„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
27.03.2017,
სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ
უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ
ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ
ბრძანებათა გამიჯვნის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ინიციირებულ ბრძანებათა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის
გაგზავნის შესაძლებლობას;
ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის
არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა
და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის
არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების
შესაძლებლობას;“;
ბ) „ი.გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;
გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და
პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს
ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი
ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების
მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას,
მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ
ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის
ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების
გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და
1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების
მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის გაგზავნას;“;
დ) „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების
ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების
ზედამხედველ
მოსამართლესთან
არსებული
ინფრასტრუქტურისთვის
ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას,
აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისათვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების
ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურისთვის
–
ყველა
სხვა
განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემების და შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;
ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების
ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ
მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას;“;
ე) „ო.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის
შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული
ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას,
გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისათვის – „კონტრდაზვერვითი
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ
ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი
საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის –
ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ
ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;
ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების
ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის
ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას.“.
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო
ვალდებულია
კომუნიკაციის
რეალურ
დროში
მოპოვების
ნახევრად
სტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობის
ორგანიზების
შესახებ
დაუყოვნებლივ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან
ზედამხედველ მოსამართლეს.“;
3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი
ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს სააგენტოს მიერ „კონტრდაზვერვითი
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების
განხორციელებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 147 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ
ბანკში განხორციელებულ აქტივობებს იმავე კანონის 146 მუხლით დადგენილი
წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“;
4. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კონტროლი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკონტროლებს „პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
4016
მუხლით
გათალისწინებულ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს იმავე მუხლით
დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ახლებური ინსტიტუციური მოწყობის შედეგად ყალიბდება ორი დამოუკიდებელი
უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, აუცილებელია
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს
კანონშიც შევიდეს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების საკითხი მათ
შორის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური
სააგენტოს
შესახებ“
საქართველოს
კანონით
წესრიგდება,
აუცილებელია, ზემოაღნიშნული ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ამ კანონშიც
განხორციელდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებასთან
დაკავშირებული ტექნკური ხასიათის საკითხები დარეგულირდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების დროს, ოპერატიულ
ტექნიკურ სააგენტოზე კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
განახორციელებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
1
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ძირითადი კანონპროექტები 2022
წლის 1 მარტიდან უნდა ამოქმედდეს, აუცილებელია, საკანონმდებლო პაკეტში
შემავალი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე კანონპროექტიც ამ თარიღიდან ამოქმედდეს. წარმოდგენილი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე
დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო
მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება.
თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის
დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის
გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის
მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური
საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა
გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს −
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის
2
მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300
ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა
(საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების
განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო
სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის
ხარჯების დაფინანსებისკენ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური
საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა
გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს −
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის
მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300
ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა
(საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების
განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო
სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის
ხარჯების დაფინანსებისკენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
3
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან
გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი,
მის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შრომითი ურთიერთობები
შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
ითვალისწინებს მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით,
კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.1
ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას,
რომლებიც თანამდებობებზე განწესების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დააკომპლექტებენ აღნიშნული სამსახურების შემადგენლობას,
შესაბამისი საშტატო ნუსხებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის
გათვალისწინებით.
ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს,
ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ თანამშრომეთა
შემოსავლების კლების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ ახალშექმნილ სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
მომავალში დასაქმებული პირების შემოსავლების გაზრდის კუთხით.
1
იხ. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე (2021 წლის
22 დეკემბრის მდგომარეობით) საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობები:
https://personaldata.ge/cdn/2021/03/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%
E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%
A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83
%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%
9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf
4
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
5
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე,
გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე,
გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
6