საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (№6823-რს, 14.07.2020) აღსრულებისა და იმავე კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 59
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
2021 წლის 10 დეკემბერი, 15:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-2/102; 01.12.2021) (განიხილება დაჩქარებული წესით);
მომხსენებელი: ოთარ დანელია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველი მოადგილე;
2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 39-ე მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონის აღსრულებისა და ამავე კანონის გარდამავალი დებულებებით
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების
შესრულების მდგომარეობის შესწავლა;
3. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (N2519-IIს, 13.06.2018) გარდამავალი
დებულებებით უწყებებისთვის განსაზღვრული დავალებებისა და ამავე დავალებების
თანმიმდევრული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით კომიტეტის 2021 წლის 1 ივნისის 2N6789/21 დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შემოწმება;
4. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით სოციალური
მუშაობის შესახებ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისი
ნორმების აღსრულების მდგომარეობის შესწავლა;
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, ნინო
წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, დავით სერგეენკოსა
და ხათუნა კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/107; 02.09.2021) II მოსმენა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
სხდომის
ოქმი N59
2021 წლის 10 დეკემბერი, 15:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“,
„სამეწარმეო
საქმიანობის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/102; 01.12.2021) (განიხილება დაჩქარებული წესით)
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი
მოადგილე - ოთარ დანელია;
2.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 39-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და ამავე კანონის გარდამავალი
დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესწავლა.
3.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (N2519-IIს, 13.06.2018) გარდამავალი
დებულებებით უწყებებისთვის განსაზღვრული დავალებებისა და ამავე დავალებების
თანმიმდევრული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით კომიტეტის 2021 წლის 1 ივნისის 2N6789/21 დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შემოწმება.
4.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით სოციალური
მუშაობის შესახებ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისი
ნორმების აღსრულების მდგომარეობის შესწავლა.
5.
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის,
ნინო წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, დავით
სერგეენკოსა
და
ხათუნა
კვიციანის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/107; 02.09.2021) II მოსმენა
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე;
2021 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო
კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის
წევრები: ალუდა ღუდუშაურის უფლებამონაცვლე - რატი იონათამიშვილი, სავალან
მირზოევის უფლებამონაცვლე -ირაკლი ზარქუა, დავით სერგეენკოს უფლებამონაცვლე სოზარ სუბარი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ეკატერინე
ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე, ტარიელ ნაკაიძე.
კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტებით წარმოდგენილი ცვლილებები კომიტეტს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ,
ოთარ დანელიამ გააცნო.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული საკანომდებლო ინიციატივის შემუშავება
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებად საჯარო სამართლის იურიდიული
პირს - წიაღის ეროვნულ სააგენტოს უახლოეს პერიოდში უნდა შეეცვალოს სახელი და იგი
ფუნქციონირებას განაგრძობს ,,სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო“-ს
სახელწოდებით. ეს ცვლილება არ არის დაკავშირებული სააგენტოს დებულებით
განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ცვლილებებთან და ატარებს
მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებულია
შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება ყველა იმ საკანონმდებლო
აქტში, სადაც ფიგურირებს სააგენტოს დასახელება: ნაცვლად სააგენტოს არსებული
სახელწოდებისა „სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო“, ყველა შესაბამის აქტში მიეთითება
„სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო“.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონების პროექტებს: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 39-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და ამავე კანონის გარდამავალი
დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით მე-7 საკომიტეტო მოსმენა
გაიმართა. საკომიტეტო მოსმენაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი
მონაწილეობდა.
აღინიშნა, რომ შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
„შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
კონვენციის“
იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი და
ასევე, გაიმართა კომიტეტის პირველი სხდომა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა,
ყურადღება გაამახვილა კომიტეტის პირველ სხდომაზე განხილულ საკითხებზე, რომელიც
მიზნად ისახავდა შემდგომი მუშაობისათვის საკითხების გამოკვეთას.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (N2519-IIს, 13.06.2018) გარდამავალი
დებულებებით უწყებებისთვის განსაზღვრული დავალებებისა და ამავე დავალებების
თანმიმდევრული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით კომიტეტის 2021 წლის 1 ივნისის 2N6789/21 დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შემოწმების
და
ასევე,
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან
დაკავშირებით სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონისა და ბავშვის
უფლებათა კოდექსის შესაბამისი ნორმების აღსრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით
საკომიტეტო მოსმენები გაიმართა.
კომიტეტმა მოისმინა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებებით
უწყებებისთვის განსაზღვრული დავალებებისა და ამავე დავალებების თანმიმდევრული და
ეფექტიანი აღსრულების მიზნით კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების
შესრულების
მდგომარეობის
შესახებ
ინფორმაცია.
კომიტეტი
ასევე,
გაეცნო
მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით „სოციალური
მუშაობის შესახებ“ კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ნორმების აღსრულების
მდგომარეობას.
საკომიტეტო
მოსმენის
ფარგლებში
მიმოხილულ
იქნა
ზოგადი
ინფორმაცია
მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებების და სოციალური მუშაობის მარეგულირებელი
სამართლებრივი აქტების და მათი იმპლემენტაციის მიმდინარე პროცესის შესახებ.
წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში
განხორციელებული და მიმდინარე სოციალური მუშაობის დანერგვის და „ბავშვის
უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის ძირითად გამოწვევებს და
გაუმჯობესების ხედვას, აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოზე, მუნიციპალიტეტებში
სოციალური მუშაობის და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების დანერგვის
მოსამზადებლად.
კომიტეტზე აღინიშნა, რომ საჭიროა მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული
სოციალური
მუშაობის
უზრუნველსაყოფად
მუნიციპალიტეტებმა
განავითარონ
უწყებათაშორისი კოორდინაციის სისტემა, რომელიც უპირველესად განსაზღვრავს
თითოეული მონაწილე მხარის უფლებამოსილებების არეალს და მასთან ერთად
წარმოადგენს უწყებათაშორისი თანამშრომლობის სათანადო ინსტრუმენტებს.
კომიტეტმა, მეორე მოსმენით განიხილა:
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, ნინო
წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, დავით სერგეენკოსა
და ხათუნა კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“. მოხსენება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მიხეილ
სარჯველაძემ წარმოადგინა.
კანონპროექტის მუხლობრივად განხილვის პროცესში გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც
გაზიარებული იქნა მომხსენებლის მიერ და შესაბამისად, აისახება კანონპროექტის ტექსტში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ
საკანონმდებლო ინიციატივას და მომზადებულად ცნო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მეორე მოსმენით განხილვისათვის.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო
ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია