„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/150/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. რეგლამენტს დემატოს შემდეგი შინაარსის 1681 მუხლი: „მუხლი 1681. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.“. 2. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 169. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პარლამენტს ასევე წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო 1 მოქმედებებისა და 143 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტის ბიურო გადასცემს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს და ნდობის ჯგუფს.“. 3. 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური 1 საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე. 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“. 4. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1811 მუხლი: „მუხლი 1811. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 407 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო 2 ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“. 5. 204-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ა) წარუდგენს 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;“; ა.ბ) „ვ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ა1“ ქვეპუნქტი: „ვ.ა1) წარუდგენს 2 კანდიდატურას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი − 6 წლით;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი − 6 წლით;“; გ) მე-4 პუნქტის: გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს;“; 3 გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს;“. 6. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები: „81. პარლამენტის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. „82. პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.“. მუხლი 2. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1681 და 169-ე მუხლებით განსაზღვრული წლიური ანგარიშები საქართველოს პარლამენტს 2022 წელს არ წარედგინება. მუხლი 3 1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახლებური ინსტიტუციური მოწყობის შედეგად ყალიბდება ორი დამოუკიდებელი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით აუცილებელია გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელსაც ითვალისწინებს წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი ამჟამად მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტიითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიშების წარდგენის საკითხებს, ამ სამსახურების უფროსების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესებს, მათი ხელშეუხებლობის საკითხებს. ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემთხვევაში): 1 რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო პარლამენტის რეგლამენტის პროექტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ნორმების ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ნაწილი − 2022 წლის 1 მარტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ოპტიმალური და მიზანშეწონილია მისი ამოქმედების საკითხის ამგვარი მოწესრიგება. პარლამენტის რეგალმენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე დაიწყება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო მორიგ (საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვალიდან შეუდგება. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული საკითხის დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და მიღებული. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. 2 ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა (საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სახელმწიფო ან/და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. ზემოაღნიშნული ორი ახალი სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის მომავალში განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში; კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნების ფარგლებში ამჟამად გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუმქების შემდეგ კი ეს თანხა (საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შედეგად) მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ 3 მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები) მითითებით: ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შრომითი ურთიერთობები შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.1 ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას, რომლებიც თანამდებობებზე განწესების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკომპლექტებენ აღნიშნული სამსახურების შემადგენლობას, შესაბამისი საშტატო ნუსხებისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის გათვალისწინებით. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ თანამშრომეთა შემოსავლების კლების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ ახალშექმნილ სპეციალურ 1 იხ. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე (2021 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით) საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები: https://personaldata.ge/cdn/2021/03/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0% E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83 %A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83% 9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf 4 საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომავალში დასაქმებული პირების შემოსავლების გაზრდის კუთხით. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 5 ასეთი არ არსებობს. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. 6