საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (თინათინ ბერძენიშვილი) მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-10035/21/10; 19.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-17173/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-29
ბიუროს ნომერი 111

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-17173/21 28-12-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (თინათინ ბერძენიშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-10035/21; 19.07.2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე განიხილა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (თინათინ ბერძენიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/145;15.12.2021). კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge