„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 793 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 793. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული - მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
1. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ გათვალისწინებული - მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
დადების შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“
გათვალისწინებული - მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით
დადგენილი პირობების შეუსრულებლობა,
გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის
გასამმაგებას
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული - მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2. 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული - მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისთვის
შესაბამისი
ორგანოს
ადმინისტრაციული
მიწერილობით
დაკისრებული
მოვალეობის
შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ
კოდექსის 793 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტი. კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის
შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის“ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ,
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციად განისაზღვრება მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში (793 მუხლი, 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი) კი
აღნიშნული გადაწყვეტილებების მიმღებ უწყებად მითითებულია საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შესაბამისად, საჭიროა კოდექსში ამ საკითხის
დაზუსტება და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელია, „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები შევიდეს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისობაში მოვა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
3
სამართალდარღვევათა კოდექსის 79 და 84-ე მუხლებში. კერძოდ, გამომდინარე იქედან, რომ
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილების გამცემს წარმოადგენს სამინისტრო, ხოლო წარმოდგენილი ცვლილების
შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასცემს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, 793 მუხლი
(ანალოგიურად, 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილიც) ზუსტდება და მასში კონკრეტული
უწყების მითითების ნაცვლად, მიმდინარე საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე
კეთდება ზოგადი ფორმულირება, რაც შესაბამისად, მოიაზრებს ორივე ზემოაღნიშნულ უწყებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და ვინაიდან, ძირითად
პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისად აღნიშნული
კანონპროექტიც განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე იქედან, რომ მოქმედი „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით“ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემს
წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საკანონმდებლო
პაკეტით წარმოდგენილი ცვლილების შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასცემს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, პროექტით იცვლება მხოლოდ მითითება მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების კუთხით. ჯარიმები რჩება უცვლელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება, გამომდინარე იქედან, რომ მოქმედი „გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსით“ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემს
წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საკანონმდებლო
პაკეტით წარმოდგენილი ცვლილების შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასცემს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, პროექტით იცვლება მხოლოდ მითითება მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების კუთხით. ჯარიმები რჩება უცვლელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციების გავლა მოხდა საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.