საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის (ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი) 2021 წლის 4 – 12 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-17242/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-30
ბიუროს ნომერი 112

📜 ტექსტი

ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-17242/21 29-12-2021 საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი: ქ. ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები მივლინების თარიღი: 2021 წლის 4 – 12 დეკემბერი დელეგაციის შემადგენლობა: 1. ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი 2. ირაკლი ბერაია - დელეგაციის წევრი 3. გიორგი ხელაშვილი - დელეგაციის წევრი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით 2021 წლის 4-12 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის ფონდის (NED) ხელმძღვანელებთან. ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრებზე, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების თავდაცვისუნარიანობის გარემო. დელეგაციის გაძლიერების, წევრებმა უსაფრთხოების ისაუბრეს საქართველოს განმტკიცების საკითხებზე. განიხილეს თანამედროვე თავდაცვითი სისტემების მიწოდების საჭიროებები. ხაზი გაესვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საკითხს. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით აშშ-ს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს და დაარწმუნოს სკეპტიკოსი ქვეყნები, რომ ნატო-ს გაფართოება შეიძლება იყოს ერთადერთი შემაკავებელი საშუალება რუსეთისგან მომდინარე აგრესიის წინააღმდეგ. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრებმა კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მზარდ აგრესიასა და მისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე, უკრაინაში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებას. პარლამენტის წევრებმა რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე გავლენის დაბრუნების მცდელობებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს „3+3“ ფორმატი და მკაფიოდ განუმარტეს მათ თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში. შეხვედრებზე ისაუბრეს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. მთავარი საკითხი იყო რეფორმების დღის წესრიგი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი წელი იქნება საუკეთესო პერიოდი, რომ გატარდეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები. ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ამ რეფორმებზე შეთანხმების და მათი გატარებისთვის საუკეთესო ადგილი არის საქართველოს პარლამენტი. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები. ვიზიტის პერიოდში დელეგაცია შეხვდა კონგრესმენებს რომლებმაც შემდგომში წერილით მიმართეს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა პარტნიორების და განსაკუთრებით აშშ-ს პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს საკითხის ყოფნის მნიშვნელობას, რაც, ასევე, გამოიხატება მაღალი დონის ვიზიტებში, საქართველოსადმი მხარდამჭერ განცხადებებსა და გზავნილებში. მათი განცხადებით აუცილებელია ერთიანი, თანმიმდევრული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით, რაშიც აშშ-ს შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს. აღინიშნა, რომ აშშ მზად არის საქართველოსთვის დახმარების გასაწევად. მიმოიხილეს სხვადასხვა გზა ამ დახმარების აღმოსაჩენად. ამერიკელმა კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთგული პარტნიორი რეგიონში და შესაბამისად, ამერიკის ინტერესებში შედის ძლიერი საქართველო, რომელსაც შესწევს უნარი, რომ დასავლური ღირებულებები დაიცვას რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კონგრესმენებთან: ადამ სმიტი, ჯონ გარამენდი, დონ ბეიკონი, ერიკ სვოლველი, ოსტინ სკოტი, რუბენ გალიეჰო, დევიდ სისილინი, ადამ კინზინგერი, სტივ შაბო, სტივ ვომაკი და სხვ. შეხვედრები, ასევე, გაიმართა აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან. პარლამენტის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე