„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/150/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 13
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“. 2. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსს, მისი საქმიანობის პრინციპებსა და უფლებამოსილებებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი და საქმიანობის მიმართულება ამ კანონის საფუძველზე იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია, განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობაზე აირჩევა ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით და ახორციელებს ამ კანონით ან/და სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“; ა.ბ) „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.გ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი; ი) მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა);“; ა.დ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს ან/და ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; მ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები, მისი არჩევა, ხელშეუხებლობა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა“. 5. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „მუხლი 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. მუხლი 5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს; გ) ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს; ვ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის საქმიანობას ზედამხედველობს (შემდგომ − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე), სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორგამომძიებლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში; ზ) წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; თ) უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას.“. 6. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევა და უფლებამოსილების ვადა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. საკონკურსო კომისიის წევრები არიან: ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 11 კვირისა და არაუგვიანეს 10 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა 4 ვინაობას. საკონკურსო კომისიის წევრთა წარდგენის ვადის გასვლიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და მათ წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შერჩეული კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად. 6. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თუ საქართველოს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კენჭისყრით ვერ აირჩევს ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის ორივე კანდიდატი კენჭისყრამდე უარს იტყვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად არჩევაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. 7. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე იქნა არჩეული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, გარდა ამ კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ იქნა არჩეული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომდევნო დღიდან, გარდა ამ კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა 5 უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ.“. 8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი: „მუხლი 62. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და 1 მოადგილე, რომლებსაც იგი თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე კოორდინაციას უწევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის საქმიანობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების, ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი გარანტიებით.“. 9. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ხელშეუხებლობა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 6 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.“. 11. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობებისა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად არჩეული პირი ვალდებულია არჩევიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან გადადგეს მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან. სანამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად არჩეული პირი არ შეწყვეტს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ან არ გადადგება შეუთავსებელი თანამდებობიდან, იგი არ არის უფლებამოსილი, შეუდგეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განხორციელებას. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.“. 13. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: მუხლი 91. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უფროსის 7 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ე) მან დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) იგი ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) იგი გარდაიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.“. 15. მე-10−მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობისა და თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებების განაწილების წესები დგინდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე დადგენილი წესით ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესს ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 8 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოება ხორციელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. მუხლი 11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურესა და გამომძიებელზე რაიმე ზემოქმედება ან მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. მუხლი 12. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ზოგად ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა თაობაზე, სტატისტიკურ მონაცემებს მისი უფლებამოსილებების სფეროში მიმდინარე გამოძიების შესახებ, ზოგად ტენდენციებს, შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის საკითხებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არავის არა აქვს უფლება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ან ისეთი 9 ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიების მსვლელობას. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიეწოდება საზოგადოებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.“. 16. III და IV თავები ამოღებულ იქნეს. 17. V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სფეროში მუხლი 19. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეები 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ; ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით, 126ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-2 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლით, 1431 მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1432 მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1432 მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1511 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 1571 მუხლის მე-4 ნაწილით, 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 159-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, თუ იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა) და გარდა მოხელისა ან მასთან გათანაბრებული პირისა. 10 2. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ აგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით. 3. დანაშაულთა ერთობლიობისას, როდესაც ჩადენილ დანაშაულთაგან ერთი ან ერთზე მეტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე არ არის, პროკურორის გადაწყვეტილებით, რომელიც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა, და ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, გამოსაძიებლად გადაეცემა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად პროკურორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის შესახებ. 4. თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს დასაბუთებული წინადადებით სხვა საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში. 5. თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მას გადასცა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში. 6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე 11 დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს: ა) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; ბ) წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღისა − მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას; გ) სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ. 7. თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში. 8. თუ არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. მუხლი 20. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები გამოძიების სფეროში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, ამ კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; ბ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; გ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს გამოძიებას; 12 დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები და მოქმედებები. მუხლი 21. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამის მოადგილეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი (გარდა სტაჟიორგამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და 35-ე მუხლით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამის მოადგილეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორგამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. მუხლი 22. პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის 13 ჩადენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია. მუხლი 23. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შერჩევა, დანიშვნა და უფლებამოსილებანი 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იქნენ სისხლის სამართლის სფეროსა და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი, ოპერატიულსამძებრო საქმიანობის საფუძვლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 14 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურში პირის სტაჟიორგამომძიებლად დანიშვნის შემთხვევაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურში პირი სტაჟიორ-გამომძიებლად ინიშნება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით. 5. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის სპეციალური საგამოძიებო სამსახურში უკონკურსოდ გადაყვანა, რაც გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა უფლებამოსილებების ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას (ჰორიზონტალური გადაყვანა). 6. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ჰორიზონტალური გადაყვანა. 7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას. 8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები. 9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები. მუხლი 24. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. 2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა 15 იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ან მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. 5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს. 6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. 8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს. 10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. მუხლი 25. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალურ დაცვას. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ 16 შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები). 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი იღებს: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს; გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს; დ) წელთა ნამსახურობის დანამატს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების გამო, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. 5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. მუხლი 26. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 18. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი: „მუხლი 27. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება და მისი შედეგები 17 1. 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის 1 მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები. 2022 წლის 1 მარტიდან შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობები და სამსახურიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე 2022 წლის 1 მარტიდან არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. აღნიშნულ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს 2022 წლის 1 მარტიდან 3 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, მიეცეს კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კომპენსაციის გაცემის მომენტში საჯარო დაწესებულებაში არ არის დასაქმებული. ამ კომპენსაციის გაცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ თანამდებობაზე მყოფმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა. აღნიშნული კომპენსაცია კომპენსაციის მიმღებ პირს ყოველ ჯერზე მიეცეს შემდეგი ოდენობით: ა) მისი თანამდებობისთვის დადგენილი, 2021 წლის 22 დეკემბერს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ეს თანამდებობა 2021 წლის 22 დეკემბერს არსებობდა, ამასთანავე, ეს პირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არ არის; ბ) მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობისთვის დადგენილი, 2021 წლის 22 დეკემბერს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ მისი თანამდებობა 2021 წლის 22 დეკემბერს არ არსებობდა, ამასთანავე, ეს პირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არ არის; გ) მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული, 2021 წლის 22 დეკემბერს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ეს პირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2021 წლის 23 დეკემბრამდე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია; დ) მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ტოლფასი სამუშაოს შესრულების თაობაზე დადებული სხვა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული, 2021 წლის 22 დეკემბერს მოქმედი უმაღლესი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ეს პირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2021 წლის 22 დეკემბრის შემდეგ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. 4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების 2022 წლის 1 მარტიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, უზრუნველყოს 2022 წლის 1 მარტიდან ამ ქონების ნაწილის 18 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის პირდაპირ გადაცემა, ხოლო აღნიშნული ქონების სხვა ნაწილის − სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის პირდაპირ გადაცემა. 5. 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებები. 6. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების 2022 წლის 1 მარტამდე ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი არ ტარდება და სახელმწიფო ინსპექტორი არ აირჩევა.“. 20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი: „მუხლი 281. გარდამავალ პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 61 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით: ა) ამ კანონის 61 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და ამ საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში; გ) ამ კანონის 61 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილმა ვადებმა შეინარჩუნოს მოქმედება და ისინი ხელახალი კონკურსის გამოცხადების მომენტიდან აითვალოს. 2. თუ საქართველოს პარლამენტი მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 61 მუხლის შესაბამისად წარდგენილი კანდიდატებიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტამდე აირჩევს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს 2022 წლის 1 მარტიდან, გარდა ამ კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ საქართველოს პარლამენტი აღნიშნული კანდიდატებიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტის შემდეგ აირჩევს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს მისი არჩევის მომდევნო დღიდან, გარდა ამ კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. შესაბამისმა ორგანოებმა, თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 4. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სათანადო ქონებით აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 19 5. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2022 წელს არ წარედგინება.“. 21. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. 2022 წლის 1 მარტამდე წარმოებულ საქმეთა ქვემდებარეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2022 წლის 1 მარტამდე ამ კანონის V თავის ფარგლებში წარმოებული საქმეები 2022 წლის 1 მარტიდან გადაეცეს და დაექვემდებაროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6, მე-8, მე-9, მე-11, მე-13, მე-15−მე-18 და 21-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6, მე-8, მე-9, მე-11, მე-13, მე15−მე-18 და 21-ე პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მან, ერთი მხრივ, შეითავსა მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, მეორე მხრივ კი, მას დაემატა კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. მართალია, 2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გადაუჭრელი დარჩა; კერძოდ, ამჟამად არსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ითავსებს და ახორციელებს სამ ძირითად ფუნქციას: ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; და გ) გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება. ამ ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ (ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ) შესრულება კი გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გამოიძიოს გარკვეული დანაშაულები, ხოლო, მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ამ სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების აღრევას და იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.აქედან გამომდინარე, საჭიროა, გაიმიჯნოს აღნიშნული ფუნქციები და ისინი ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილებათა ფარგლებში მოექცეს, რაც უკეთ უზრუნველყოფს ამ ფუნქციათა ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური მიდგომა გამოავლინა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამაც („კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“), რომელმაც 2018 წლის 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვა კრიტიკა სახელმწიფო ინსპექტორის არსებული მოდელის შესახებ და ამ სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის თაობაზე განაცხადა შემდეგი: „ინსპექტორის სამსახური დღეს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს 1 პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების პროაქტიულად კონტროლი ერთმანეთთან თავსებადი ფუნქციები არ არის და აღნიშნული ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას. შემოთავაზებული მოდელი აჩენს რეალურ საფრთხეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ეფექტიანობა რისკის ქვეშ დადგება.“1 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის იმავე განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ „ინსპექტორის ინსტიტუტი დღეს არის სამართალდაცვითი პროცესისგან დამოუკიდებელი, მაკონტროლებელი ორგანო, მაშინ როდესაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს საგამოძიებო ბუნების მქონე უწყება. მაგალითად, ერთი მხრივ ინსპექტორს მოუწევს გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება, ხოლო მეორე მხრივ ეთანამშრომლოს/დაემორჩილოს პროკურატურას გამოძიების პროცესში. აგრეთვე არ ჩანს, თუ როგორ იქნება დაზღვეული, რომ გამოძიების პროცესში თავად ინსპექტორის თანამშრომლები არ დაარღვევენ პირადი ცხოვრების უფლებას და უსაფუძვლოდ არ დაამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს. ამგვარი ბუნდოვანი ბუნების მქონე ორგანოს შექმნით გაჩნდება რისკი, რომ მის მიმართ საზოგადოებას არ ექნება მაღალი ნდობა, რაც მსგავსი უწყებების ეფექტიანად მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“2 აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის აღნიშნულ განცხადებაში წარმოდგენილია შეთავაზება, რომ „პერსონალური მონაცემების დაცვა და გამოძიება ცალსახად არათავსებადი ფუნქციებია“, გონივრულია, „საგამოძიებო უწყება შეიქმნას ცალკე უწყების სახით, მოქნილი და მცირე ბიუროკრატიული აპარატით, რაც არ იქნება დაკავშირებული დიდ საბიუჯეტო სახსრებთან.“3 1 იხ. https://osgf.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83 %AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83% 9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1/ 2 იხ. https://osgf.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83 %AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83% 9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1/ 3 იხ. https://osgf.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83 %AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83% 9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1/ 2 ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნისა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვის შემდეგ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე კონტროლის მექანიზმი, 2018 წლამდე მოქმედ კონტროლის მექანიზმთან შედარებით, განსხვავებულად მოწესრიგდა. კერძოდ, 2018 წლამდე ყველა საგამოძიებო უწყების მიერ ნებისმიერი ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორი აკონტროლებდა. 2018 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნისა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვის შემდეგ კი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების კანონიერების მაკონტროლებლად ორი ორგანო განისაზღვრა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და საქართველოს უზენაესი სასამართლო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების კანონიერების კონტროლის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზედამხედველ მოსამართლეს გადაეცა, რადგან ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ინიციატივის მქონე უწყება ამავე დროს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების კანონიერების კონტროლის უფლებამოსილების მქონე უწყებად განსაზღვრულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უმთავრეს ფუნქციას მართლმსაჯულების აღსრულება წარმოადგენს, ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს საგამოძიებო უფლებამოსილება აღარ ექნება, მიზანშეწონილია, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება კვლავ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუბრუნდეს. საკითხის სპეციფიკიდან და 2018 წლამდე არსებული გამოცდილებდან გამომდინარე, აღნიშნული სამსახური ეფექტიანად უზრუნველყოფს ამ უფლებამოსილების აღსრულებას. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, გაფართოვდეს საგამოძიებო სამსახურის განსჯადობა და მას ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი შემდეგ ძირითად მიზანს ემსახურება: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფრო ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგება გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო 3 მოქმედებების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავების კონტროლის, აგრეთვე საგამოძიებო ქვემდებარობის გაფართოების თვალსაზირისით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი ამჟამად წესრიგდება საკანონმდებლო აქტებით. შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, ეფექტიანად მოხდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს მონაცემების კანონიერად დამუშავების კონტროლის თვალსაზირისით, აგრეთვე გაფართოვდება სასახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების თანახმად, დღესდღეობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას შემდეგი 3 მიმართულებით ახორციელებს: ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; და გ) გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება ზემოაღნიშნულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. გარდა ამისა, ახლაშექმნილ საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი. 4 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის ნორმების ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ნაწილი − 2022 წლის 1 მარტიდან. კანონპროექტის მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ოპტიმალური და მიზანშეწონილია მისი ამოქმედების საკითხის ამგვარი მოწესრიგება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. 5 ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა („საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა („საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. 6 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შრომითი ურთიერთობები შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.4 ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას, რომლებიც თანამდებობებზე განწესების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკომპლექტებენ აღნიშნული სამსახურების შემადგენლობას, შესაბამისი საშტატო ნუსხებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის გათვალისწინებით. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ თანამშრომეთა 4 იხ. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე (2021 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით) საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები: https://personaldata.ge/cdn/2021/03/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0% E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83 %A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83% 9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf 7 შემოსავლების კლების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ ახალშექმნილ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომავალში დასაქმებული პირების შემოსავლების გაზრდის კუთხით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 8 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. 9