საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, გიორგი ამილახვარის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/148; 22.12.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-16997/21
27-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, გიორგი ამილახვარის,
ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა
ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/148; 22.12.2021).
კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული
გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას, რომლებიც გამოიყენება
როგორც მორიგი, ისე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებისას.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება არჩევნების შეფერხების
გარეშე ჩატარებასა და ტექნიკურად გამართული საარჩევნო პროცესის წარმართვას.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს
პარლამენტის მიმდინარე რიგგარეშე სესიის დასრულებისთანავე დაიწყება
პარლამენტის სესიებს შორის პერიოდი, ხოლო პარლამენტი მომდევნო მორიგ
(საგაზაფხულო) სესიაზე მუშაობას 2022 წლის 1 თებერვლიდან შეუდგება. თუმცა,
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დროულად მოწესრიგების
საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილებების მიღება არ გადაიდოს 2022 წლის გაზაფხულამდე და, ამდენად, ეს
ცვლილებები პარლამენტის მიმდინარე სესიის ფარგლებში იქნეს განხილული და
მიღებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება
აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
პარლამენტის წევრი
გიორგი ამილახვარი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის წევრი
ანრი ოხანაშვილი
პარლამენტის წევრი
დავითი მათიკაშვილი
პარლამენტის წევრი
რატი იონათამიშვილი
პარლამენტის წევრი
ალუდა ღუდუშაური
პარლამენტის წევრი
გურამ მაჭარაშვილი