„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) 21-ე მუხლის მე-11 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს
მთავრობამ, 2025 წლის 1 იანვრამდე, დაამტკიცოს მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის
ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს
უფლება აქვს „მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებული სხვა წყაროებით“. ამასთან, კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის
თანახმად,
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს
მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით
მიმდინარეობს მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე.
სოციალური კოდექსი იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი
დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი
მხარდაჭერის საფუძველი გახდება. სოციალური კოდექსი დაფარავს სოციალური დაცვის
ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა სოციალური დახმარებები, მათ შორის
დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა.
შესაბამისად, სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში ჩამოყალიბდება
სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები.
ამდენად, მიზანშეწონილია, მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის
გაცემის საკითხები დარეგულირდეს სოციალური კოდექსით გათვალისწინებული
სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში. სოციალური კოდექსის
შემუშავება
დასრულდება
2023-2024
წელს.
ამდენად,
შესაძლებელი
გახდება
მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი შესაბამისობაში
იყოს „სოციალურ კოდექსთან“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით
მიმდინარეობს მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე.
სოციალური კოდექსი იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი
დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი
მხარდაჭერის საფუძველი გახდება. სოციალური კოდექსი დაფარავს სოციალური დაცვის
ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა სოციალური დახმარებები, მათ შორის
დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა.
შესაბამისად, სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში ჩამოყალიბდება
სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები.
ამდენად, მიზანშეწონილია, მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის
გაცემის საკითხები დარეგულირდეს სოციალური კოდექსით გათვალისწინებული
სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მსხვერპლთათვის/სავარაუდო კომპენსაციის
გაცემის წესი შესაბამისობაში იქნება „სოციალურ კოდექსით“ სხვადასხვა გასაცემლებთან
მიმართებით გათვალისწინებულ პრინციპებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი :
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტში, რომლის
თანახმადაც, საქართველოს მთავრობას დაევალება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარდგინებით, დაამტკიცოს მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა
და კომპენსაციის გაცემის წესი 2025 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა).
გამომდინარე იქიდან, რომ „სოციალური კოდექსის“ შემუშავება დაგეგმილია 2023-2024
წლებში, მიზანშეწონილია, სწორედ ამ ვადამდე გადაიდოს მსხვერპლთათვის/სავარაუდო
მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავება, რათა კომპენსაციის გაცემის წესით
გათვალისწინებული საკითხები შესაბამისობაში იყოს „სოციალური კოდექსით“ დადგენილ
პრინციპებთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის განხილვა და მიღება უნდა მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში,
დაჩქარებული
წესით,
ვინაიდან,
კანონის
არსებული
რედაქციით,
მსხვერპლთათვის/სავარაუდო
მსხვერპლთათვის
კომპენსაციის
წესის
შემუშავება
გათვალისწინებულია 2022 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების
გადავადების (2025 წლის 1 იანვრამდე) შესახებ გადაწყვეტილების კანონში ასახვის
პროცედურა უნდა დასრულდეს 2021 წლის ბოლომდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
ცვლილებას გავლენა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტზე როგორც 2022 წლის, ასევე
საშუალოვადიან პერიოდში, კერძოდ, წესის შემუშავების შემდეგ, უნდა მომხდარიყო
კომპენსაციის თანხის გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მიხედვით კი ეს აღარ
არის გათვალისწინებული. კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავება განხორციელდება
საქართველოს მთავრობის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი უწყებისათვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონი ითვალისწინებდა კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავების
ვალდებულებას საქართველოს მთავრობისათვის 2022 წლის 1 იანვრამდე. მოცემულ
ეტაპზე, აღნიშნული ვადის გადავადება ხდება 2025 წლამდე. ეს გავლენას მოახდენს იმ
პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც კომპენსაციის გაცემის წესის 2022
წლიდან ამოქმედების შემთხვევაში, გახდებოდნენ კომპენსაციის მიმღები, თუმცა
მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რადგან წესის შემუშავება არ
მომხდარა, ხოლო ძალადობის მსხვერპლის სტატუსი არ ნიშნავს, რომ პირი
აუცილებლად
გახდებოდა
კომპენსაციის
მიმღები,
რადგან
აღნიშნული
დამოკიდებულია კიდევ სხვა პირობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულადი შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შესაძლოა, მოახდინოს გავლენა იმ ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე, რომელთაც შესაძლოა, შეეხოთ კომპენსაციის გაცემის გადავადების ნაწილი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,