„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/150/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს და მის მიერ უფლებამოსილ პირს.“; 2. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს (ზედამხედველ მოსამართლეს) და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.“; 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას), აგრეთვე სპეციალური 1 საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“; 4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომლებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახლებური ინსტიტუციური მოწყობის შედეგად ყალიბდება ორი დამოუკიდებელი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, აუცილებელია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონშიც შევიდეს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშრებული საკითხები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით წესრიგდება, აუცილებელია, ზემოაღნიშნული ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ამ კანონშიც განხორციელდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნკური ხასიათის საკითხები დარეგულირდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განხორციელების დროს, მონაცემების დამუშავების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გააკონტროლებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. 1 ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ძირითადი კანონპროექტები 2022 წლის 1 მარტიდან უნდა ამოქმედდეს, აუცილებელია, საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტიც ამ თარიღიდან ამოქმედდეს. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 2 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა (საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა (საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 3 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შრომითი ურთიერთობები შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.1 ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას, რომლებიც თანამდებობებზე განწესების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკომპლექტებენ აღნიშნული სამსახურების შემადგენლობას, შესაბამისი საშტატო ნუსხებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის გათვალისწინებით. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ თანამშრომეთა შემოსავლების კლების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ ახალშექმნილ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომავალში დასაქმებული პირების შემოსავლების გაზრდის კუთხით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 1 იხ. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე (2021 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით) საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები: https://personaldata.ge/cdn/2021/03/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0% E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83 %A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83% 9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf 4 კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 5 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. 6