„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/150/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 62-ე მუხლის მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე მსჯავრდებულის/ბრალდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“. 2. 551 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამომძიებლის/პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.“. 3. 663 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე, რომლებშიც არ შედის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“. 4. 718 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. 5. 79-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.“. 6. 82-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს/ბრალდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. 7. 88-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს/ბრალდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახლებური ინსტიტუციური მოწყობის შედეგად ყალიბდება ორი დამოუკიდებელი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით აუცილებელია გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელსაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი ამჟამად მოწესრიგებულია კანონით. შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ამჟამად მოქმედ კანონში მითითება შესაბამის უწყებაზე იცვლება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებულ სამსახურზე მითითებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 1 წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ძალაში შევა 2022 წლის 1 მარტიდან, რადგან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი ძირითადი კანონპროექტის ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2022 წლის 1 მარტიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა (საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. 2 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა (საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 3 საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შრომითი ურთიერთობები შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.1 ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას, რომლებიც თანამდებობებზე განწესების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკომპლექტებენ აღნიშნული სამსახურების შემადგენლობას, შესაბამისი საშტატო ნუსხებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის გათვალისწინებით. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ თანამშრომეთა შემოსავლების კლების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ ახალშექმნილ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომავალში დასაქმებული პირების შემოსავლების გაზრდის კუთხით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: 1 იხ. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე (2021 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით) საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები: https://personaldata.ge/cdn/2021/03/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0% E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83 %A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83% 9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf 4 კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 5 დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. 6