს
განცხადებით
და
მოითხოვოს
ამ
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებების
ერთ
გადაწყვეტილებად გაერთიანება. სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით
იღებს გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაერთიანების შესახებ.
14. თუ საქმიანობის განმახორციელებელი
გათვალისწინებულ საქმიანობას ან/და ამ
გეგმავს ამ მუხლის მე-12 ნაწილით
კოდექსის I ან/და II დანართებით
გათვალისწინებული ისეთი საქმიანობების განხორციელებას, რომლებიც ტექნიკურად ან/და
ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია წარუდგინოს სააგენტოს
საერთო სკოპინგის ანგარიში და მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა
ამ კოდექსის შესაბამისად.“;
ე) მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15-16 ნაწილები:
,,15. დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
16. სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსით გათვალისწინებული
სკრინინგის განცხადების, სკოპინგის დასკვნისა და პირობების შესრულების მიზნით
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში ჩართოს საზოგადოებრივი
ექსპერტ(ებ)ი. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება
მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”
4. მე-6 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სააგენტოს მიერ გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში
საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დამატებითი
ინფორმაციის, საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ
ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ
სააგენტო გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ
შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.“;
5. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 - მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.
საქმიანობის
განმახორციელებელი
ვალდებულია
საქმიანობის
დაგეგმვის
შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის
სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე,
ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13
ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისადმი
დაქვემდებარებული ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის
გადაწყვეტილების მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
აუქციონის გამოცხადებამდე სკრინინგის განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ მუხლით
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი სკრინინგის
განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით
გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს:
ა) მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
ბ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების, დაგეგმილი საქმიანობის
განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების
მითითებით (shp-ფაილთან ერთად) და შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ ამ მუხლის
მე-6 ნაწილით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;
გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე
ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და
დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაძლო
ზემოქმედების შესახებ.
5. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს ამ
განცხადების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს,
სკრინინგის განცხადების ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის
ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს
სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს
საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის
არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების
პროცესში.
6. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა
სააგენტო შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე,
ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს:
ა) საქმიანობის მახასიათებლები:
ა.ა) საქმიანობის მასშტაბი;
ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება;
ა.გ)
ბუნებრივი
რესურსების
(განსაკუთრებით
ბიომრავალფეროვნების) გამოყენება;
–
წყლის,
ნიადაგის,
მიწის,
ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა;
ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური;
ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი;
ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა:
ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან;
ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან;
ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი
ნუსხის“ სახეობები;
ბ.დ) დაცულ ტერიტორიებთან;
ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან;
ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან და სხვა ობიექტთან;
ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო
ტერიტორიებთან(ზონებთან);
გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება:
გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი;
გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა.
7. სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო უფლებამოსილია
სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
გამოიყენოს
8. თუ სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ დაადგენს, რომ დაგეგმილი
საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში
არსებული გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და
გარემოსდაცვითი ნორმები.
9. სკრინინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული
საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე
უარის თქმის შესახებ.
10. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 5 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს
დასაბუთებული სკრინინგის გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი
ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი
ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
ბ) მე-12-მე-13 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით ან/და ამ კოდექსის II დანართით
გათვალისწინებული
საქმიანობის
განხორციელების
შემთხვევაში
საქმიანობის
განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის
განცხადება და სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება ამ კოდექსის მე-8 მუხლით
გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სააგენტო სკრინინგის პროცედურის
საფუძველზე დაადგენს, რომ საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ს, იგი იმავე გადაწყვეტილებით,
ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სკოპინგის
დასკვნის გაცემის მიზნით.
13.
თუ
საქმიანობის
განმახორციელებელი
გეგმავს
სკრინინგის
პროცედურას
დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებას და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობისთვის
აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, იგი უფლებამოსილია სააგენტოს
ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის
თაობაზე განცხადება (სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე). ასეთ შემთხვევაში გამოიყენება
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.“;
6. მე-8 მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
საქმიანობის
განმახორციელებელი
ვალდებულია
საქმიანობის
დაგეგმვის
შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის
თაობაზე განცხადება, სკოპინგის ანგარიშთან ერთად.
2. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში
სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი
ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე
განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განთავსებას, მოთხოვნის შემთხვევაში – მათი
ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. დაჩქარებული წესით სკოპინგის დასკვნის გაცემის
მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, სკოპინგის განცხადების
რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და
სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან
ელექტრონული ვერსიების
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით
ხელმისაწვდომობას.”
ბ) მე-4-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული სკოპინგის ანგარიში სააგენტოს წარუდგინოს როგორც მატერიალური,
ისე ელექტრონული ფორმით. დაჩქარებული წესით ადმინისტრაციული წარმოების
შემთხვევაში, სკოპინგის ანგარიშს თან უნდა ახლდეს დაჩქარებული წესით მომსახურების
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სკოპინგის ანგარიშის სისწორეზე და
დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო რელევანტური ინფორმაციის წარმოდგენაზე
პასუხისმგებელია საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი.
5. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს სხვა
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება ამ კოდექსის მე-9 მუხლით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“.
7. მე-9 მუხლის:
ა) პირველი-მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სააგენტო, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, იხილავს სკოპინგის დასკვნის გაცემის
თაობაზე განცხადებას და სკოპინგის ანგარიშს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის IX თავით დადგენილი წესით გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში
გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები.
2. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების ამ
კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ
კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სააგენტოს წარუდგინოს
მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო სკოპინგის
დასკვნის გაცემისას უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და
შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს
მათ.
3. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით
დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა
სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის
ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. შესაბამისად, იგი
უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის
ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სააგენტოს
უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო.
საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე
არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა
ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო
განხილვა ღიაა და
მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ
წარმომადგენელს.
4. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე
დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც
მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
დაჩქარებული წესით სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული
წარმოების შემთხვევაში, სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 21 დღისა
სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის
ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის
ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
5. სააგენტო სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ
წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა
განმახორციელებლისთვის გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.
საქმიანობის
7. თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში
ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ კოდექსით გათვალისწინებული
პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება.
8. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის
შესახებ.
9. სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს
სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
8. მე-10 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
სააგენტოს
მიერ სკოპინგის
დასკვნის
დამტკიცების
შემდეგ
საქმიანობის
განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის მომზადებას.
გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი
ანაზღაურებს. გზშ-ის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე და დაგეგმილი
საქმიანობისთვის საჭირო რელევანტური ინფორმაციის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია
საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი.”
ბ) მე-5-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
გათვალისწინებული დოკუმენტები სააგენტოს წარუდგინოს როგორც მატერიალური, ისე
ელექტრონული ფორმით.
6. თუ გზშ-ის ანგარიში შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ მონაცემს,
საქმიანობის განმახორციელებელმა შესაბამის განცხადებაში უნდა მიუთითოს აღნიშნული
ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ. სააგენტო ვალდებულია საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ
ინფორმაციის დასაიდუმლოება.“;
9. მე-11 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
მიღების თაობაზე განცხადებით მიმართოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს ამ
განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი
წესით განხილვას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან
შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი
ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე
განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განთავსებას, მოთხოვნის შემთხვევაში – მათი
ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.”;
10. მე-12 მუხლის:
ა) მე-2-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3
დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტოში იქმნება ამ კოდექსის 42-ე
მუხლით გათვალისწინებული საექსპერტო კომისია. საექსპერტო კომისია ამზადებს და
შექმნიდან 40 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის
შესახებ.
3. სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით
გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში.
4. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით
დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი
ნაწილით დადგენილი წესით სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის
ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით
გასათვალისწინებელ
პირობებთან
დაკავშირებით.
სააგენტო
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ
სამართლებრივი აქტის გამოცემისას უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსაზრებებისა და
შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში
იღებს მათ.
5. განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან
არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ატარებს გზშ-ის ანგარიშის
საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია
სააგენტო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სააგენტოს
უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო.
საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე
არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო
ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ
დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში
განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების
ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობანაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის
თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა
ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობანაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება
აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“;
ბ) მე-7 -მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის
პროცესში სააგენტომ უნდა განიხილოს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,
მხედველობაში უნდა მიიღოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
საზოგადოების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები
და შენიშვნები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავის შესაბამისად განხორციელებული
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები.
8. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.
9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან
არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ,
ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, იღებს
გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო
დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
10. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის
თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს
გზშ-ს ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან
საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის და
საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და
წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის
შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ხელმისაწვდომობას.
11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის
განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ
საქმიანობას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.“;
11. მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ
სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია:
ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების განხორციელების და მის მიერ
წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ;
ბ) ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების
შესახებ;
გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ.“;
12. მე-14 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ,
თუ:
ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას;
ბ) სკოპინგის ანგარიშით, გზშ-ის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება
გარემოზე ზემოქმედების ხასიათის და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების
რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი
ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა.”;
13. მე-15 მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული საქმიანობის არსს, განსაზღვრულ პირობებს ან/და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა
გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი მოვალეობების (მათ შორის
გადაწყვეტილების გადაცემამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული
ვალდებულებები) გადაცემას.
2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის საფუძველია გადაწყვეტილების
მფლობელისა და მიმღების ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის ფაქტს.”;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს
და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. დაჩქარებული წესით
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
სხვა
პირზე
სრულად
გადაცემის
შესახებ
გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 დღის ვადაში. დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების სხვა პირზე სრულად გადაცემის ადმინისტრაციული წარმოების
შემთხვევაში, ერთობლივ განცხადებას თან უნდა ახლდეს დაჩქარებული წესით მომსახურების
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“;
გ) მე-6- ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში
სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი
აქტის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.
14. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის
განმახორციელებელი სააგენტოს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ
გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან
ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე
ღონისძიებების დროულად განხორციელებას. თუ საქმიანობის მიზანია სახელმწიფო
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შუამდგომლობა.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 3
დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი
ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“;
გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს გზშ-ისგან
გათავისუფლების ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი
აქტის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“;
15. მე-17 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქმიანობის განმახორციელებელი საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს სააგენტოს
წარუდგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
3. სააგენტომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის
შედეგები (დოკუმენტი) უნდა განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 3
დღის ვადაში.
4. სააგენტო საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს ითვალისწინებს გზშ-ისადმი
დაქვემდებარებული სხვა საქმიანობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების
პროცესში.“;
16. მე-18 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების
მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების
მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული
დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან და სგშ-ის ანგარიშთან
დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების
მხედველობაში მიღებას და მიღებული გადაწყვეტილების
საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას.
შესახებ
ინფორმაციის
2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის
შესაბამისად, ექვემდებარება სგშ-ს, აუცილებელია სააგენტოსა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა.
3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი
შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.“;
17. მე-20 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის
პროექტთან და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ს
საჭიროებს, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარებისთვის სააგენტოსა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო
მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების
საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრული
სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ.”;
18. 22-ე მუხლის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების
წარდგენა;“;
ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის
პროექტთან და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა ამ კოდექსის 27-ე
მუხლის შესაბამისად.“;
19. 23-ე მუხლის:
ა) მე-2-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და წარუდგინოს სტრატეგიული
დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი
(იგი უნდა მოიცავდეს მოკლე ინფორმაციას
სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების
შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როგორც მატერიალური, ისე
ელექტრონული ფორმით).
3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის
წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები
მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე
შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ.
4. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სააგენტო, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული
დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ,
ხოლო
სააგენტო
ასევე
უზრუნველყოფს
სკრინინგის
განცხადების
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების
ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადებისა და
სტრატეგიული
დოკუმენტის
კონცეფციის/პროექტის
აღნიშნულ
ვებგვერდსა
და
საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი
ნაწილით დადგენილი წესით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები მითითებულ
დოკუმენტებთან
დაკავშირებით.
სააგენტო
და
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების
პროცესში.
5. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ
მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან
პროექტს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული
სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15
დღისა ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშისადმი დაქვემდებარების შესახებ.
6. სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშისადმი დაქვემდებარების შესახებ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური
გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარდა ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით
განსაზღვრული
კრიტერიუმები:
კრიტერიუმებისა,
შესაძლებელია
გათვალისწინებულ
იქნეს
შემდეგი
ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ:
ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ
საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების
ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით;
ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) მიმართება;
ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების
თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის;
ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები;
ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების
ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის
მახასიათებლების შესახებ, კერძოდ:
ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი;
ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები;
ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა,
კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ
ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც
მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.“;
ბ) მე-8-მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სააგენტო და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.
9. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტო, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების
მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე
განათავსებენ, ხოლო სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული
ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
20. 24-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს
სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის
მიზნით სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს სკოპინგის განცხადებით,
რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც
მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის
განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას.“;
ბ) მე-3-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება
სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში.
4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სააგენტო, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათ
ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სკოპინგის
განცხადების
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და
წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის
შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო
უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული
ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
5. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების ვებგვერდზე განთავსებიდან 15 დღის
ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სააგენტოსა და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის
განცხადებასთან და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან
დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ
წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგისა და სკოპინგის განცხადებები. თუ
სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი
ექვემდებარება სგშ-ს, იმავე გადაწყვეტილებაში მიეთითება აგრეთვე სკოპინგის დასკვნის
გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.“;
21. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 25. სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა
1. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებას და
თანდართულ დოკუმენტებს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ სკოპინგის
დასკვნებს.
2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-20 დღისა და არაუგვიანეს 25-ე
დღისა სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
ინდივიდუალურად გასცემენ სკოპინგის დასკვნებს. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება სგშის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი
ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ
იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“.
3. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
გაცემულ სკოპინგის დასკვნებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.
4. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნებისა და სტრატეგიული
დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე
განთავსებას, ხოლო სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნების შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო
დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ სკოპინგის დასკვნის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან
ელექტრონული
ვერსიის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ხელმისაწვდომობას.
5. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 5 წლის ვადაში დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის
და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში სკოპინგის დასკვნა ძალას კარგავს.“;
22. 27-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამგეგმავი ორგანო სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს
განცხადებით და წარუდგენს სგშ-ის ანგარიშს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან ერთად
(როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). სგშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა
იყოს იმ პირის/პირების მიერ, რომელიც/რომლებიც მონაწილეობდა/მონაწილეობდნენ მის
მომზადებაში, მათ შორის, კონსულტანტის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სგშ-ის
ანგარიში, მის შედგენაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, საჯაროა.
განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
და დამგეგმავი ორგანო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ
ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო ასევე უზრუნველყოფს განცხადების შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების
ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
ბ) მე-3-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი
განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, სგშ-ის ანგარიშის და სტრატეგიული
დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით სააგენტოში იქმნება საექსპერტო კომისია ამ
კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად. საექსპერტო კომისია საექსპერტო
დასკვნას სააგენტოს წარუდგენს 40 დღის ვადაში.
4. დამგეგმავი ორგანო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ატარებს
საჯარო განხილვას სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით.
საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით
განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი
წესით სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და
შენიშვნები სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით.
სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ
წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“;
გ) მე-6-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში
უზრუნველყოფს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის შედგენას. ეს
ოქმი დეტალურად უნდა ასახავდეს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ
მოსაზრებებსა და შენიშვნებს. ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია
დამგეგმავი ორგანო. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების
შესახებ ოქმს შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან
არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშთან
და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციების გაცემისას
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული
გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აღნიშნულ რეკომენდაციებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.
8. სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ მუხლის
მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებს გაცემიდან 5 დღის ვადაში სააგენტო,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო განათავსებენ თავიანთ ოფიციალურ
ვებგვერდებზე, ხოლო სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას.
მოთხოვნის
შემთხვევაში,
სააგენტო,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების ნაბეჭდი
ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ხელმისაწვდომობას.“;
23. 28-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სააგენტოსა
და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის
პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ.
2. სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია
განიხილოს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული
რეკომენდაციები, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და,
შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული
დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.“;
ბ) მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;“;
გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების
შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას და ამ
გადაწყვეტილებას მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის სააგენტოსა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს.
6. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული არიან, სტრატეგიული
დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ
გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსონ თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო
სააგენტო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან
ელექტრონული
ვერსიის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ხელმისაწვდომობას.“;
24. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 29. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი
შესაბამისი შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო, თავის ხელთ არსებულ
მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით
გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების დამოუკიდებელი ანალიზის ჩატარებას
და საზოგადოების ინფორმირების მიზნით შემდგომი ანალიზის შედეგების თავის
ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატურად განთავსებას. ამ მუხლით გათვალისწინებული
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების
პროცედურა
მტკიცდება
მინისტრის
ბრძანებით
„სტრატეგიული
დოკუმენტის
განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ.“;
25. 32-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სააგენტოსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს
ვებგვერდებზე
და
იმ
საინფორმაციო
დაფაზე,
რომელიც
ხელმისაწვდომია
საზოგადოებისთვის;“;
26. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას;“;
27. 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისთვის
პასუხისმგებელია სააგენტო.
4. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების
პროცედურასთან
დაკავშირებული
ყველა
დოკუმენტი
ხელმისაწვდომი
გახადოს
საზოგადოებისთვის ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით.“;
28. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 38. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა
1. თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული
საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლოა
გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია
საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სააგენტოს ან/და ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის
საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება
საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს
წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის
სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც
შესაძლოა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს (როგორც მატერიალური, ისე
ელექტრონული ფორმით), და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.
საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენამდე საქართველოს მთავრობის
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს გადაწყვეტილებით დაწყებული
ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდება.
2. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი
დოკუმენტაციის წარდგენისთანავე სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მეშვეობით, 7 დღის ვადაში უგზავნის ამ დოკუმენტაციას ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოს და ატყობინებს მას საქართველოს
მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ გონივრულ ვადას,
რომელშიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულმა სახელმწიფომ უნდა
აცნობოს სააგენტოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში
მონაწილეობის შესახებ.
3. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული არცერთი სახელმწიფო არ
გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში
მონაწილეობის ინტერესს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, სააგენტო
საქართველოს მთავრობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას გარემოზე ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შეფასების პროცედურის შეწყვეტისა და გზშ-ის ან სგშ-ის პროცედურის
გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობა თანხმობის მიცემასთან ერთად იღებს
გადაწყვეტილებას
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილის
საფუძველზე
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
ძალადაკარგულად
გამოცხადების შესახებ.
4. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფო
გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში
მონაწილეობის ინტერესს, მის მიერ ინტერესის გამოხატვიდან 1 თვის ვადაში, სამინისტროს
შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ
სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის
დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დოკუმენტებისა და
მონაცემების
გაცვლის
ფორმების,
შემდგომი
კონსულტაციებისა
და
გარემოზე
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ.“;
29. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების
პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დახმარების
გაწევა;“;
30. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 40. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების
გათვალისწინება გზშ-ის და სგშ-ის ეტაპებზე
1. სხვა სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების
პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად სააგენტო:
შეფასების
ა) განსაზღვრავს საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულებას
ტრანსსასაზღვრო კონსულტაციების შედეგების სკოპინგის ანგარიშში/სკოპინგის განცხადებაში
ასახვის შესახებ;
ბ) განსაზღვრავს გზშ-ის ან სგშ-ის ანგარიშის იმ ნაწილებს, რომლებიც უნდა თარგმნოს
საქმიანობის განმახორციელებელმა ან დამგეგმავმა ორგანომ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე,
რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება;
გ) გარემოსდაცვითი
შედეგებს;
გადაწყვეტილების
მიღებისას
ითვალისწინებს
კონსულტაციების
დ) უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან და
სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის პროცესში გათვალისწინებას.
2. საქმიანობის განმახორციელებელი ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება ან სტრატეგიული დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით გაცემული
რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის
განხორციელებას ითვალისწინებს, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში თარგმნოს შესაბამის ენაზე
და წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მეშვეობით უგზავნის აღნიშნულ დოკუმენტებს იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.
3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგის ან საქმიანობის შემდგომი
ანალიზის შედეგების შესაბამის ენაზე თარგმნა და სააგენტოსათვის წარდგენა. აღნიშნული
დოკუმენტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება იმ
სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში
მონაწილეობდა.“;
31. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 41. საქართველოს საზღვრების გარეთ საქმიანობისა და სტრატეგიული დოკუმენტის
განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების
პროცედურა
1. სააგენტო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების
პროცედურაში იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოსგან მიიღებს შეტყობინებას ამ
სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით საქართველოს
გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ.
2. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იწყებს გარემოზე
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს
სათანადო საფუძველი, რომ სხვა სახელმწიფოში საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის
განხორციელება ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს გარემოზე და ამის შესახებ
შეტყობინება სხვა სახელმწიფოსგან მიღებული არ არის.
3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შემდეგ
სააგენტო,
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
მართავს
კონსულტაციებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც საქმიანობა ან სტრატეგიული დოკუმენტი
ხორციელდება.
4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სააგენტო უზრუნველყოფს
საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას
ექვემდებარება. საზოგადოების ინფორმირება ხდება ამ კოდექსის IV თავით დადგენილი
წესით.
5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გასწევს სააგენტო, თუ გარემოზე
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება.“;
32. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 42. საექსპერტო კომისია
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სააგენტოში ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში იქმნება საექსპერტო კომისია.
2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან
მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობის
ან სტრატეგიული დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს,
საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული
პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.
3. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სააგენტოს მიერ მასთან დადებული
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის
ანაზღაურებას სააგენტო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
33. 43-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა სარეკომენდაციოა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება სააგენტოსთვის სავალდებულო
არ არის. ექსპერტს, რომელიც არ ეთანხმება საექსპერტო კომისიის დასკვნას, შეუძლია
წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის საექსპერტო
კომისიის დასკვნას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებაზე უარი უნდა
დასაბუთდეს.“;
34. 46-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო
გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს, გარდა ამ მუხლის მე-7–მე-9
ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
გ) მე-8-მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მფლობელი არ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით განსაზღვრული
პირობების შესრულებას, სააგენტო უფლებამოსილია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება
გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირის
მეშვეობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის სახელითა და ხარჯით,
უზრუნველყოფის შესახებ.
9. თუ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი
წესით შესრულება შეუძლებელია, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო
იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების
განსახორციელებლად და პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის
შესახებ. სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით გამოიყენება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესი.“;
35. 47-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
ეკოლოგიური
ექსპერტიზისადმი
დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული
არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ამ
კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების და
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა,
რკინიგზისა და მათზე განთავსებული ხიდებისა, გზაგამტარი გვირაბებისა და მათი საინჟინრო
დაცვის ნაგებობებისა, მეტროპოლიტენისა, მაგისტრალური გაზსადენებისა, აგრეთვე
წყალსატევებისა, რომლებიც გამოიყენება სარეკრეაციო ან/და სამელიორაციო დანიშნულებით,
ან/და თევზსაშენი მეურნეობისთვის), რომელთა განხორციელებაც 2018 წლის 1 იანვრამდე
დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება და არ მოუმართავთ გზშ-ს სფეროში შესაბამისი
აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის, საჭიროებს სააგენტოს
მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ამ მუხლით
გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის
განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების
მისაღებად სააგენტოს 2022 წლის 1 ივლისამდე მიმართოს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის
განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების
მისაღებად განცხადებით მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს მას ეკოლოგიური აუდიტის
ანგარიში, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების
შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე
ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
საქმიანობის
განმახორციელებელი
ასევე
ვალდებულია
სააგენტოს
წარუდგინოს
ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა კომერციულ
ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.“;
ბ) მე-6-მე-15 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის
რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების
მიღების უზრუნველსაყოფად.
7. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის თავის
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს
საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო
აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ
დღეს ატარებს საჯარო განხილვას.
8. სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების
უზრუნველსაყოფად სააგენტოს უფროსის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია.
საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, ადგილზე დაათვალიერონ და
შეისწავლონ მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. საქმიანობის
განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო
კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.
10. სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი
არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებას.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული მოსაზრებებისა და შენიშვნების
გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება
აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.
12. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ
საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმაგრაფიკის ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე
ადგენს სააგენტო.
13. შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 50-ე კალენდარული დღისა და
არაუგვიანეს მე-60 კალენდარული დღისა სააგენტო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე
იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტკიცდება
სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
14. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
უფლების მისაღებად სააგენტოს მიმართავს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით
ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ
ვადებში შესრულება.
15. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ
ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
მისაღებად.
სააგენტო
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემის შესახებ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის
შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების
წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
დადგენილი წესის შესაბამისად.“;
გ) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17–მე-19 ნაწილებით
გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების
შესრულებას, სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას
ძალადაკარგულად აცხადებს.“;
36. 48-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში
შეუსრულებლობისთვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4
ნაწილით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს და მიიღოს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.“;
37. 51-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტები, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის პირველი
ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტი და მე-11 ნაწილი, მე-8
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის მე-10 ნაწილი, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ნაწილში, მე-12 მუხლის
პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-12 მუხლის მე-7 ნაწილი გარემოზე ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე მითითების ნაწილში, მე-13 მუხლის პირველი
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-5 ნაწილი, მე-19 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის
„ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“
ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-4
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ე“ ქვეპუნქტი და 37-ე–41-ე მუხლები ამოქმედდეს „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე
ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი
შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე.“;
მუხლი 2.
1.
ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული - გარემოსდაცვითი
შეფასების დეპარტამენტი გადავიდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მის სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ამ
კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში, უზრუნველყონ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის
რეორგანიზაციასთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული
სააგენტოს სისტემაში გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროში გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში დაწყებული ადმინისტრაციული
წარმოების შემთხვევაში გადაწყვეტილებას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოს ეროვნული სააგენტო.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოზე
ზემოქმედების შეფასების სფეროში გამოცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება გადაეცეს
საჯარო სამართლის იურიდიული პირს - გარემოს ეროვნული სააგენტოს.
5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს
ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროში, სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ერთეულში - გარემოსდაცვითი
შეფასების დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების მათ მიერ დაკავებული
თანამდებობების შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ გადაყვანა.
6. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს განკარგვაში არსებული „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული ,,გარემოზე ზემოქმედების
შეფასების ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების
განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს
ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტისა, მე-6 ნაწილის
,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებისა (დაჩქარებული წესით მომსახურების ნაწილში), მე-7 ნაწილის ,,ა”
ქვეპუნქტისა (დაჩქარებული წესით მომსახურების ნაწილში) და მე-13 ნაწილის ,,ბ”
ქვეპუნქტისა
(დაჩქარებული
წესით
მომსახურების
ნაწილში),
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი, მე-6 ნაწილის ,,ა” და ,,ბ”
ქვეპუნქტები (დაჩქარებული წესით მომსახურების ნაწილში), მე-7 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი
(დაჩქარებული წესით მომსახურების ნაწილში) და მე-13 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი
(დაჩქარებული წესით მომსახურების ნაწილში) ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ახლანდელი და
მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და
ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვა, ბუნებრივი
რესურსებით
რაციონალური
სარგებლობა
და
ქვეყნის
მდგრადი
განვითარება
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. ამ მიზნის მისაღწევად
სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას გარემოზე განუზომელი ზემოქმედების
შესაძლებლობა და შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს
დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ.
რამდენადაც გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, მისი მნიშვნელობისა და
თავისებურების გათვალისწინებით,
სპეციფიკურ,
განსაკუთრებულ
სამართლებრივ
რეგულირებას ექვემდებარება, აუცილებელია ისეთი სამართლებრივი და ინსტიტუციური
მოწყობა, რომელიც სახელმწიფოს მისცემს გარემოზე მოსალოდნელი ზიანის თავიდან
აცილების, შემცირებისა და შერბილების ადეკვატური რეგულირების შესაძლებლობას.
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროკავშირის
დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი), რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების
კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის შედეგად 2017
წლის პირველ ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული. მისი ამოქმედება
განსაზღვრულია პერიოდულად, ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის პირველი
იანვრიდან, ხოლო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სამინისტროს კომპეტენციები)
ნაწილში კოდექსი ძალაში შევიდა 2018 წლის პირველი ივლისიდან. კოდექსი შესაბამისობაშია
ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და ქმნის ევროკავშირის კანონმდებლობასთან
ჰარმონიზებულ საკანონმდებლო ბაზას, რომლის წარმატებით აღსრულება და განხორციელება
არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა იმისთვის, რომ შესრულდეს კონსტიტუციით დაცული
მნიშვნელოვანი დანაწესი და ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული
ვალდებულებები.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს არსებული კანონმდებლობით და ასევე კოდექსის მიხედვით
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სტრატეგიულ დოკუმენტებზე დასკვნის გამცემ
ადმინისტრაციულ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო). 2018 წლის პირველი იანვრიდან, ახალი
კოდექსის პირობებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტს (შემდგომში დეპარტამენტი) უწევს გაცილებით მეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებიდამი
დაქვემდებარებული საქმიანობის თაობაზე მსჯელობა, სკრინინგის პროცედურის ორგანიზება
და სკოპინგის დასკვნის გაცემა, საჯარო განხილვების ჩატარება (განსხვავებით 2018 წლის
პირველ იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობისგან, როდესაც საჯარო განხილვას ატარებდა
საქმიანობის განმახორციელებელი, თვითონვე აორგანიზებდა მას და საჯარო განხილვის
შედეგებს სამინისტროს წარმოუდგენდა). ასევე საგულისხმოა, რომ დეპარტამენტს 2018 წლის
პირველი ივლისიდან, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან ერთად, უწევს
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების განხორციელება და
რეკომენდაციების გაცემა. ცალსახაა, რომ ამისთვის დეპარტამენტს ესაჭიროება როგორც
დამატებით ახალი ადამიანური რესურსები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
გაუმჯობესება. აღნიშნული საკითხების განხილვა-გაანალიზება კანონპროექტის შემუშავების,
სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებისას არაერთგზის იქნა წინა პლანზე წამოწეული.
შესაბამისად, მრავალჯერ დაისვა საკითხი დეპარტამენტის გაძლიერებისა და შესაბამისი
თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნის თაობაზე. ასევე, არაერთგზის გაესვა ხაზი
მოცემულ საკითხს კანონპროექტის სხვადასხვა ეტაპზე განხილვის დროსაც. აგრეთვე,
კანონპროექტის განხილვისას არაერთგზის იქნა აღნიშნული, რომ დეპარტამენტის მიერ
კოდექსის დებულებების ეფექტიანად აღსრულებისთვის, საჭიროა წვდომა სამინისტროს
სისტემაში არსებულ ინფორმაციებთან და მისი ერთიანი მონაცემთა ბაზის სახით
ჩამოყალიბება. საბოლოო ჯამში, კოდექსის მიღების პერიოდში, ყველა ზემოთქმული
ფაქტორის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, სამინისტროს საბიუჯეტო
სახსრების გაზრდის ხარჯზე, დეპარტამენტის უცვლელად, სამინისტროს ცენტრალური
აპარატში დატოვება და მისი ადამიანური და სხვა საჭირო რესურსებით გაძლიერება. თუმცა,
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა დეპარტამენტის ადამიანური რესურსებით გაძლიერებისა,
კოდექსის ეფექტიანი აღსრულებისთვის აუცილებელია სწორად დაიგეგმოს ეფექტიანი
მმართველობის სისტემა, რომლის საშუალებითაც გაცილებით გაადვილდება კოდექსით
დასახული მიზნების შესრულება. კოდექსის ეფექტური აღსრულების და საჯარო სამსახურის
ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის
მიზნით, ამასთან, დეპარტამენტის მიერ მასზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული
ახალი
ფუნქცია-მოვალეობების
ჯეროვანი
შესრულების
უზრუნველსაყოფად,
მიზანშეწონილია, სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, კერძოდ, სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფის - გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სამინისტროს
სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სტრუქტურაში გადატანა. იმ
გარემოების გათვალისწინებით, რომ სამინისტრო, მისი ცენტრალური აპარატის მეშვეობით,
ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას და
ადგენს საკითხების პრიორიტეტულობას, რაც ჯამში ქმნის სამინისტროს პოლიტიკას, რომლის
აღსრულება უკვე ხორციელდება მის სისტემაში შემავალი აღმასრულებელი უწყებების მიერ,
მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღმასრულებელი რგოლი დეცენტრალიზდეს სამინისტროს
სისტემაში, ხოლო ცენტრალური აპარატის ძალისხმევა მიმართული იქნეს უშუალოდ
პოლიტიკის შექმნაზე. მსგავსი მიდგომა აპრობირებულია ევროპის წამყვან სახელმწიფოებში,
სადაც
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების/ნებართვის
გაცემასთან
მიმართებით
დეცენტრალიზებული მიდგომა მოქმედებს და გზშ-ის პროცედურებზე და შესაბამისი
ნებართვების გაცემაზე პასუხისმგებელია გარემოსდაცვითი სააგენტოები. კერძოდ, მას გასცემს
შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ან რეგიონული ორგანო (მაგ. ჩეხეთი, დანია,
გაერთიანებული სამეფო) ან უფლებამოსილება დელეგირებულია სამინისტროს სისტემაში
არსებული შესაბამისი სააგენტოსთვის (მაგ. ირლანდია, ესტონეთი, ლატვია, სლოვენია,
პორტუგალია). ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების და
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესი დამყარებულია ღრმა მეცნიერულ
შეფასებებზე და პრაქტიკულ საქმიანობებზე, მათ შორის კვლევებზე და ანალიზებზე რაც
წარმოადგენს პოლიტიკის აღსრულების მექანიზმს.
სლოვენიის რესპუბლიკის გარემოს სააგენტო (გარემოსა და სივრცითი დაგეგმარების
სამინისტროს სისტემაში არსებული უწყება) - პასუხისმგებელია გარემოზე ზემოქმედების
შეფასების პროცედურის განხორციელებასა და გადაწყვეტილების გაცემაზე (გარემოსდაცვითი
თანხმობა). სააგენტო ახორციელებს: ეროვნულ დონეზე ექსპერტულ, ანალიტიკურ,
მარეგულირებელ და ადმინისტრაციულ საქმიანობებს; გარემოში მიმდინარე ბუნებრივი
მოვლენებისა და პროცესების მონიტორინგს და ანალიზს. (ხორციელდება მეტეოროლოგიის,
ჰიდროლოგიისა და სეისმოლოგიის მიმართულებით); გარემოს დაბინძურების მონიტორინგს
და საზოგადოებისათვის სანდო გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდებას; გარემოსდაცვითი
ნებართვების
გაცემას,
მაგალითად
ფართომასშტაბიანი
დამაბინძურებლებისთვის
ნებართვების გაცემა - ე.წ ინტეგრირებული ნებართვა (IPPC). სააგენტო ასევე ახორციელებს
სათბური აირების მონიტორინგს და შესაბამისი გზებით ცდილობს მათ შემცირებას. გარემოს
დაცვის სააგენტო ასევე უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი კანონმდებლობების აღსრულებას,
რაც ერთობ ეხმარება გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრას. სააგენტოს ასევე წვლილი
შეაქვს გარემოსდაცითი გადასახადების გადამხდელი სუბიექტებისათვის ადმინისტრაციული
საქმისწარმოების კუთხით. თავის მხრივ, გარემოსა და სივრცითი დაგეგმარების სამინისტრო
წარმოადგენს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების პროცედურის განხორციელებაზე
პასუხისმგებელ უწყებას.
ირლანდიის გარემოსდაცვითი სააგენტო - გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე
პასუხისმგებელი უწყება. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმიანობა ასევე ექვემდებარება
ინტეგრირებულ ნებართვას და წარმოადგენს მასშტაბური ავარიების რისკების (ე.წ. SEVESO
direvtive-ს) ობიექტს, ან ექვემდებარება ნარჩენების ლიცენზიას, სააგენტო ახორციელებს
განცხადების შეფასებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით, კომპეტენციის
ფარგლებში. ამ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხორციელდება მთლიანად ან
ნაწილობრივ დამგეგმავ ორგანოსთან ან ABP-სთან (An Board Pleanala - მასშტაბური
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ეროვნული
დამოუკიდებელი ორგანო) კონსულტაციის შედეგად, ან გამოკვლევის შედეგების მათთვის
წარდგენის მეშვეობით. სააგენტოს საქმიანობა სამი მიმართულებით ხორციელდება:
1. რეგულირება: რეგულაციების და გარემოსდაცვითი შესაბამისობების აღსრულება.
2. ცოდნა: მაღალი ხარისხის, მიზანმიმართული და დროული გარემოსდაცვითი
მონაცემების შეგროვება და შეფასება
3. ადვოკატირება: მდგრადი გარემოსათვის სუფთა, პროდუქტიული და კარგად დაცული
გარემოს შესახებ ადვოკატირების წარმართვა.
სააგენტოს მოვალეობებია:
● ლიცენზირება
● ეროვნული გარემოსდაცვითი აღსრულება
● გარემოში ნარჩენებისა და ქიმიკატების მართვა
● წყლის მართვა
● კლიმატის მეცნიერებები და კლიმატის ცვლილება
● გარემოსდაცვითი მონიტორინგი და შეფასება
● გარემოსდაცვითი კვლევები და განვითარება
● რადიაციული დაცვა
● ცნობადობის ამაღლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
● პარტნიორობა და კავშირების დამყარება
ლიეტუვას გარემოსდაცვითი სააგენტო პასუხისმგებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცედურების განხორციელებაზე ეროვნულ დონეზე. ხოლო, გარემოს დაცვის სამინისტრო
ტრანსსასაზღვრო ნაწილში.
დანიის გარემოსდაცვითი სააგენტო (დანიის გარემოსა და სურსათის სამინისტროს სისტემაში)
პასუხისმგებელია როგორც სახელმწიფოს შიგნით გზშ-ს განხორციელებაზე
ასევე
ტრანსსსასაზღვრო
გარემოსდაცვითი
ზემოქმედების
შეფასების
შესახებ
კონსულტირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე.
სააგენტოს მოვალეობებია:
● კანონმდებლობისა და გაიდლაინების მომზადება
● გარკვეულ სექტორებში ავტორიზაციის დოკუმენტაციის გაცემა
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოთავაზებული ინსტიტიუციური მოწყობის მსგავსი
მიდგომები აპრობირებულია ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, სადაც გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების/ნებართვის გაცემასთან მიმართებით დეცენტრალიზებული მიდგომა
მოქმედებს და გზშ-ის პროცედურებზე და შესაბამისი ნებართვების გაცემაზე პასუხისმგებელია
გარემოსდაცვითი სააგენტოები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეპარტამენტის სააგენტოში გადატანის შემთხვევაში
არსებითად გაუმჯობესდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ადმინისტრირება,
როგორც სააგენტოს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენების, ასევე
გარემოსდაცვით საინფორმაციო ბაზებზე წვდომის კუთხითაც. გამომდინარე იქიდან, რომ
ახალი კოდექსით გაფართოვდა რეგულირებადი საქმიანობების ჩამონათვალი, ამასთან,
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურამ მოიცვა ისეთი საქმიანობები, რომლებიც ამ
დრომდე არ საჭიროებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, დაინერგა სკრინინგის და
სკოპინგის ეტაპები, რა დროსაც საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს
გადაწყვეტილებების
მიღება,
ახლებურად
რეგულირდება
საზოგადოებასთან
კონსულტაციებისა და საჯარო განხილვების ჩატარება, საზოგადოების მონაწილეობის
კომპონენტები, დაინერგა ახალი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტი, ეს
კი პირდაპირ კავშირშია დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების ზრდასთან და შესაბამისად,
სამუშაოს მოცულობის ზრდასთანაც.
ასევე, არსებული მდგომარეობით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სკრინინგის
პროცედურების დადგენილ
ვადებში სრულყოფილი და ეფექტიანი განხორციელება.
სკრინინგის პროცედურის დროს, დეპარტამენტის მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
კოდექსით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების
მიღება ამა თუ იმ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარების
შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის, კოდექსის მიხედვით, დადგენილია
არაუადრეს 10 და არაუმეტეს 15 დღე. კოდექსი ითვალისწინებს მოსალოდნელი ზემოქმედების
შეფასებას გარემოს ყველა კომპონენტზე. კერძოდ, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით
მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს და ემისიებს, როგორებიცაა წყლის, ატმოსფერული ჰაერის,
მიწის და სასარგებლო წიაღისეულის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური
გამოსხივება, სითბური გამოსხივება და რადიაცია; შესაძლო ზემოქმედების აღწერას
ბიომრავალფეროვნებაზე (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები,
ეკოსისტემები), წყალზე (მათ შორის, ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები, რაოდენობა,
ხარისხი), ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე (მათ შორის, ნიადაგის მოხსნა), მიწაზე (მათ შორის,
ორგანული ნივთიერებები, ეროზია, დატკეპნა, დეგრადაცია), კლიმატზე (მათ შორის,
სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების
ემისია), ლანდშაფტზე, კულტურულ
მემკვიდრეობაზე (მათ შორის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ასპექტები) და
მატერიალურ ფასეულობებზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის დროს ასევე
უნდა განხორციელდეს პირდაპირი და არაპირდაპირი, კუმულაციური, ტრანსსასაზღვრო,
მოკლევადიანი და გრძელვადიანი, პოზიტიური და ნეგატიური მოსალოდნელი ზემოქმედების
შესწავლა, რომელიც გამოწვეულია:
•
ბუნებრივი
რესურსების
(განსაკუთრებით
–
წყლის,
ნიადაგის,
მიწის,
ბიომრავალფეროვნების)
გამოყენებით,
ამ
რესურსების
ხელმისაწვდომობის
გათვალისწინებით;
•
გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების ემისიით, ხმაურით, ვიბრაციით, რადიაციით,
ნარჩენების განთავსებითა და აღდგენით;
•
სხვა, არსებულ საქმიანობასთან ან დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური
ზემოქმედებით;
•
საქმიანობის კლიმატზე ზემოქმედებით და კლიმატის ცვლილებით განპირობებული
საქმიანობის მოწყვლადობით;
შესაბამისად, დეპარტამენტმა მხოლოდ საკუთარი ძალებით, საკუთარი თანამშრომლების
ინტელექტუალური შესაძლებლობების და სამინისტროს ცენტრალური აპარატში არსებული
ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს სკრინინგის და სკოპინგის
პროცედურების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ზემოაღნიშნულ
კომპონენტებზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესწავლა და შეფასება მოითხოვს როგორც
სხვადასხვა დარგში სპეციფიკურ ცოდნას, ისე საველე კვლევების განხორციელებას. დღეს
არსებული პრაქტიკით, დეპარტამენტი, დაგეგმილი პროექტის თავისებურებების
გათვალისწინებით, იყენებს სააგენტოს და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული
ერთეულების დარგობრივი ექსპერტების ცოდნა-გამოცდილებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ
კონკრეტული დაგეგმილი საქმიანობის სირთულიდან და გარემოზე
მოსალოდნელი
უარყოფითი ზემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, დამკვიდრებული პრაქტიკის
შესაბამისად, ხორციელდება საპროექტო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც
დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს
დარგობრივი ექსპერტები. აღნიშნული გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს
ვალდებულებიდან, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა
გარემოება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დაათვალიეროს პროექტის განხორციელების
ადგილი. აქედან გამომდინარე, რეორგანიზაციის შემთხვევაში, პროცედურულად და დროის
ეფექტიანობის თვალსაზრისით, უფრო გამარტივდება ერთიანი სისტემის ფარგლებში მომუშავე
დარგობრივი ექსპერტების ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში და საპროექტო
გარემოსდაცვით დოკუმენტაციაში განხილული მონაცემების გადამოწმება საპროექტო
ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტო
მუდმივად ახორციელებს საველე სამუშაოებს, ადგილზე გაზომვით სამუშაოებს, ძებნა-ძიებით
და სხვა სახის კვლევით სამუშაოებს. შესაბამისად, სააგენტოს გააჩნია მნიშვნელოვანი
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საველე აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საერთო
მიზნისთვის გამოყენება, საპროექტო ადგილზე სიტუაციის ვიზუალური/ინსტრუმენტული
შეფასება და შედარება სააგენტოში არსებულ მონაცემებთან. სსიპ გარემოს ეროვნული
სააგენტოს ფუნქციები თვისობრივად ახლოსაა და ხშირ შემთხვევაში იკვეთება გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ეტაპზე გამოსაკვლევ ინფორმაციასა და შესაბამის რისკებთან,
სწორედ ამიტომ, სააგენტოს მიერ მისი მოვალეობების შესრულების შედეგად გენერირებული
ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების სრულყოფილად
შესასწავლად. კერძოდ, სააგენტოს ფუნქციებში შედის:
•
საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური,
გეოლოგიური პროცესების და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა
წყლები, ზღვა, ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნა და
მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
•
გარემოზე დაკვირვების მონაცემთა დამუშავება და გარემოს მდგომარეობის შეფასება;
კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა, ამ ცვლილებებით გამოწვეული
შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების
შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
•
საქართველოს
ტერიტორიაზე
ჰიდრომეტეოროლოგიური,
გეოლოგიური
და
ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა; ჰიდროსისტემების
მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების ჰიდრო და
ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება;
•
შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების
ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება, რეკომენდაციების, წინადადებების, მეთოდური
და სხვა სახის მასალების მომზადება.
გარემოსდაცვითი მმართველობის, მონიტორინგის და გარემოზე შესაძლო უარყოფითი
ზემოქმედების თავიდან აცილების და შერბილების დაგეგმვის პროცესი, ტექნოლოგიების
განვითარების თანამედროვე ეტაპზე, წარმოუდგენელია გარემოსდაცვითი საინფორმაციო
სისტემების და განსაკუთრებით, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენების გარეშე.
შესაბამისად, დეპარტამენტისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი
საინფორმაციო სისტემების გამოყენება, განსაკუთრებით
იმ ინფორმაციის გამოყენება,
რომელიც არსებობს სააგენტოში ერთიანი მონაცემების სახით და ეს არის ის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია, რომელიც იქმნებოდა მრავალი წლის განმავლობაში. სწორედ, დეპარტამენტის
სააგენტოში არსებობის პირობებში, აღნიშნული მონაცემების დამუშავება-შედარების და
სპეციალისტებთან დამატებითი კონსულტირების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეფექტიანი განხორციელება, კანონით დადგენილ ვადებში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის სათანადოდ
განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა გარემოსდაცვითი ინფორმაციის,
განსაკუთრებით გეოგრაფიული გარემოსდაცვითი ინფორმაციის დროულად მოპოვება,
რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება სააგენტოსგან გამოთხოვის გზით, რაც დამატებით
ბიუროკრატიულ ბარიერს ქმნის და დროის თვალსაზრისით, აფერხებს დეპარტამენტის
მოვალეობების ეფექტიანად/ოპერატიულად შესრულებას და იწვევს ადმინისტრაციული
წარმოების ვადების გაზრდას. გამომდინარე იქიდან, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების
სხვადასხვა ეტაპის განხორციელებისთვის, კანონით განსაზღვრულია კონკრეტული ვადები,
სააგენტოს სტრუქტურაში გადასვლა მნიშვნელოვნად გაამარტივებს დეპარტამენტის
ბიზნესპროცესებს ინფორმაციის მოპოვების კუთხითაც, რაც როგორც დროის დაზოგვის
თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ასევე წარმოადგენს დეპარტამენტის გამართული და
შეუფერხებელი ფუნქციონირების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. გარდა ამისა, საპროექტო
ტერიტორიაზე ვიზუალური შეფასების შედეგების საფუძველზე შესაძლებელი გახდება
გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზების შევსება/განახლება, რაც ასევე ხელს შეუწყობს სააგენტოში
არსებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის განახლებას და საინფორმაციო ბაზების სრულყოფას.
კოდექსის მთავარ მიღწევას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
საზოგადოების და დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით ეფექტიანი
მექანიზმების დანერგვა, რაც, ერთი მხრივ, სრულად ასახავს ევროკავშირის დირექტივების
მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, თანხვედრაშია ,,გარემოსდაცვით საკითხებთან
დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე
ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციით (ე.წ. ორჰუსის კონვენცია) განსაზღვრულ
რეგულაციებთან, რაც კიდევ უფრო განმტკიცებულია სახელმწიფოს მიერ აღებული
ვალდებულებით, რომ სწორედ მან უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის
საჯაროობა და გამჭვირვალობა, ნაცვლად საქმიანობის განმახორციელებლისა. თუმცა,
ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულება,
სახელმწიფოს მხრიდან, დაკავშირებულია არაერთ გამოწვევასთან, როგორიცაა ინფორმაციის
საჯაროობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფინანსურ-მატერიალური ხარჯები და
პროცესის განმახორციელებელი ადამიანური რესურსი. იმ გარემოების გათვალისწინებით,
რომ რამდენჯერმე გაიზარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული
საქმიანობების ჩამონათვალი, საჯარო განხილვის მოწყობის ვალდებულება დეპარტამენტს
დაეკისრა როგორც სკოპინგის, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეტაპზე და ამასთან,
გადაწყვეტილების მიღების
პროცესში
საზოგადოების
ეფექტიანი
მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად, დეპარტამენტმა აიღო პასუხისმგებლობა საჯარო განხილვის მოწყობამდე
შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროება განახორციელოს ყველა შესაძლო საშუალებით. 20182019 წლების განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლების მივლინებების რაოდენობა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში, წინა წლებთან
შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად
შესრულებისთვისაც მიზანშეწონილია დეპარტამენტის სააგენტოს სტრუქტურაში გადასვლა,
არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოპტიმალური გამოყენების კუთხით (მათ
შორის სავალდებულო მივლინებებისას), რადგან სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული
ქვედანაყოფების თანამშრომლები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებიან მივლინებებში
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული რესურსის გამოყენება სავსებით
ეფექტიანად იქნება შესაძლებელი ადგილზე ვიზუალური შეფასებების ჩატარებისათვის
გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში. ეს, ერთის მხრივ, საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი
სპეციალისტი ჩაერთოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში და მეორე მხრივ, საველე
გასვლების საშუალებით ადგილზე არსებული ვითარების უკეთ შესწავლის კარგი
შესაძლებლობა იქნება. ეს კი პირდაპირი გარანტიაა იმისა, რომ კოდექსით გათვალისწინებული
ვალდებულებები ეფექტიანად აღსრულდეს პრაქტიკაში და დაინერგოს ისეთი გარემოზე
ზემოქმედების შეფასების სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება იმ ევროპულ
სტანდარტებთან, რასაც როგორც საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების
დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციები ითხოვენ, ასევე გვევალება ასოცირების შესახებ
შეთანხმებით.
არსებული
მოცემულობიდან
გამომდინარე,
ზემოხსენებული
გარემოებების
გათვალისწინებით, დეპარტამენტის სააგენტოს სტრუქტურაში გადასვლა წარმოადგენს
ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს კოდექსით
დადგენილი ახალი რეგულაციების უფრო ეფექტიან აღსრულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს
სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ
მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე
მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების
დაცვისკენ. ასევე, კანონპროექტის მიზანია, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში
გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული, ტერმინების,
რეგულაციების
დახვეწა,
კოდექსის
ნორმების
პრაქტიკაში
უკეთ
აღსრულების
უზრუნველსაყოფად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები წარმოადგენს
საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფეროს, აღნიშნული საკითხების მოწესრიგებისთვის
საჭიროა ცვლილება შევიდეს შესაბამის საკანონმდებლო აქტში - „გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსში“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სისტემაში ჩამოყალიბდება ინსტიტუციური მოწყობისა და
მმართველობის იმგვარი მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, გააუმჯობესებს
და უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე
ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, სადაც გაწერილი იყო
სამინისტროს კომპეტენციები გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში. ეს ეხება როგორც
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი
შეფასებისა და ტრანსსასაზღვრო პროცედურებს, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების წესსა და კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების
საკითხებს. შესაბამისად, ამ მუხლებში „სამინისტროს“ ნაცვლად მიეთითება „სააგენტო“ და
აგრეთვე, უწყებათა კომპეტენციების ნაწილში მკაფიოდ გაიმიჯნა სამინისტროსა და სააგენტოს
უფლებამოსილებები. სამინისტრო კვლავ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და
განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს იმ
სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომლის მიღებაც სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს
კოდექსიდან გამომდინარე, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები
გადაეცემა სააგენტოს, რომელიც გარემოზე ზემოქმედების პროცესის ეფექტიან და სწორ
იმპლემენტაციას მოახდენს პრაქტიკაში. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული
ფუნქციების შესრულების ნაწილში, კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს სამინისტროს და
საქართველოს მთავრობის ჩართულობას. კერძოდ, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში
სამინისტროს კომპეტენცია იქნება:
ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს მთავრობისთვის
წარდგენა;
გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ,
ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის
გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
დ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და
საზოგადოების ჩართულობის მიზნით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან
დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მასში დაცული ინფორმაციის
უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“;
კანონპროექტით დადგენილია იმ მუხლებისა და ცალკეული ქვეპუნქტების ამოქმედების
ვადები, სადაც გათვალისწინებულია ცვლილებები. ამოქმედების ვადები ემთხვევა კოდექსის
ამოქმედების ვადებს, რადგან მოგეხსენებათ, არსებული კოდექსი, გზშ-ს ნაწილში, სგშ-ს
ნაწილში, ტრანსსასაზღვრო პროცედურებთან მიმართებით და ა.შ. ამოქმედების სხვადასხვა
ვადას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს დაჩქარებული წესით სკოპინგის დასკვნისა და
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
სრულად
სხვა
პირზე
გადაცემის
შესახებ
გადაწყვეტილების გაცემას. დაჩქარებული წესით სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან
არაუგვიანეს 21 დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას ნაცვლად არაუადრეს 26-ე და
არაუგვიანეს 30-ე სამუშაო დღისა (სტანდარტული წარმოების შემთხვევაში). ამასთან არ
იცვლება საზოგადოების შენიშვნებისთვის განსაზღვრული 15 დღიანი ვადა, იმისთვის, რომ
საზოგადოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა
უზრუნველყოფილი იყოს სრულყოფილად, ვადების შემცირების გარეშე. რაც შეეხება
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
სრულად
სხვა
პირზე
გადაცემის
შესახებ
გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღებას, ნაცვლად 1 თვის ვადისა (სტანდარტული
ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში), პროექტით გათვალისწინებულია 10 სამუშაო
დღე. დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურის ოდენობები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს
საექსპერტო კომისიის შექმნასა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადებას სკრინინგისა
და სკოპინგის პროცედურების განხორციელების პროცესში. საზოგადოებრივი ექსპერტების
მონაწილეობა გათვალისწინებულია მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების
პროცესში. ცვლილებების მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება საჭიროების
შემთხვევაში კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების, სკოპინგის დასკვნისა
და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში ჩართოს საზოგადოებრივი
ექსპერტ(ებ)ი, რომელთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის
ძირითადი
ნაწილის
ძალაში
შესვლა
გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული მიღება.
რაც შეეხება კანონპროექტით დაჩქარებული წესით სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების სრულად სხვა პირზე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან
დაკავშირებულ ცვლილებებს (კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი,
მე-6 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები, მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი და მე-13 ნაწილის „ბ”
ქვეპუნქტი ), მათი ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული ვადა
დადგინდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის ძირითადი ცვლილებები
ეხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
რეორგანიზაციას.
შესაბამისად,
რეორგანიზაციის
ღონისძიებების
გასატარებლად
აუცილებელია გარკვეული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სამინისტრო გაატარებს
შესაბამის
სამართლებრივ/ადმინისტრაციულ
ღონისძიებებს
და
დაასრულებს
რეორგანიზაციის პროცესს. ამასთან, გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში კანონპროექტის ის
ნორმა, რომელიც ეხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შესაბამისი წინასაწარი მოსამზადებელი
ღონისძიებების განხორციელებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
აღნიშნული პროექტის ინიცირება განხორციელდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის მიერ, მიმდინარე წლის ივლისის თვეში. კანონპროექტმა გაიარა,
ცალკეული საკომიტეტო განხილვები. კანონპროექტი ინსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად,
ითვალისწინებდა
სხვა
ცვლილებებსაც
„გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსში“.
კონსულტაციების საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ვინაიდან, კოდექსის
ცვლილებები ინსტიტიუციური ხასიათისაა, მთავრობის მხრიდან მოხდეს მისი ინიცირება.
გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის
უფლებამოსილება მიენიჭება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ
სააგენტოს. შესაბამისად, საჭიროა დაჩქარებულ ვადებში მოხდეს კანონპროექტის განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს ხარჯების გამოყოფას. ასევე, მისი მიღება არ არის
დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული
ხარჯების დაფინანსება მოხდება შესაბამისი, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მათ
შორის, დამატებითი ხარჯები არ არის გათვალისწინებული კანონპროექტის ამოქმედების
შემდგომ 3 წლის განმავლობაში (ამ ეტაპზე, 2021 წელს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული 930 000 ლარი (მათ შორის 32 დასაქმებულის შრომის
ანაზღაურება - 770 000 ლარი).
2021-2024 წლების ზღვრული მოცულობები
დასახელება
საბიუჯეტო ასიგნებები (ლარში)
კოდი
31 01 02 გარემოზე ზემოქმედების
2021 წელი
2022 წელი
2023 წელი
2024 წელი
930,000
930,000
930,000
930,000
შეფასების ღონისძიებები
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით არ იცვლება არსებული - გარემოზე ზემოქმედების
შეფასების მოსაკრებლის ოდენობა - 500 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
გავლენას არ მოახდენს, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში.
რაც
შეეხება
კოდექსით
განსაზღვრული
ფუნქციების
განხორციელებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხარჯებს, ის მდგომარეობს შემდეგში:
- საზოგადოებრივი ექსპერტები: გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული
გარემოსდაცვითი შეფასებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში კოდექსი ითვალისწინებს შესაბამისი ექსპერტიზის
ჩატარებას. ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამინისტრო, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში,
ინდივიდუალურ პროექტებზე ქმნის საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისიაში,
სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად,
მონაწილეობენ საზოგადოებრივი ექსპერტები (სამინისტროს მიერ მათთან დადებული
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე).
აღსანიშნავია, რომ საექსპერტო კომისიაში,
სამინისტროს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენელთა
მონაწილეობა არ ანაზღაურდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის
ანაზღაურებას, აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის
ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის 19/04/2018 №2-256 ბრძანება. კერძოდ, საზოგადოებრივი ექსპერტის
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულ ექსპერტიზაზე 500 ლარით, საზოგადოებრივი
ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება - 700 ლარით,
უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება
განისაზღვრება სამინისტროსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით. საზოგადოებრივი
ექსპერტების მომსახურების საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მაგალითად, 2019
წელს გაფორმდა 62 ერთჯერადი ხელშეკრულება, ხოლო 2020 წელს 101. რაც შეეხება
საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების საერთო ოდენობას, აღნიშნულმა, 2019
წელს შეადგინა 23,282 ლარი, ხოლო 2020 წელს 37,260 ლარი. ამასთან.
- დეპარტამენტის შტატები: 2018 წლის საშტატო ნუსხით დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა
განისაზღვრა 34 ერთეულით. ამ რაოდენობის განსაზღვრა დაეფუძნა არსებული კადრების
გათვალისწინებით
ინსტიტუციური
შესაძლებლობების
შეფასებით
ანალიზს
და
კანონმდებლობის ცვლილებით გამოწვეულ სამუშაოს გაზრდილ მოცულობას. შემდგომში
დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 22 ერთეულამდე, ამასთან, დამატებით საჭრო
გახდა სამინისტროს 2019 წლის საშტატო ნუსხით არსებული ვაკანტური თანამდებობების
მობილიზება. პროცედურული მოთხოვნების ეფექტიანი აღსრულების მიზნით 2020 წელს
საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 31 ერთეულით, ამავე წელს დეპარტამენტს დაემატა ახალი
- სკრინინგის სამმართველო. 2021 წელს, განსახილველად წარმოდგენილი პროექტების
მასშტაბურობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, სკრინინგის, სკოპინგის და გზშ-ის
პროცედურებისთვის გათვალისწინებული ადამიანური რესურსის ეფექტიანი გადანაწილების
მიზნით ჩამოყალიბდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის პროცედურის
განხორციელებაზე პასუხისმგებელი მეორადი სტრუქტურული ერთეული. ამასთან,
რეორგანიზაცია განხორციელდა არსებული საშტატო ნუსხისა და გამოყოფილი საბიუჯეტო
ასიგნებების ფარგლებში, და არ იყო დაკავშირებული დამატებით ადმინისტრაციულმატერიალურ საჭიროებების გამოყოფასთან.
შესაბამისად, ამჟამად დეპარტამენტში 5 მეორადი სტრუქტურული ერთეულია: ა)
გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველო; ბ) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო; გ)
ინტეგრირებული მართვის სამმართველო; დ) სკრინინგის სამმართველო ე) სკოპინგის
სამმართველო.
გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი
2018- 2019
შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება
სულ
რაოდენობა
22
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
1
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
3
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
3
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
11
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1
პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
2
გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი
2021
შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება
სულ
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
რაოდენობა
31
1
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
1
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
5
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
2
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
13
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
5
პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
4
2018 წელს დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 386,209 ლარი,
2019 წელს - 469,272 ლარი, ხოლო 2020 წლის 1 სექტემბერის მდგომარეობით - 337,531 ლარი.
დეპარტამენტის ბიუჯეტი 2018-2020 წლებში: 2018 წელი: ფაქტიური - 414, 452 ლარი; 2019
წელი: ვინაიდან, დეპარტამენტს არ ჰქონდა ცალკე კოდი, აღნიშნულ რიცხვს ვერ ვუთითებთ;
2020 წელი: გეგმიური - 610, 000 ლარი, ფაქტიური 581,198. 2021 წელს გეგმიური- 930,000 ლარი.
ვინაიდან 2019 წელს, დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრული იყო 22
ერთეულით, კოდექსის ნორმების პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელებისთვის, 2019 წლის
ივლისიდან, დამხმარე მოსამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით, გაფორმდა 10
შრომითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებამ
შეადგინა 71,056 ლარი. ვინაიდან 2020 წელს დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა
განისაზღვრა 32 ერთეულით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს,
ზემოაღნიშნული
ვაკანტური
ადგილების
დასაკავებლად,
გასამართი
კონკურსის
დასრულებამდე, გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 12 მარტამდე. 2020 წელს,
მათმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 26,500 ლარი.
- საჯარო განხილვები: კოდექსი ითვალისწინებს სკოპინგის დასკვნის და გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემის ეტაპებზე სავალდებულო საჯარო განხილვის ჩატარებას, საჯარო
განხილვა ასევე ტარდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში. საჯარო
განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო. დაგეგმილი
საქმიანობის თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში საჯარო
განხილვა უნდა ჩატარდეს საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხოლო
თვითმმართველი
ქალაქის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
საქმიანობის
განხორციელების შემთხვევაში საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წელს ჩატარებული საჯარო განხილვების რაოდენობამ შეადგინა 91, 2019 წელს - 293, ხოლო
2020 წლის 1 ივნისამდე - 35 (2020 წელს ჩატარებული საჯარო განხილვების შედარებით მცირე
რაოდენობა განპირობებულია კოვიდ19 პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობით. კერძოდ,
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი
ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181
დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული
სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული
ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული
საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების
პრევენციის მიზნით) განხორციელდა საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და
ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და
შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილ იქნა წერილობით ან/და
ელექტრონული საშუალებით, კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. )
ზემოაღნიშნული საჯარო განხილვების ჩატარებისთვის სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა: 2018
წელს - 7, 295 ლარი, 2019 წელს-12,805, ხოლო 2020 წლის 1 სექტემბრამდე - 4,135 ლარი. აქვე
ასევე მხედველობაშია მისღები, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორიის ადგილის
დათვალიერებაში მონაწილეობას იღებენ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ან სხვა
დაწესებულებების
თანამშრომლები,
მათი
სამივლინებო
ხარჯების
ანაზღაურება
ხორციელდება შესაბამისი დაწესებულებების მიერ და აღნიშნული არ აისახება მითითებულ
რიცხვებში.
აღსანიშნავია, რომ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ აღსრულებისათვის საჭირო
თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ: გათვალისწინებულია 2020 წელს
დეპარტამენტის
თანამშრომლების (32 ერთეული) შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ნაწილი, გზშ-სა და
სგშ-ს პროცესში ჩართული საზოგადოებრივი ექსპერტების შრომის ანაზღაურება, საჯარო
განხილვებისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო თანხები.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება გათვალისწინებულია ქვეპროგრამის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ღონისძიებები“ (31 01 02) ფარგლებში. კოდექსში
ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, არსებულ ბაზაზე, უკვე სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოს სისტემაში, დეპარტამენტი იმუშავებს იმავე საკითხებზე, რაზეც სამინისტროს
აპარატში უწევდა მუშაობა. ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული „გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განკარგვის უფლება მიენიჭება სსიპ
გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ამავდროულად, სააგენტოს სისტემაში არსებობის პირობებში
დაიზოგება თანხები მივლინებების დასაფინანსებლადაც, რადგან სააგენტოს თანამშრომლები
კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას, ხშირ შემთხვევაში,
უზრუნველყოფენ რეგიონებში მათი გეგმიური მივლინებების დროს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ დაჩქარებული წარმოების შემთხვევაში
საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილ განცხადებას თან უნდა
ერთვოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული თანხის ოდენობების წინასწარი განსაზღვრა
შეუძლებელია, რადგან ეს დამოკიდებული იქნება განმცხადებლის სურვილზე, აირჩევს თუ არა
დაჩქარებული წესით მომსახურების შესაძლებლობას. რაც შეეხება დაინტერესებული პირების
მიერ გასაწევ სხვა ხარჯს - გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელს, მისი ოდენობა
რჩება უცვლელი - 500 ლარი. შესაბამისად, ამ მხრივ, კანონპროექტი დამატებით ფინანსური
შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან
დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციების გავლა მოხდა საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან და
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
სხვა ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვა წარმოდგენილია განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“
ქვეპუნქტში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.