„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ
პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური
პენიტენციური
სამსახურიდან, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს
საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო
დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური
სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან
განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან
− საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან
და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს;“.
2. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირზე,
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურიდან
განთავისუფლებულ
1
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირსა და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში,
გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის
შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება −
სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, იმავე
სამინისტროს
სპეციალური
პენიტენციური
სამსახური,
სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე),
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების
სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახური, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან
საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების
ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
საგამოძიებო
დეპარტამენტში,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ
ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3
ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად
მუშაობა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირად მუშაობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის
საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.“.
4. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„5. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ
კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე
კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე,
გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და
მის შრომისუუნარო მეუღლეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ახლებური ინსტიტუციური მოწყობის შედეგად ყალიბდება ორი დამოუკიდებელი
უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით აუცილებელია
გამომდინარე
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელება, რომელსაც
ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი ამჟამად მოწესრიგებულია კანონით.
შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ამჟამად მოქმედ კანონში მითითება
შესაბამის უწყებაზე იცვლება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებულ სამსახურზე მითითებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
1
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ძალაში შევა 2022
წლის 1 მარტიდან, რადგან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი
ძირითადი კანონპროექტის ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2022 წლის 1
მარტიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე
დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო
მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება.
თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის
დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის
გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის
მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური
საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა
გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს −
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის
მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300
ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა
(„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
2
შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური
საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა
გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს −
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის
მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300
ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა
(„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
3
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან
გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი,
მის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შრომითი ურთიერთობები
შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
ითვალისწინებს მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით,
კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.1
ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას,
რომლებიც თანამდებობებზე განწესების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დააკომპლექტებენ აღნიშნული სამსახურების შემადგენლობას,
შესაბამისი საშტატო ნუსხებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის
გათვალისწინებით.
ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს,
ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ თანამშრომეთა
შემოსავლების კლების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ ახალშექმნილ სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
მომავალში დასაქმებული პირების შემოსავლების გაზრდის კუთხით.
ამასთანავე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წარმოდენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კომპენასციის
მიღების
შესაძლებლობას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური
1
იხ. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე (2021 წლის
22 დეკემბრის მდგომარეობით) საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობები:
https://personaldata.ge/cdn/2021/03/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%
E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%
A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83
%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%
9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf
4
წოდების მქონე პირებზე. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი შესაბამის
გავლენას მოახდენს აღნიშნულ პირებზე მათი შემოსავლების გაზრდის კუთხით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
5
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე,
გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე,
გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
6