საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 36
📜 ტექსტი
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის
ოქმი N36
2021 წლის 30 დეკემბერი, 14:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
სხდომას უძღვებოდა: გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, ბექა დავითულიანი,
ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი, მაია მენაღარიშვილი, ხათუნა კვიციანი, დავით
ზილფიმიანი, როსტომ ჩხეიძე.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
აპარატის უფროსი სპეციალისტი.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტს გააცნო დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები და წარუდგინა კომიტეტის წევრების წერილობითი
მიმართვა, რომელიც გულისხმობდა დღის წესრიგში ორი საკითხის დამატებას, პირველი
საკითხი ეხებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევას ხოლო მეორე
საკითხი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევას. კომიტეტის წევრებმა თანხმობა
განაცხადეს დღის წესრიგში საკითხების დამატების საკითხს და კენჭისყრის შესეგად მხარი
დაუჭირეს შეთავაზებულ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1.
კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/118; 08.11.2021), განხილვა
III მოსმენით;
მომხსენებელი: ელისო ბოლქვაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
2.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა
თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
და
მეცნიერების
კომიტეტის
მომხსენებელი:
თავმჯდომარე;
და
მეცნიერების
კომიტეტის
გიორგი
ამილახვარი,
განათლებისა
3.
საქართველოს პარლამენტის წევრების თამარ ტალიაშვილის, შალვა პაპუაშვილის,
სოზარ სუბარის, მარიამ ლაშხისა და გიორგი ამილახვარის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-3/123; 17.11.2021), განხილვა III მოსმენით.
მომხსენებელი: თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე.
4.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.
მომხსენებელი:
თავმჯდომარე.
გიორგი
ამილახვარი,
განათლებისა
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტის
და
მეცნიერების
კომიტეტის
კომიტეტმა მოისმინა:
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ კომიტეტის წევრებს III
მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და
ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში რედაქციული ხასიათის
ცვლილებები II მოსმენის შემდეგ არ განხორციელებულა და ორივე კანონის პროექტი
კომიტეტზე უცვლელი სახით იქნა წარმოდგენილი.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კულტურის
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონების პროექტს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვას III მოსმენით.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9;
წინააღმდეგი: 0.
კომიტეტმა მოსმინა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა
კომიტეტის წევრებს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარუდგინა
თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა
და
ტალიაშვილის
მეცნიერების
არჩევას
კომიტეტის
კომიტეტის
წევრებმა
თავმჯდომარის
მხარი
დაუჭირეს
პირველი
თამარ
მოადგილის
თანამდებობაზე.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული
ორი საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის სხდომაზე გამოაცხადა შესვენება და
განახლდა 18:50 საათზე, რის შემდეგაც კომიტეტმა განიხილა შემდეგი საკითხები:
კომიტეტმა მოისმინა:
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტის
პირველმა
თავმჯდომარემ,
თამარ
ტალიაშვილმა კომიტეტის წევრებს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს პარლამენტის წევრების თამარ ტალიაშვილის, შალვა პაპუაშვილის, სოზარ
სუბარის, მარიამ ლაშხისა და გიორგი ამილახვარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
მეორე მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ კანონის პროექტებში რედაქციული ხასიათის
ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს III მოსმენით
საქართველოს პარლამენტის წევრების თამარ ტალიაშვილის, შალვა პაპუაშვილის, სოზარ
სუბარის, მარიამ ლაშხისა და გიორგი ამილახვარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა
კომიტეტის წევრებს წარუდგინა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი პარლამენტის წევრის, მაია
მენაღარიშვილის კანდიდატურა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტის
წევრებმა
მხარი
დაუჭირეს
მაია
მენაღარიშვილის არჩევას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7;
წინააღმდეგი: 0.
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ამილახვარი
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე