საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (პარლამენტის წევრის ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვის საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-30
ბიუროს ნომერი 113 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041217664233
29.12.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკნონმდებლო წინადადება პარლამენტის წევრის ხელფასის 5%-დან 20%-მდე
დაქვითვის შესახებ
შინაარსი: გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევიდეს დამატება,
რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა
შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთგვარ დისციპლინურ სახდელად იმ შემთხვევაში, თუ
პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ ან კომიტეტის სხდომებს გააცდენს საპატიო მიზეზის
გარეშე. ყოველივე ეს კი, მოქმედი საკანონმდებლო ნორმებისგან განსხვავებით, გამოიწვევს
შესაბამის პარლამენტის წევრზე ფინანსურ გავლენას მისი შემოსავლების შემცირების
კუთხით. ასე შემთხვევაში, დამატებით, დაბალანსდება მოსამართლეთა და პარლამენტის
წევრთა სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან 2022 წლიდან იგეგმება მოსამართლეთა
მიმართ ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვის ინსტიტუტის ამოქმედება. საკანონმდებლო
წინადადება არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას, ვინაიდან იგი არ ითვალისწინებს
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ნაწილის გაზრდას.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: