საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (ტერმინ „ნასოფლარის“ შემოღების საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041217594841
24.12.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანომდებლო წინადადება (ტერმინ "ნასოფლარი"-ს შემოღება)
შინაარსი: მოგახსენებთ, რომ 2015-2021 წლებში მხოლოდ გორისა და დუშეთის
მუნიციპალიტეტბში ჯამში 28 (ოცდარვა) სოფელი იქცა ნასოფლარად: დუშეთის
მუნიციპალიტეტში 16 სოფელი: (1) ათნოხი, (2) ანდაქი, (3) არბაჩხანი, (4) ბეტისჩრდილი, (5)
ბურსაჭირი, (6) დავითურნი, (7) კადოეთი, (8) კარწაულთა, (9) ჭაშა, (10)ხირაუშა, (11)
ციხიანი, 12) ოხერხევი, (13) ღული, (14) ნოჯა, (15) ჟოჟონი და (16) სოდევე. ხოლო გორის
მუნიციპალიტეტის ატენის ხეობაში - 12 სოფელი: (1) ოქიანი, (2) ლული, (3) პიტნარა, (4)
ჭანჭახა (5( გულხანდისი, (6) ბორცვანა, (7) დიდთავი, (8) დიდი წერეთი, (9) დიდი ჭვარები,
(10) ზემო ახალსოფელი, (11) პიტნარა და (12) სახორცე. გთხოვთ, მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანოთ დამატება, რომლითაც კანონში შევა
ტერმინი "ნასოფლარი", ხოლო თავად ამ 28 სოფლის ბოლო 6 წლის განმავლობაში
ნასოფლარად ქცევის საკითხი, გთხოვთ, განიხილოთ შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე,
მთავრობის მონაწილეობით. საფუძველი: მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების
შესახებ საქართველოს მთავრობის 30/12/2015 წლის დადგენილება და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლი. პატივისცემით, ააიპ "საქართველოს
რეკონსტრუქციისა და განვითარების ასოციაციის" დირექტორი ზურაბ ვანიშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: