„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#07-3/149/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 35-ე მუხლს მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. თუ კანდიდატი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე/თანამდებობებზე ვერ გამწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს − კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა ამ კანდიდატს ხელახლა ეყაროს კენჭი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვაკანტურად დარჩენილ რომელიმე თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა ტარდება საერთო წესით.“. 2. 371 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დასაკისრებლად მოსამართლე შეიძლება მივლინებულ იქნეს სხვა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობით, 2 წლამდე ვადით. მივლინების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელია 2 წლამდე ვადით. თუ ამ ვადის გასვლისას მივლინების საფუძველი აღმოფხვრილი არ იქნება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მივლინების ვადა კიდევ 1 წლით გააგრძელოს. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.“. 1 3. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში − საბჭო) უფლებამოსილია − დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას (შემდგომში − სადისციპლინო კოლეგია) რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ: ა) მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა; ბ) რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა ამ კანონის 758 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით და არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება მაინც: ბ.ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას, ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას; ბ.ბ) დისციპლინური დევნა მიმდინარეობს ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენისათვის. 2. წარდგინებით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საბჭო, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით, ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სადისციპლინო კოლეგიაში წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, ხოლო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომში - სადისციპლინო პალატა) საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში. 3. სადისციპლინო კოლეგია წარდგინებას იხილავს ამ კანონით განსაზღვრული საერთო წესებით, წარდგინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს წარდგინების განხილვას და გადაწყვეტილების გამოტანას. 4. თუ სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შესახებ, მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სამართალწარმოების საბოლოო დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 5. საბჭოს წარდგინებასთან დაკავშირებით სადისციპლინო კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეთაგან შეიძლება გასაჩივრდეს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება არ დაიშვება. საჩივარი უნდა წარედგინოს სადისციპლინო 2 კოლეგიას. საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივართან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს. 6. სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს ამ კანონით განსაზღვრული საერთო წესებით, შემდეგი განსხვავებული საპროცესო ვადების გათვალისწინებით: ა) საჩივრის შემოსვლიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატამ უნდა შეამოწმოს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა იღებს მას წარმოებაში; ბ) თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან თუ საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება; გ) სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. შესაძლებელია საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენითაც, თუ, პალატის მოსაზრებით, ეს ხელს შეუწყობს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, საქმის ზეპირ განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. 7. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება, რის გამოც ასევე ჩერდება მასზე ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემა. გამართლების შემთხვევაში მოსამართლეს მიუღებელი ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები სრულად აუნაზღაურდება. 8. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან მოსამართლე ითვლება საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილებულად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგებით.“. 4. 47-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 3 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“. 5. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის (გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა) სტრუქტურას, თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას;“; 6. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“. 7. 511 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს, სამსახურისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ამტკიცებს დამოუკიდებელი ინსპექტორი.“. 8. 751 მუხლის მე-8 პუნქტის: ა) „ბ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი: „ბ.ზ) მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმა გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით;“; ბ) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადის დაცვა ვერ შეძლო უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო;“. 4 9. 753 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები: „ე1) იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში; ე2) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;“. 10. 753 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, სხვა სასამართლოში გადაყვანა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად. 12. სასამართლოს თავმდჯომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება და ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.“. 11. 755 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი, დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის (განცხადების) ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 5-დღიან ვადას. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება.“. 12. 757 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვეში წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. ამ პროცედურების განხორციელებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.“. 13. 758 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისათვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 5 უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. 14. 7510 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამართლეს უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება. აცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსამართლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი ინსპექტორის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. ამავე საფუძვლის არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს განიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 (2 მოსამართლე და 1 არამოსამართლე) წევრით დაკომპექტებული კოლეგია, რომელიც წილისყრით შეირჩევა. მოსამართლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოვლინდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრის აცილების საკითხი ამ პუნქტის შესაბამისად გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც განახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მონაწილეობას ვერ მიიღებს მოცემულ საქმეზე მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტაში. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტისთვის გამოყენებული ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადაში.“. 15. 7513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 6 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. 16. 7516 მუხლი ამოღებულ იქნეს. 17. 7525 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7525. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“. 18. 7535 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე არ გამოცხადდა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გადადოს დისციპლინური საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.“. 19. 7537 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან ორზე მეტი გადაცდომისათვის ბრალეულად ცნობისას დააკისროს მოსამართლეს პასუხისმგებლობა ამ კანონის 7547 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.“. 20. 7546 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7 „მუხლი 7546. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა და სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ამ კანონის 7547 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“. 21. 7547 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო კოლეგია, როგორც წესი, უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი, ძირითადი სახის დისციპლინური სახდელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა მხოლოდ ძირითადი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია − მასთან ერთად გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დისციპლინური სახდელიც. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.“. 22. 7554 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ასაჩივრებს.“. 23. 7556 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჩივრის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატამ უნდა შეამოწმოს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა იღებს მას წარმოებაში. 2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას (არაუმეტეს 5 დღისა). თუ ამ ვადაში 8 ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან თუ საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება.“. 24. 7558 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ერთჯერადად შეიძლება გააგრძელოს 15 დღით.“. 25. 7565 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი/სახდელები ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია: ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი/სახდელები, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები ან გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით/სახდელებით.“. 26. 7572 პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასთან, დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების სახეებისა და დისციპლინური წარმოების განხილვის ვადებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხებისა და წესების ახლებურად მოწესრიგებას. თითოეული ამ საკითხის ახლებურად მოწესრიგების მიზანშეწონილობის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილია „ა.გ“ ქვეპუნქტში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ის საკითხები, რომლებიც წესრიგდება კანონპროექტით, ამჟამად მოწესრიგებულია კანონით. შესაბამისად, მათი ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული საკითხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები; კერძოდ: მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას; შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა; შემცირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი, რაც გაზრდის დისციპლინური სამართალწამოების პროცედურის ეფექტიანობას; გაუქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის (დანიშვნის) აკრძალვა, რაც გაზრდის პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების, აგრეთვე საბჭოში ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების შესაძლებლობას; დაზუსტდება მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და დადგინდება მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების დეტალური პროცედურა. 1 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად: 1. კანონის 35-ე მუხლს ემატება 131 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ კანდიდატი კონკურსში მონაწილეობისას მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ გამწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა ამ კანდიდატს ხელახლა ეყაროს კენჭი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვაკანტურად დარჩენილ რომელიმე თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა ტარდება საერთო წესით. ამ ცვლილების მიზანშეწონილობა დაადასტურა პრაქტიკამ; კერძოდ: შესაძლოა, კონკრენტული კანდიდატი მაღალი კონკურენციის გამო ვერ გამწესდეს მისთვის სასურველ თანამდებობაზე (მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ), თუმცა მის მიერ მოპოვებულმა შეფასებებმა ცხადყოს, რომ სავსებით შესაძლებელია მისი გამწესება სხვა სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა და საბჭოსაც და კანდიდატსაც ზღუდავს კონკურსის საწყის ეტაპზე კანდიდატის მიერ მითითებული ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალით. 2. ახლებურად ყალიბდება კანონის 371 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები; კერძოდ, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება 1 წლით (როგორც მოსამართლის თანხმობით მივლინების, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინების შემთხვევაში). პრაქტიკამ ცხადყო, რომ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების დღეს მოქმედი მაქსიმალური ვადები არასაკმარისია შესაბამისი სასამართლოების გადატვირთულობისა და იქ განსახილველ საქმეთა სიჭარბიდან გამომდინარე. 3. ახლებურად ყალიბდება კანონის 45-ე მუხლი; კერძოდ: იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთანავე, მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საფუძვლები ყალიბდება შემდეგი სახით: მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილება მოხდება, თუ: ა) მოსამართლის მიმართ 2 დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა; ბ) რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა ამ კანონის 758 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით და არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება მაინც: ბ.ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას, ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას; ბ.ბ) დისციპლინური დევნა მიმდინარეობს ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენისათვის. ეს ცვლილება მოაწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლის მიმართ არც სისხლისსამართლებრივი დევნა არის დაწყებული და არც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის მიღებული, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის იყენებს საკუთარ თანამდებობას და ხელს უშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას. ამ დროს სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად და მისი ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების, როგორც პრევენციული და შემაკავებელი ეფექტის მქონე ღონისძიების, გამოყენება, რაც გამორიცხავს უარყოფით ზემოქმედებას დისციპლინური სამართალწარმოების პროცესსა და მის შედეგებზე. 4. კანონის 47-ე მუხლის მე-12 პუნქტში წარმოდგენილი ცვლილებით უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად (როგორც მოსამართლე, ისე არამოსართლე წევრად) ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა, რაც გაზრდის პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების პრინცპზე დაყრდნობით საბჭოს დაკომპლექტების შესაძლებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ვენეციის კომისიამ თავის 2013 წლის 11 მარტის N701/2012 დასკვნაში საბჭოების დაკომპლექტების საკითხის თაობაზე მსჯელობისას, ზოგადად, განმარტა, რომ „იუსტიციის საბჭოების შექმნის ლოგიკა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეზღუდვები დაწესდეს მოსამართლეთა უფლებაზე, აირჩიონ თავიანთ კოლეგებს შორის მათთვის სასურველი პირები, რომლებიც მათ წარმოადგენენ საბჭოში“1. შესაბამისად, ის თუ რამდენად იმსახურებს კონკრეტული პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას, მათ შორის, ზედიზედ მეორე ჯერზე არჩევას (დანიშვნას), მიზანშეწონილია, უშუალოდ მისი არჩევის (დანიშვნის) უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა შეაფასოს, ყოველგვარი გაუმართლებელი ბლანკეტური შეზღუდვის გარეშე. 5. კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და 511 მუხლის პირველ პუნქტში წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა 1 იხ. ვენეციის კომისიის აღნიშნული დასკვნის 48-ე პუქნტი: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2013)007-geo 3 თანამდებობრივ სარგოებს, სამსახურისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ამტკიცებს დამოუკიდებელი ინსპექტორი. ეს ცვლილება ემსახურება დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. 6. მცირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი (კერძოდ, ამ კვორუმის ცვლილება გამოიხატება შესაბამისი გადაწყვეტილებების, საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში), რაც გაზრდის დისციპლინური სამართალწამოების პროცედურის ეფექტიანობას. ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DHR) ადამიანის უფლებათა დირექტორატის (DGI) მოსაზრება (დასკვნა), სადაც ნათქვამია: „დისციპლინური სამართალწარმოების ინიცირებისათვის ასეთი კვალიფიციური უმრავლესობის [საბჭოს 2/3-ის უმრავლესობის] დადგენა ქმნის სერიოზულ საფრთხეს იმისა, რომ ძალზე ბევრი საჩივარი დარჩება რეაგირების გარეშე ასეთ ადრეულ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს შესაძლო შიდაკორპორატიული მიდგომის გავლენით. უბრალო უმრავლესობა საკმარისი უნდა იყოს აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. და კიდევ, [...] იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა იგივე 2/3-ით წყვეტს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს, ხოლო [...] იგივე კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. მსგავსი ხმათა უმრავლესობა არის საკმაოდ მაღალი დანაწესი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს კანონპროექტის მე-7 მუხლის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, და თუ არ შეაჩერა, შეანელებს მაინც დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტური განვითარების მთლიან პროცესს. იუსტიციის უმაღესი საბჭოს ახალი როლის გათვალისწინებით დისციპლინური სამართაწარმოების ინიცირებასთან მიმართებაში და დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ზემოხსნებულ საკითხებზე უნდა გადაწყდეს ხმათა უბრალო უმრავლესობით“. 2 „ქმედითი დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის დანერგვის მიზნით, იუსტიციის საბჭო დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით 3 გადაწყვეტილებებს უბრალო უმრავლესობით უნდა იღებდეს. “ „იუსტიციის საბჭოს მიერ დისციპლინური სამართალწარმოების ყველა საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დაწესებული ხმათა 2/3-ის უმრავლესობა ზედმეტად მაღალი მოთხოვნაა. დისციპლინური სამართალწარმოების უფრო ქმედითი სისტემის დასამკვიდრებლად, საჭიროა, ეს მოთხოვნა შეიცვალოს უბრალო უმრავლესობით.“4 2 იხ. 2014 წლის 14 ოქტომბრის N774/2014 დასკვნა, პუნქტი 24: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2014)032-geo 3 იხ. 2014 წლის 14 ოქტომბრის N774/2014 დასკვნა, პუნქტი 66: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2014)032-geo 4 იხ. 2014 წლის 14 ოქტომბრის N774/2014 დასკვნა, პუნქტი 72: 4 7. მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომებს ემატება დისციპლინური გადაცდომების ისეთი სახეები, რომლებიც ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაშიც გვხვდება (მაგალითად, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი); კერძოდ, ცვლილების მიხედვით, გადაცდომად ჩაითვალება აგრეთვე მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, რადგან მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა ლახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს. 8. მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. მსგავსი სახდელები დამკვიდრებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (მაგალითად, გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ-ში, ისრაელში და სხვა), რაც ემსახურება დისციპლინური სახდელების მრავალფეროვნების გაზრდას, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დისციპლინური გადაცდომის შესატყვისი, პროპორციული სახდელის შერჩევა (მაგალითად, საქმეზე Oleksandr Volkov v. Ukraine (#21722/11; 09.01.2013) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკრაინის კანონმდებლობით მხოლოდ 3 სახის დისციპლინური სახდელის გათვალისწინების გამო, შეუძლებელი იყო პროპორციულობის პრინციპის დაცვა). დისციპლინურ სახდელთა მრავალფეროვნება მის შემფარდებელს ანიჭებს მეტ ფარგლებს პროპორციულობის პრინციპის დასაცავად და ამცირებს დისციპლინური სახდელის უკიდურესი ფორმის, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობას. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2010)12 რეკომენდაციის 52-ე პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოსამართლის გადაყვანა სხვა სასამართლოში დისციპლინური სანქციის სახით.5 მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის 3.4. პუნქტი ასევე ითვალისწინებს მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანის შესაძლებლობას დისციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლებში.6 9. ცვლილებით კანონის 753 მუხლს ემატება 11 და 12 პუნქტები, რომლებიც ახდენს მოსამართლეთა დისციპლინური სახდელების დიფერენცირებას ძირითად და დამატებით სახდელებად (სისხლის სამართალში არსებული მიდგომის მსგავსად) ისე, რომ დისციპლინური გადაცდომის შინაარსის (მაგალითად, https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2014)032-geo 5 https://rm.coe.int/cmrec-2010-12-on-independence-efficiency-responsibilites-of-judges/16809f007d 6 https://rm.coe.int/16807473ef 5 ხასიათის, სიმძიმის) გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდეს ერთდროულად ძირითადი და დამატებითი სახდელების დაკისრება. ეს კი დისციპლინური სახდელის შემფარდებელს ანიჭებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა. 10. კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება (განახევრება) ყველა ეტაპზე, რაც სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება. 11. კანონის 7510 მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტისას მაქსიმალურად შემცირდეს არამოსამართლე წევრის მიერ სამართლებრივი შეცდომის დაშვების რისკი; კერძოდ: კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადასაწყვეტად, წილისყრით იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3-წევრიანი კოლეგია, სადაც შესაძლებელია, რომ ამ კოლეგიის სამივე წევრი საბჭოს არამოსამართლე წევრი აღმოჩნდეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს სათანადო პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, მიზანშეწონილია, ეს კოლეგია დაკომპლექტდეს უპირატესად (უმარვლესობით) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებით, სადაც საბჭოს არამოსამართლე წევრიც იქნება წარმოდგენილი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება. 6 თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი ორგანოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით დგინდება მოსამართლის დისციპლინური სახდელის ახალი სახე − სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება მოსამართლის 7 დისციპლინური სახდელების ძირითად და დამატებით სახდელებად კატეგორიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა მოსამართლეს, მაგალითად, საყვედურის გამოცხადებასთან ერთად დაეკისროს ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა. ყოველივე ეს კი, მოქმედი საკანონმდებლო ნორმებისგან განსხვავებით, გამოიწვევს შესაბამის მოსამართლეზე ფინანსურ გავლენას მისი შემოსავლების შემცირების კუთხით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 8 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. 9