„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის 321 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. 34-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.“.
3. 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს − პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის
ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, იმ ფაქტის გამო, რომელიც მას
გაანდეს, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს;“.
4. 106-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.
დაზარალებულს
უფლება
აქვს,
გამოძიების
ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება
ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, იმავე
კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული,
რომელიც, კანონის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა.
ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს,
დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს
გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის
გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.
1
5. 136-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. ამ კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო
მოქმედებების ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და
მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების
კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).
6. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
სამსახური
აკონტროლებს
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
ცენტრალური
ბანკის
კონტროლის
ელექტრონული სისტემით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის
მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).“.
6. 1433 მუხლის:
ა) მე-5 და 51 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის
საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24
საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით
დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის
გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით,
პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და
განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე
უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება
სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან
შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან
ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და
ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურს.
მოსამართლის
განჩინების
ეგზემპლარები
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ,
მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ
ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის
შესახებ განჩინება მოსამართლემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ
წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი
განჩინება (განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური)
სახით მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.
2
51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე
მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ელექტრონული
ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურისათვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე
სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებას.
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს
სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში.“;
ბ) 54 – 56 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის ელექტრონული
სახით და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის
განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი
ერთმანეთს არ ემთხვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს,
რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს
პროკურორს
ან
შესაბამისი
საგამოძიებო
ორგანოს
უფლებამოსილ
წარმომადგენელს.
55. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის ელექტრონული
სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის
განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას
შეიცავს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ამის თაობაზე
ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის
მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და
შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
56. ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის
მიღებისთანავე პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან
სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან
12 საათის ვადაში
უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის
აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო
ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის
აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს ამ განჩინების პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიწოდება.“;
დ) 57−510 ნაწილები ამოღებული იქნეს.
ე) 62 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს
მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო
მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12
საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. ამ
კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარების
შესახებ
პროკურორის
დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის
ელექტრონული
სისტემის
მეშვეობით.
პროკურორის
დადგენილების
ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე
სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებას.
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ
შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“;
ვ) 64 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„64. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის
სამართლის საქმეზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული
საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან
არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს ზედამხედველ მოსამართლეს.“;
ზ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის
შესახებ მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება
სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან
შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან
ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და
ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურს.
მოსამართლის
განჩინების
ეგზემპლარები
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ,
მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ
ნაწილით
გათვალისწინებული
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ განჩინება მოსამართლემ სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (განჩინების მე-4 ეგზემპლარი),
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების
4
გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.“.
7. 1434 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის
სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ჩატარებას აკონტროლებს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახური კონტროლის ელექტრონული სისტემითა და
კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“.
8. 1436 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა კონტროლის ელექტრონული სისტემით,
თუ:
ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით
მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული
ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს;
ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით,
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების
ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს;
გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით
მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით,
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა
და სარეზოლუციო ნაწილს;
ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები
ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;
ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი
პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი
5
პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ
კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს
არ ემთხვევა.
ბ) 51 – 510 ნაწილები ამოღებული იქნეს.
დ) მე-7−მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის
„ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში
მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
სამსახურისათვის
მოსამართლის
განჩინების
ელექტრონული
ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული
ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.
8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი
შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურისათვის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური)
სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.
9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი
შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურისათვის პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური)
სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილი წარმომადგენელი.
10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის
„ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში
მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში
ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის
შესაბამისი წესით მითითებას და ამ დადგენილების სააგენტოსა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან
შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის
„ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში
ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების
ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით
მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ
საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
6
სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით სასამართლოს
განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის
„დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების
შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით
პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული
საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა
იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სამართლებრივი
საფუძველი, მისი დაწყებისა და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი,
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას
გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ
კოდექსის
1431
მუხლის
პირველი
ნაწილის
„ა“−„გ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას −
აგრეთვე
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ობიექტის
ტექნიკური
იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო
ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას პროკურორს, ფარული
საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრს და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურს. თუ ამ ნაწილით განსაზღვრული ოქმი შედგენილ იქნა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შესახებ,
ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც
დაუყოვნებლივ წარუდგენს მას პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების
სასამართლო რეესტრს და ზედამხედველ მოსამართლეს. ოქმი ამ თავით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე
დაცვის მხარეს.“.
9. 1438 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას
ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის
განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი
ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის
თანდასწრებით, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება
აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან
გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ.
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების
შესახებ
შესაბამისი
პროკურორისა
და
მოსამართლის
ხელმოწერებით
დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს,
ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის
7
სამართლის საქმეზე − ზედამხედველ მოსამართლეს და აისახება ფარული
საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.“.
10. 167-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის, მოსამართლის იმ ვადით
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც პირს იცავს
იმუნიტეტი;“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის,
გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
უფროსის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი
უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის
სამართლის
საპროცესო
იძულების
სხვა
ღონისძიების
გამოყენების
განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო აქტები.“.
11. 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად
გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია
განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ
ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება
აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის
ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.
12. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის
აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა.
8
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსისა და გენერალური აუდიტორის ბრალდებისათვის
აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს წევრისა და საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა
მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თანხმობა.“.
13. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას
არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი
და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის
წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
უფროსი,
მოსამართლე.
ეს
აკრძალვა,
საქართველოს
პრეზიდენტის,
დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ
ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
9
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის ნაცვლად შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და
მან, ერთი მხრივ, შეითავსა მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის ფუნქციები, მეორე მხრივ კი, მას დაემატა კონკრეტული დანაშაულების
გამოძიების უფლებამოსილება.
მართალია, 2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს
ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით გარკვეული საკითხები
გადაუჭრელი დარჩა; კერძოდ, ამჟამად არსებული სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური ითავსებს და ახორციელებს სამ ძირითად ფუნქციას: ა) პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ბ) ფარული საგამოძიებო
მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; და
გ) გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება.
ამ ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ (ამ შემთხვევაში სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მიერ) შესრულება კი გულისხმობს, რომ ეს სამსახური
უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გამოიძიოს გარკვეული დანაშაულები, ხოლო,
მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება
მაშინ, როცა დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული
პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან. ამ
შემთხვევაში ადგილი აქვს ამ სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების
პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების
ფუნქციების აღრევას და იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.აქედან გამომდინარე,
საჭიროა, გაიმიჯნოს აღნიშნული ფუნქციები და ისინი ორი სხვადასხვა
დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილებათა ფარგლებში მოექცეს, რაც უკეთ
უზრუნველყოფს ამ ფუნქციათა ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას.
ამ საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური მიდგომა გამოავლინა არასამთავრობო
ორგანიზაციათა კოალიციამაც („კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე
მართლმსაჯულებისთვის“), რომელმაც 2018 წლის 14 თებერვალს გავრცელებულ
განცხადებაში გამოთქვა კრიტიკა სახელმწიფო ინსპექტორის არსებული მოდელის
შესახებ და ამ სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის თაობაზე განაცხადა შემდეგი:
„ინსპექტორის
სამსახური
დღეს
უმნიშვნელოვანეს
ფუნქციას
ასრულებს
1
პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. გამოძიების და ინფორმაციის
დამუშავების კანონიერების პროაქტიულად კონტროლი ერთმანეთთან თავსებადი
ფუნქციები არ არის და აღნიშნული ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ
მოქცევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის
მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების
შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას. შემოთავაზებული
მოდელი აჩენს რეალურ საფრთხეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის ეფექტიანობა რისკის ქვეშ დადგება.“1
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის იმავე განცხადებაში ასევე
მითითებულია, რომ „ინსპექტორის ინსტიტუტი დღეს არის სამართალდაცვითი
პროცესისგან დამოუკიდებელი, მაკონტროლებელი ორგანო, მაშინ როდესაც
სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს საგამოძიებო
ბუნების მქონე უწყება. მაგალითად, ერთი მხრივ ინსპექტორს მოუწევს
გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება,
ხოლო მეორე მხრივ ეთანამშრომლოს/დაემორჩილოს პროკურატურას გამოძიების
პროცესში. აგრეთვე არ ჩანს, თუ როგორ იქნება დაზღვეული, რომ გამოძიების
პროცესში თავად ინსპექტორის თანამშრომლები არ დაარღვევენ პირადი
ცხოვრების უფლებას და უსაფუძვლოდ არ დაამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
ამგვარი ბუნდოვანი ბუნების მქონე ორგანოს შექმნით გაჩნდება რისკი, რომ მის
მიმართ საზოგადოებას არ ექნება მაღალი ნდობა, რაც მსგავსი უწყებების
ეფექტიანად მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“2
აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის აღნიშნულ
განცხადებაში წარმოდგენილია შეთავაზება, რომ „პერსონალური მონაცემების
დაცვა და გამოძიება ცალსახად არათავსებადი ფუნქციებია“, გონივრულია,
„საგამოძიებო უწყება შეიქმნას ცალკე უწყების სახით, მოქნილი და მცირე
ბიუროკრატიული აპარატით, რაც არ იქნება დაკავშირებული დიდ საბიუჯეტო
სახსრებთან.“3
1
იხ.
https://osgf.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83
%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%
9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1/
2
იხ.
https://osgf.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83
%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%
9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1/
3
იხ.
https://osgf.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83
%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%
9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1/
2
ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნისა და მისი საგამოძიებო ფუნქციით
აღჭურვის შემდეგ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე
კონტროლის მექანიზმი, 2018 წლამდე მოქმედ კონტროლის მექანიზმთან
შედარებით, განსხვავებულად მოწესრიგდა.
კერძოდ, 2018 წლამდე ყველა საგამოძიებო უწყების მიერ ნებისმიერი ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ისნპექტორი აკონტროლებდა. 2018 წელს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შექმნისა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვის შემდეგ კი
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
განხორციელების
კანონიერების
მაკონტროლებლად ორი ორგანო განისაზღვრა - სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური და საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
ქვემდებარე
დანაშაულებთან
დაკავშირებით
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
განხორციელების
კანონიერების
კონტროლის
უფლებამოსილება
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოს ზედამხედველ მოსამართლეს გადაეცა, რადგან ინტერესთა
კონფლიქტის გათვალისწინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ინიციატივის მქონე უწყება ამავე დროს
ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების კანონიერების კონტროლის
უფლებამოსილების მქონე უწყებად განსაზღვრულიყო.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უმთავრეს
ფუნქციას
მართლმსაჯულების
აღსრულება
წარმოადგენს,
ამასთანავე,
კანონპროექტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს
საგამოძიებო უფლებამოსილება აღარ ექნება, მიზანშეწონილია, ყველა ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
განხორციელების
კანონიერების
შემოწმების
უფლებამოსილება კვლავ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს
დაუბრუნდეს. საკითხის სპეციფიკიდან და 2018 წლამდე არსებული
გამოცდილებდან
გამომდინარე,
აღნიშნული
სამსახური
ეფექტიანად
უზრუნველყოფს ამ უფლებამოსილების აღსრულებას.
გარდა ამისა, მიზანშეწონილია, გაფართოვდეს საგამოძიებო სამსახურის
განსჯადობა და მას ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ
შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე
პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერაა
ჩადენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით ცვლილება შედის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც
გაფართოვდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
3
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების, ასევე სხვა შესაბამისი
ღონისძიების განხორციელების დროს მონაცემთა დამუშავების კანონიერების
კონტროლის თვალსაზირისით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი ამჟამად წესრიგდება საკანონმდებლო
აქტებით. შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად საჭიროა
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, ეფექტიანად მოხდება სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო
მოქმედებების განხორციელების დროს მონაცემების კანონიერად დამუშავების
კონტროლის თვალსაზირისით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების თანახმად, დღესდღეობით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას შემდეგი 3 მიმართულებით
ახორციელებს: ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლი; და გ) გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ცვლილებების
პაკეტით
სახელმწიფო
ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და
იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება ზემოაღნიშნულ
სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ
ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
გარდა ამისა, ახლაშექმნილ საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო
ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ
დანაშაულების გარდა, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა
შესაბამისი მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულების
გამოძიების
უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერაა ჩადენილი.
4
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის ნორმების ნაწილი ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ნაწილი − 2022 წლის 1 მარტიდან. კანონპროექტის
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ოპტიმალური და მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების საკითხის ამგვარი მოწესრიგება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე
დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო
მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება.
თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის
დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის
გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის
მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური
საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა
გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს −
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
5
ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის
მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300
ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა
(საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების
განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო
სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის
ხარჯების დაფინანსებისკენ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური
საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა
გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს −
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის
მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300
ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა
(საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების
განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო
სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის
ხარჯების დაფინანსებისკენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
6
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან
გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი,
მის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შრომითი ურთიერთობები
შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
ითვალისწინებს მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით,
კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.4
ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას,
რომლებიც თანამდებობებზე განწესების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დააკომპლექტებენ აღნიშნული სამსახურების შემადგენლობას,
შესაბამისი საშტატო ნუსხებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის
გათვალისწინებით.
ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს,
ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ თანამშრომეთა
შემოსავლების კლების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ ახალშექმნილ სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
მომავალში დასაქმებული პირების შემოსავლების გაზრდის კუთხით.
4
იხ. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე (2021 წლის
22 დეკემბრის მდგომარეობით) საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობები:
https://personaldata.ge/cdn/2021/03/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%
E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%
A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83
%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%
9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf
7
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
8
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე,
გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე,
გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
9