„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-24
ბიუროს ნომერი 115
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის
№241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებით შექმნილ
საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
ა) ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-10 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
ბ) ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის 22-ე პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის 25-ე პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
დ) ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის:
დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხარაძე ნიკოლოზ (ხელმძღვანელი)“;
დ.ბ) 33-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე)
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის
36-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-6 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
ი) ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის პირველი
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პროექტი
„1. ჭიჭინაძე გივი (ხელმძღვანელი)“;
კ) სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-13 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
ლ) უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-13 პუნქტი
ამოღებულ იქნეს;
მ) შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის პირველი
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნინო იობაშვილი (ხელმძღვანელი)“;
ნ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მე-17
პუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის
№241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების შემუშავების მიზეზია საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა
პაპუაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების დატოვების
გადაწყვეტილება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
დადგენილების პროექტის შემუშავება განაპირობებულია საქართველოს პარლამენტის
წევრის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით მეგობრობის ჯგუფების დატოვების
თაობაზე, აგრეთვე, იმ მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელების ცვლილების
აუცილებლობით, რომლებსაც მანამდე ხელმძღვანელობდა შალვა პაპუაშვილი.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების მიღების შედეგად შალვა პაპუაშვილი დატოვებს საქართველოს
პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების, ირანისა და
შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფებს ეყოლებათ ახალი ხელმძღვანელები.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტის მიხედვით, შალვა პაპუაშვილი აღარ იქნება გაწევრიანებული
საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში, ხოლო შეერთებული შტატების,
ირანისა და შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფებს ეყოლებათ ახალი ხელმძღვანელები.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტი ძალაში შევა მისი მიღებისთანავე, რათა დადგენილებით
გათვალისწინებული მეგობრობის ჯგუფის წევრებს (ხელმძღვანელებს) არ შეექმნათ
დაბრკოლება სამუშაო ვიზიტების დაგეგმვისას. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს
დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის
ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების მიღება არ უკავშირდება რაიმე სახის ხარჯის გაღებას.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
დადგენილების მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დადგენილების მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს მასში მითითებული
პირებისთვის.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის (ფულადი
შენატანის) შემოღებას არ ითვალისწინებს;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება;
დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.